ავტორი:

"საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ

"საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო სინოფარმის და სინოვაკით აცრილთათვის საინტერესო სიახლეს აქვეყნებს, საქმე ეხება ახალ კვლევას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ვაქცინების ეფექტიანობა კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტის მიმართ მაღალია.

"საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!

ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.

10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე.

აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.

100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე!

70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!" - წერს კულუმბეგოვი.