სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვაინშტაინმა ჩემზე ძალადობა სცადა, ბრედი კი მასთან მაინც თანამშრომლობდა...ამის გამო საშინლად ვიჩხუბეთ" - ანჯელინა ჯოლი პირადი ცხოვრების სკანდალურ დეტალებზე
"ვაინშტაინმა ჩემზე ძალადობა სცადა, ბრედი კი მასთან მაინც თანამშრომლობდა...ამის გამო საშინლად ვიჩხუბეთ" - ანჯელინა ჯოლი პირადი ცხოვრების სკანდალურ დეტალებზე

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა, ანჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ The Guardian-სთვის მი­ცე­მულ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ყო­ფილ ქმარ­თან, ბრედ პიტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და პრო­დი­უ­სერ ჰარ­ვი ვა­ინშტა­ინ­თან მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე ისა­უბ­რა.

მისი თქმით, 1998 წელს, ფილმ Playing By Heart-ის გა­და­ღე­ბებ­ზე ვა­ინშტა­ინ­მა სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში "საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე" და­ი­ბა­რა და მას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა სცა­და. ჯო­ლიმ შეძ­ლო მო­ძა­ლა­დის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა და მას შემ­დეგ ვა­ინშტა­ი­ნის არ­ცერთ ფილმში აღარ უთა­მა­შია.

ამ­ბობს, რომ ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და ბრედ პიტ­მა, თუმ­ცა 2009 წელს "უსა­ხე­ლო ნა­ბიჭ­ვრებ­ში" თა­მაშს და­თან­ხმდა, ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი სწო­რედ ვა­ინშტა­ი­ნი იყო.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო ამ ამ­ბის გა­გე­ბა. სა­შინ­ლად ვი­ჩხუ­ბეთ. რა თქმა უნდა, მტკი­ვა... ვიგ­რძე­ნი, რომ ბრედ­მა გა­ა­უ­ფა­სუ­რა ის ტკი­ვი­ლი და ტრავ­მა, რო­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბამ მო­მა­ყე­ნა. ის ბედ­ნი­ე­რი იყო ვა­ინშტა­ინ­თან მუ­შა­ო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რაც მე გა­და­ვი­ტა­ნე," - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი. მი­სი­ვე თქმით, მან თავი აა­რი­და ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე და სხვა­დას­ხვა სა­რეკ­ლა­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბას.

ან­ჯე­ლი­ნამ ბრედ პიტ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზებ­ზე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა. ჯოლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბრედ პიტ­თან ქორ­წი­ნე­ბის დროს, მას ეში­ნო­და შვი­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის.

"მე არ ვარ ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ად­ვი­ლად იღებს. ბევ­რი დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­მე­ღო. ვგრძნობ­დი, რომ ჩემი შვი­ლე­ბის მა­მას უნდა დავ­შო­რე­ბო­დი და შვი­ლე­ბი მის­გან და­მეც­ვა “, - თქვა ჯო­ლიმ The Guardian-თან.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, ახლა ის ოჯა­ხის­თვის "გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის" გზებს ეძებს - ”ეს არ არის ის, რა­ზეც მსურს ვი­სა­უბ­რო, უბ­რა­ლოდ მინ­და, რომ ჩემი ოჯა­ხი გა­მო­ჯან­მრთელ­დეს. მინ­და, რომ ყვე­ლა წინ წა­ვი­დეს - ყვე­ლა­ნი, მათ შო­რის მათი მა­მაც. მინ­და, რომ ჩვენ გან­ვი­კურ­ნოთ და მშვი­დო­ბი­ა­ნად ვი­ყოთ. ჩვენ ყო­ველ­თვის ოჯა­ხი ვიქ­ნე­ბით, ” - თქვა ჯო­ლიმ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
odala
2

ამერიკელები ვაინსტინს ეძახიან და ვაინშტაინი თქვენ საიდან მოიტანეთ?

გიორგი
0

მსახიობსა თუ სხვა პროფესიის ადამიანს ფულს ვინც უხდის იმის საქმეს აკეთებს. ჩვეულებრივ ადამიანებს პოლიტიკურ განცხადებებში ფულს არ უხდიან, რადგან ცოტა ვინმე თუ დაუჯერებს. ფულის ჩასადებად არარენტაბელური ბიზნესია ეს. ხოლო მსახიობებს, რეჟისორებს, სპორტსმენებს და სხვა ცნობად სახეებს ამაში ფულს უხდიან. ნუ დაუჯერებთ გაყიდულ ტიპებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვაინშტაინმა ჩემზე ძალადობა სცადა, ბრედი კი მასთან მაინც თანამშრომლობდა...ამის გამო საშინლად ვიჩხუბეთ" - ანჯელინა ჯოლი პირადი ცხოვრების სკანდალურ დეტალებზე

"ვაინშტაინმა ჩემზე ძალადობა სცადა, ბრედი კი მასთან მაინც თანამშრომლობდა...ამის გამო საშინლად ვიჩხუბეთ" - ანჯელინა ჯოლი პირადი ცხოვრების სკანდალურ დეტალებზე

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ The Guardian-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან ურთიერთობასა და პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

მისი თქმით, 1998 წელს, ფილმ Playing By Heart-ის გადაღებებზე ვაინშტაინმა სასტუმროს ნომერში "საქმიან შეხვედრაზე" დაიბარა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. ჯოლიმ შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა და მას შემდეგ ვაინშტაინის არცერთ ფილმში აღარ უთამაშია.

ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ ყველაფერი იცოდა ბრედ პიტმა, თუმცა 2009 წელს "უსახელო ნაბიჭვრებში" თამაშს დათანხმდა, ფილმის პროდიუსერი სწორედ ვაინშტაინი იყო.

"ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ამ ამბის გაგება. საშინლად ვიჩხუბეთ. რა თქმა უნდა, მტკივა... ვიგრძენი, რომ ბრედმა გააუფასურა ის ტკივილი და ტრავმა, რომელიც სექსუალური ძალადობის მცდელობამ მომაყენა. ის ბედნიერი იყო ვაინშტაინთან მუშაობით, მიუხედავად იმისა, რაც მე გადავიტანე," - ამბობს მსახიობი. მისივე თქმით, მან თავი აარიდა ფილმის პრემიერაზე და სხვადასხვა სარეკლამო ღონისძიებებზე დასწრებას.

ანჯელინამ ბრედ პიტთან განქორწინების მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ჯოლი ირწმუნება, რომ ბრედ პიტთან ქორწინების დროს, მას ეშინოდა შვილებისა და ოჯახის უსაფრთხოების.

"მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებებს ადვილად იღებს. ბევრი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო. ვგრძნობდი, რომ ჩემი შვილების მამას უნდა დავშორებოდი და შვილები მისგან დამეცვა “, - თქვა ჯოლიმ The Guardian-თან.

მსახიობის თქმით, ახლა ის ოჯახისთვის "გამოჯანმრთელების" გზებს ეძებს - ”ეს არ არის ის, რაზეც მსურს ვისაუბრო, უბრალოდ მინდა, რომ ჩემი ოჯახი გამოჯანმრთელდეს. მინდა, რომ ყველა წინ წავიდეს - ყველანი, მათ შორის მათი მამაც. მინდა, რომ ჩვენ განვიკურნოთ და მშვიდობიანად ვიყოთ. ჩვენ ყოველთვის ოჯახი ვიქნებით, ” - თქვა ჯოლიმ.