სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბრალი ედება 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში. თანხებთან არის დაკავშირებული..." - ფოთის საპატრულოს უფროსს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
"ბრალი ედება 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში. თანხებთან არის დაკავშირებული..." - ფოთის საპატრულოს უფროსს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ფო­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­როსს, თორ­ნი­კე იზო­რი­ას სა­სა­მარ­თლომ 3 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ის ბრალ­დე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზეა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თორ­ნი­კე იზო­რია სა­კუ­თარ ბიზ­ნეს-პარტნი­ორ­ზე ძა­ლა­დობ­და და მათ შო­რის დავა ბიზ­ნეს წი­ლებს უკავ­შირ­დე­ბა.

„მას ბრა­ლი ედე­ბა 2 ან მეტი პი­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში. ის მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლია. კერ­ძოდ, ფო­თის სა­პა­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს. ასე­ვე, მუ­ქა­რის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მისი თქმით, საქ­მე ეხე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს პარტნი­ო­რის მი­მართ სა­ვა­რა­უ­დო მუ­ქა­რას.

„თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რო­გორც კი ამა­ზე სა­უ­ბა­რი და­ი­წყე­ბო­და, ძა­ლა­დო­ბა­ზე გა­და­დი­ო­და“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ის ადას­ტუ­რებს, რომ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არსრულ­წლოვ­ნე­ბის თან­დას­წრე­ბი­თაც ხდე­ბო­და.

„გა­მო­ძი­ე­ბა აწარ­მოა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რამ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ეს გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად ვერ დამ­თავ­რდე­ბო­და. ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. მი­მაჩ­ნია, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს არა მარ­ტო ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ, შე­საძ­ლე­ბე­ლია კი­დევ გა­ი­მე­ო­როს. რა შე­უშ­ლის ხელს, არც არა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

დგ
0

ეგ უკვე ნაციონალების მოწყობილი იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ბრალი ედება 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში. თანხებთან არის დაკავშირებული..." - ფოთის საპატრულოს უფროსს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

"ბრალი ედება 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში. თანხებთან არის დაკავშირებული..." - ფოთის საპატრულოს უფროსს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, თორნიკე იზორიას სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის ბრალდებული ძალადობის ფაქტზეა.

დაზარალებული ქალის ადვოკატის ინფორმაციით, თორნიკე იზორია საკუთარ ბიზნეს-პარტნიორზე ძალადობდა და მათ შორის დავა ბიზნეს წილებს უკავშირდება.

„მას ბრალი ედება 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში. ის მოქმედი პოლიციელია. კერძოდ, ფოთის საპარულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. ასევე, მუქარის მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, საქმე ეხება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით საკუთარი ბიზნეს პარტნიორის მიმართ სავარაუდო მუქარას.

„თანხებთან არის დაკავშირებული და როგორც კი ამაზე საუბარი დაიწყებოდა, ძალადობაზე გადადიოდა“, - აცხადებს ადვოკატი.

ის ადასტურებს, რომ ძალადობის ფაქტი არსრულწლოვნების თანდასწრებითაც ხდებოდა.

„გამოძიება აწარმოა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ. სხვა შემთხვევაში, ეს გამოძიება ობიექტურად ვერ დამთავრდებოდა. ამაში დარწმუნებული ვარ. მიმაჩნია, რომ ეს პიროვნება საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, შესაძლებელია კიდევ გაიმეოროს. რა შეუშლის ხელს, არც არაფერი“, - განაცხადა ადვოკატმა.