სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გენპროკურორის მეუღლის უძრავი ქონება და არცერთი ბინა შოთაძის სახელზე - რა ქონებას ფლობს ორგზის გენპროკურორი და რა ოდენობის ქველმოქმედება გასწია
გენპროკურორის მეუღლის უძრავი ქონება და არცერთი ბინა შოთაძის სახელზე - რა ქონებას ფლობს ორგზის გენპროკურორი და რა ოდენობის ქველმოქმედება გასწია

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ 2005 წელს თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, თა­ვის სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. მან კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 2006 წლის მარ­ტში და­ი­წყო, თა­ვი­დან მუ­შა­ობ­და სა­კად­რო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის დე­პარ­ტა­მენ­ტში სპე­ცი­ა­ლის­ტად, შემ­დეგ იყო სტა­ჟი­ორ-პრო­კუ­რო­რი, სტა­ჟი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, პრო­კუ­რო­რის პო­ზი­ცია ეკა­ვა უწყე­ბის სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რულ და­ნა­ყოფ­ში. ასე­ვე იკა­ვებ­და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­შიც. (იხი­ლეთ ბი­ოგ­რა­ფია სრუ­ლად)

2015-2018 წლებ­ში ის ერთხელ უკვე იკა­ვებ­და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მის არას­წო­რი გა­მო­ძი­ე­ბის გამო და­ტო­ვა, თუმ­ცა 2020 წლის 18 თე­ბერ­ვალს ის ხე­ლახ­ლა აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

ირაკ­ლი შო­თა­ძეს ჰყავს მე­უღ­ლე ნინო გო­ტი­აშ­ვი­ლი და ორი შვი­ლი - ნი­კო­ლო­ზი და ანა.

სა­ინ­ტე­რე­სოა რა ქო­ნე­ბას ფლობს ოჯა­ხი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც შო­თა­ძემ 2021 წლის 30 აპ­რილს შე­ავ­სო.

რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ირაკ­ლი შო­თა­ძის ოჯახ­მა 2012 წლის 12 ივ­ლისს, 17 000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა 1000 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც გენპ­რო­კუ­რორ­მა ოჯა­ხის­გან სა­ჩუქ­რად 2019 წელს მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, შო­თა­ძე “თი -ბი -სი“ ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 2243,13 ლარს ფლობს. ამა­ვე ბან­კში გახ­სნი­ლი აქვს საკ­რე­დი­ტო ან­გა­რი­ში - 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის.

“სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე მას 30 715, 7 ლარი აქვს, ხოლო ამა­ვე ბან­კის საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, 11 000 ლარი ერი­ცხე­ბო­და, და­ნა­ზო­გის სა­ხით კი, გენპ­რო­კუ­რო­რი 45 000 ლარს ფლობ­და..

შო­თა­ძე 2020 წლის 1 იან­ვრი­დან 17 თე­ბერ­ვლამ­დე “სილ­ქნე­ტის“ იუ­რი­დი­ულ კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და, რა­შიც გა­სამ­რჯე­ლოს სა­ხით 20 000 ლარი აიღო.

2020 წლის იან­ვრი­დან, 2020 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე “სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის“ ფა­კულ­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 3443 ლარი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

2020 წლის 17 თე­ბერ­ვლი­დან 2020 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს 20 600 ლარი.

2017 წლი­დან 2020 წლამ­დე იპო­თე­კუ­რი სეს­ხის სა­ხით მის­მა გა­სა­ვალ­მა 21 033 ლარი შე­ად­გი­ნა.

აქვს ბან­კში გახ­სნი­ლი ორი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი, ერთი 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მე­ო­რე კი 11 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

2020 წლის 30 ნო­ემ­ბერს სოფ. წავ­კის­ში მი­წის შე­სა­ძე­ნად აღე­ბუ­ლი აქვს იპო­თე­კუ­რი სეს­ხი - 340 000 ლარი.

გა­სა­ვა­ლის სა­ხით, შო­თა­ძეს საქ­ველ­მოქ­მე­დო დახ­მა­რე­ბად მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს 5500 ლარი, მისი შვი­ლის - ნი­კო­ლოზ შო­თა­ძის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი - 5115 ლარი და სეს­ხის და­ფარ­ვა 21 033,7 ლარი.

  • რა ქო­ნე­ბას ფლობს გენპ­რო­კუ­რო­რის მე­უღ­ლე?

ირაკ­ლი შო­თა­ძის მე­უღ­ლეს ნინო გო­ტი­აშ­ვილს 2021 წელს წავ­კის­ში შე­ძე­ნი­ლი აქვს 123 100 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი, რომ­ლის 100%-იანი მფლო­ბე­ლია.

2019 წელს თბი­ლის­ში, ცა­გა­რე­ლის ქუ­ჩა­ზე შე­ი­ძი­ნა 15 კვ.მ ფარ­თო­ბის სამი ავ­ტო­ფა­რე­ხი, თი­თო­ე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5000 ლა­რია.

2016 წელს 100 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა 150, 5 კვ.მ ბინა.

2011 წელს კი უყი­დია 1092 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ალ­გეთ­ში. ასე­ვე 87 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იმ დრო­ის­თვის 10 000 ლარი იყო.

ნინო გო­ტი­აშ­ვილს გახ­სნი­ლი აქვს ორი ან­გა­რი­ში. “ვი- თი- ბი“ ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ის დეკ­ლარ­ცი­ის შევ­სე­ბი­სას 0 ლარს ფლობ­და, ხოლო “თი- ბი- სი“ ბან­კის აგა­რიშ­ზე 624 ლარი ერი­ცხე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­სა­ხურს, 2020 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 2020 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე სს “სილ­ქნეტ­ში“ იუ­რის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს 20 600 ლარი.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

სილქნეტის იურისტობა ასეთი სარფიანია? თუ ხელფასით ვიმსჯელებთ "პაჩტი" გენპროკურორი ხარ. ჰო, ეს "სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი" რამე ცალკე ავტონომიაა თუ უნივერსიტეტს ეკუთვნის? სად იღწვის ჩვენი სოლოლაკის სასახლეში "შემთხვევით მოხვედრილი" პროკურორი ხომ უნდა ვიცოდეთ? 

ლელა
0

პროკურორებს განსაკუთრებით უყვართ უძრავი ქონება. სხვისიც :))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გენპროკურორის მეუღლის უძრავი ქონება და არცერთი ბინა შოთაძის სახელზე - რა ქონებას ფლობს ორგზის გენპროკურორი და რა ოდენობის ქველმოქმედება გასწია

გენპროკურორის მეუღლის უძრავი ქონება და არცერთი ბინა შოთაძის სახელზე - რა ქონებას ფლობს ორგზის გენპროკურორი და რა ოდენობის ქველმოქმედება გასწია

მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2005 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თავის სფეროში აქტიურად მუშაობს. მან კარიერა საქართველოს პროკურატურაში 2006 წლის მარტში დაიწყო, თავიდან მუშაობდა საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში სპეციალისტად, შემდეგ იყო სტაჟიორ-პროკურორი, სტაჟირების დასრულების შემდეგ კი, პროკურორის პოზიცია ეკავა უწყების სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში. ასევე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც. (იხილეთ ბიოგრაფია სრულად)

2015-2018 წლებში ის ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას ქვეყანაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის არასწორი გამოძიების გამო დატოვა, თუმცა 2020 წლის 18 თებერვალს ის ხელახლა აირჩიეს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

ირაკლი შოთაძეს ჰყავს მეუღლე ნინო გოტიაშვილი და ორი შვილი - ნიკოლოზი და ანა.

საინტერესოა რა ქონებას ფლობს ოჯახი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც შოთაძემ 2021 წლის 30 აპრილს შეავსო.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ირაკლი შოთაძის ოჯახმა 2012 წლის 12 ივლისს, 17 000 აშშ დოლარად შეიძინა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც გენპროკურორმა ოჯახისგან საჩუქრად 2019 წელს მიიღო.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, შოთაძე “თი -ბი -სი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 2243,13 ლარს ფლობს. ამავე ბანკში გახსნილი აქვს საკრედიტო ანგარიში - 10 000 ლარის ოდენობის.

“საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე მას 30 715, 7 ლარი აქვს, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე, დეკლარაციის შევსების მომენტში, 11 000 ლარი ერიცხებოდა, დანაზოგის სახით კი, გენპროკურორი 45 000 ლარს ფლობდა..

შოთაძე 2020 წლის 1 იანვრიდან 17 თებერვლამდე “სილქნეტის“ იურიდიულ კონსულტანტად მუშაობდა, რაშიც გასამრჯელოს სახით 20 000 ლარი აიღო.

2020 წლის იანვრიდან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე “სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების“ ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე 3443 ლარი გამოიმუშავა.

2020 წლის 17 თებერვლიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს გამომუშავებული აქვს 20 600 ლარი.

2017 წლიდან 2020 წლამდე იპოთეკური სესხის სახით მისმა გასავალმა 21 033 ლარი შეადგინა.

აქვს ბანკში გახსნილი ორი საკრედიტო ბარათი, ერთი 10 000 ლარის ოდენობით, მეორე კი 11 000 ლარის ოდენობით.

2020 წლის 30 ნოემბერს სოფ. წავკისში მიწის შესაძენად აღებული აქვს იპოთეკური სესხი - 340 000 ლარი.

გასავალის სახით, შოთაძეს საქველმოქმედო დახმარებად მითითებული აქვს 5500 ლარი, მისი შვილის - ნიკოლოზ შოთაძის სწავლის საფასური - 5115 ლარი და სესხის დაფარვა 21 033,7 ლარი.

  • რა ქონებას ფლობს გენპროკურორის მეუღლე?

ირაკლი შოთაძის მეუღლეს ნინო გოტიაშვილს 2021 წელს წავკისში შეძენილი აქვს 123 100 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი, რომლის 100%-იანი მფლობელია.

2019 წელს თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე შეიძინა 15 კვ.მ ფართობის სამი ავტოფარეხი, თითოეულის ღირებულება 5000 ლარია.

2016 წელს 100 000 დოლარად შეიძინა 150, 5 კვ.მ ბინა.

2011 წელს კი უყიდია 1092 კვ.მ მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ალგეთში. ასევე 87 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომლის ღირებულება იმ დროისთვის 10 000 ლარი იყო.

ნინო გოტიაშვილს გახსნილი აქვს ორი ანგარიში. “ვი- თი- ბი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ის დეკლარციის შევსებისას 0 ლარს ფლობდა, ხოლო “თი- ბი- სი“ ბანკის აგარიშზე 624 ლარი ერიცხებოდა.

რაც შეეხება სამსახურს, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე სს “სილქნეტში“ იურისტის თანამდებობაზე გამომუშავებული აქვს 20 600 ლარი.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა