სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს - მძარცველისა და პოლიციის მოლაპარაკების დეტალები
ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს - მძარცველისა და პოლიციის მოლაპარაკების დეტალები

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყვარ­ლის ფი­ლი­ალ­ზე თავ­დამ­სხმე­ლი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს ითხოვს. ამის შე­სა­ხებ მძარ­ცველ­სა და მომ­ლა­პა­რა­კე­ბელს შო­რის გა­მარ­თუ­ლი დი­ა­ლო­გით ირ­კვე­ვა.

ბან­კში მყო­ფი მძარ­ცვე­ლი ასე­ვე ითხოვს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გას­ვლას.

„გა­მო­დი გა­რეთ და გა­ვი­ა­როთ დე­ტა­ლე­ბი. რამ­დენ ხანს გაძ­ლებ მანდ? სხვა მო­თხოვ­ნე­ბი გაქვს? რამე პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ გაქვს? - მო­გიგ­ვა­რებთ!“, - მი­მარ­თავს მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი მძარ­ცველს.

ცნო­ბის­თვის, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის წინ შე­იჭ­რა. შსს-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში შე­მო­სა­ზღვრეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ატა­რე­ბენ ყვე­ლა სა­ჭი­რო და გა­და­უ­დე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და და­ე­მორ­ჩი­ლონ ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ელ­თა მი­თი­თე­ბებს.

00:00 / 00:00
:)
0

ესეც ნახევარ მილიონს? საოლ, ბადრი მასწავლებელო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს - მძარცველისა და პოლიციის მოლაპარაკების დეტალები

ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს - მძარცველისა და პოლიციის მოლაპარაკების დეტალები

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს. ამის შესახებ მძარცველსა და მომლაპარაკებელს შორის გამართული დიალოგით ირკვევა.

ბანკში მყოფი მძარცველი ასევე ითხოვს მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის თანამშრომლების გასვლას.

„გამოდი გარეთ და გავიაროთ დეტალები. რამდენ ხანს გაძლებ მანდ? სხვა მოთხოვნები გაქვს? რამე პრობლემები ხომ არ გაქვს? - მოგიგვარებთ!“, - მიმართავს მომლაპარაკებელი მძარცველს.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 2 საათის წინ შეიჭრა. შსს-ის ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. მათი ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.