ავტორი:

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში სროლა იყო - დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში სროლა იყო - დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაშავებულს ჭრილობა ქვედა კიდურში აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.