სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"42 წლის ასაკში დედა რომ გახდები, სასიხარულოა, ალბათ, უფრო მეტადაც..." - რას ჰყვება თეა წულუკიანი 4 წლის ქალიშვილთან ურთიერთობაზე?
"42 წლის ასაკში დედა რომ გახდები, სასიხარულოა, ალბათ, უფრო მეტადაც..." - რას ჰყვება თეა წულუკიანი 4 წლის ქალიშვილთან ურთიერთობაზე?

კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს“ სტუმ­რობ­და, რომ­ლის ეთერ­შიც 4 წლის ქა­ლიშ­ვილ მე­რი­კო კა­კუ­ლი­ა­ზე ისა­უბ­რა.

"ჩემი სამ­სა­ხუ­რი არის ის, რა­საც ჩემი შვი­ლი ვერ იტანს. თუ რა­მის სი­ძულ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, არის ჩემი სამ­სა­ხუ­რი", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

"42 წლის ასაკ­ში, დედა რომ გახ­დე­ბი, სა­სი­ხა­რუ­ლოა, ალ­ბათ, უფრო მე­ტად, ვიდ­რე ეს უფრო ადრე ხდე­ბა. მე­რი­კო 2 თვის იყო, რო­დე­საც დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა და­ვას­რუ­ლე და სამ­სა­ხურს და­ვუბ­რუნ­დი. რაც და­მეხ­მა­რა, იყო ის, რომ ყო­ველ­თვის ვი­ზი­ა­რებ­დი ექი­მე­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის, ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზრს ან, მეტ-ნაკ­ლე­ბად, რო­გორც შე­მეძ­ლო, სხვა დე­დე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას.

პირ­ველ დღე­ებ­ში, მუდ­მი­ვად ვფიქ­რობ­დი, რომ დად­გე­ბა დღე, რო­დე­საც წა­ვალ სამ­სა­ხურ­ში და რო­გორ უნდა მო­ვა­რი­გო ერთი მე­ო­რეს­თან. არ­ცერ­თი სამ­სა­ხუ­რი არაა მარ­ტი­ვი, მაგ­რამ მი­ნის­ტრად მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან რთულ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­სა და გან­რიგს გუ­ლის­ხმობს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყო­ფი­ლა, რო­დის წახ­ვალ სამ­სა­ხურ­ში და რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი უკან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2 თვის ბავ­შვმა სულ არ იცის, რო­დის რო­მე­ლი სა­ა­თია, გა­დავ­წყვი­ტე, რომ არ მეთ­ქვა ტყუ­ი­ლი და სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სახ­ლში და შა­ბათ-კვი­რა გა­მე­ტა­რე­ბი­ნა მას­თან. ასე ვი­ცხოვ­რეთ პირ­ვე­ლი 3 წელი, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა დედა-შვი­ლის მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცდა.

ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ა­ლო­გი, რო­მელ­საც ვა­წარ­მო­ებთ. რაც არ უნდა ლა­მა­ზად ვი­ლა­პა­რა­კო, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი არაა უპ­რობ­ლე­მო და ლა­მა­ზი, არც იდე­ა­ლუ­რი დე­დაშ­ვი­ლო­ბა არ­სე­ბობს და არც - იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხე­ბი. ამი­ტომ, ვა­ღი­ა­რებ, რომ სა­ღა­მოს, მე თა­მა­ში არ გა­მომ­დის, რად­გან ეს ჩემს ნერ­ვულ რე­სურსს სცილ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვსა­უბ­რობთ. ბევ­რს ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, თუ რა გა­ა­კე­თა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა მო­ე­წო­ნა, რამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და თუ რამე არ მო­ე­წო­ნა, მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, ამას­წი­ნათ, რაგ­ბის მო­ე­დან­ზე, კა­ცებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. რო­გორც ჩანს, ამას მოჰ­კრა თვა­ლი და სა­ღა­მოს, კარ­გად გა­მომ­კი­თხა, ამ­დე­ნი ბი­ძია რომ იყო, შენ იქ რას აკე­თებ­დიო?..

მას­თან მკაც­რი ვერ ვარ, თუმ­ცა, მშვი­დი და მე­გობ­რუ­ლი ტო­ნით ვცდი­ლობ, რომ, რა­ღაც­ნა­ი­რად, "წი­თე­ლი ხა­ზე­ბი“ და­ვად­გი­ნო", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუა
6

გაიხარე ქალბატონო თეა ძლიერი ხარ.

!!!!!!!!
0

როგორი ლამაზი გოგოა და საყვარელი. ბედნიერი გიმყოფოთ უფალმა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"42 წლის ასაკში დედა რომ გახდები, სასიხარულოა, ალბათ, უფრო მეტადაც..." - რას ჰყვება თეა წულუკიანი 4 წლის ქალიშვილთან ურთიერთობაზე?

"42 წლის ასაკში დედა რომ გახდები, სასიხარულოა, ალბათ, უფრო მეტადაც..." - რას ჰყვება თეა წულუკიანი 4 წლის ქალიშვილთან ურთიერთობაზე?

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია "იმედს“ სტუმრობდა, რომლის ეთერშიც 4 წლის ქალიშვილ მერიკო კაკულიაზე ისაუბრა.

"ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს. თუ რამის სიძულვილი შეიძლება ჰქონდეს, არის ჩემი სამსახური", - განაცხადა მინისტრმა.

"42 წლის ასაკში, დედა რომ გახდები, სასიხარულოა, ალბათ, უფრო მეტად, ვიდრე ეს უფრო ადრე ხდება. მერიკო 2 თვის იყო, როდესაც დეკრეტული შვებულება დავასრულე და სამსახურს დავუბრუნდი. რაც დამეხმარა, იყო ის, რომ ყოველთვის ვიზიარებდი ექიმების, პროფესიონალების, ფსიქოლოგების აზრს ან, მეტ-ნაკლებად, როგორც შემეძლო, სხვა დედების გამოცდილებას.

პირველ დღეებში, მუდმივად ვფიქრობდი, რომ დადგება დღე, როდესაც წავალ სამსახურში და როგორ უნდა მოვარიგო ერთი მეორესთან. არცერთი სამსახური არაა მარტივი, მაგრამ მინისტრად მუშაობა ძალიან რთულ პოლიტიკურ პროცესსა და განრიგს გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, როდის წახვალ სამსახურში და როდის დაბრუნდები უკან. მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის ბავშვმა სულ არ იცის, როდის რომელი საათია, გადავწყვიტე, რომ არ მეთქვა ტყუილი და საღამოს 8 საათზე ვყოფილიყავი სახლში და შაბათ-კვირა გამეტარებინა მასთან. ასე ვიცხოვრეთ პირველი 3 წელი, რამაც გააჩინა დედა-შვილის მიჯაჭვულობის მნიშვნელოვანი განცდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელსაც ვაწარმოებთ. რაც არ უნდა ლამაზად ვილაპარაკო, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი არაა უპრობლემო და ლამაზი, არც იდეალური დედაშვილობა არსებობს და არც - იდეალური ოჯახები. ამიტომ, ვაღიარებ, რომ საღამოს, მე თამაში არ გამომდის, რადგან ეს ჩემს ნერვულ რესურსს სცილდება. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ. ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გააკეთა დღის განმავლობაში, რა მოეწონა, რამ გააღიზიანა და თუ რამე არ მოეწონა, მეკითხება ხოლმე. მაგალითად, ამასწინათ, რაგბის მოედანზე, კაცებთან ერთად ვიყავი. როგორც ჩანს, ამას მოჰკრა თვალი და საღამოს, კარგად გამომკითხა, ამდენი ბიძია რომ იყო, შენ იქ რას აკეთებდიო?..

მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა, მშვიდი და მეგობრული ტონით ვცდილობ, რომ, რაღაცნაირად, "წითელი ხაზები“ დავადგინო", - განაცხადა წულუკიანმა.