სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ავღანეთის ახალ მთავრობას მულა ბარადარი უხელმძღვანელებს - რისთის იკრიბებიან "თალიბანის" უმაღლესი ლიდერები ქაბულში
ავღანეთის ახალ მთავრობას მულა ბარადარი უხელმძღვანელებს - რისთის იკრიბებიან "თალიბანის" უმაღლესი ლიდერები ქაბულში

ავ­ღა­ნე­თის ახალ მთავ­რო­ბას "თა­ლი­ბა­ნის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მულა ბა­რა­და­რი უხელ­მძღვა­ნე­ლებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი სხვა­დას­ხვა წყა­რო­ზე დაყრნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ მთავ­რო­ბა­ში, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, „თა­ლი­ბა­ნის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის, მულა ომა­რის ვაჟი მულა მუ­ჰა­მედ ია­ყუ­ბი და შერ მუ­ჰა­მედ აბას სტა­ნექ­ზაც იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

”ყვე­ლა უმაღ­ლე­სი ლი­დე­რი ჩა­ვი­და ქა­ბულ­ში, სა­დაც ახა­ლი მთავ­რო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის მზა­დე­ბა ბოლო ეტაპ­ზეა”, - აღ­ნიშ­ნა „თა­ლი­ბე­ბის“ ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა Reuters-თან სა­უ­ბარ­ში, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვა ითხო­ვა.

ამას­თან, წყა­როს ცნო­ბით, „თა­ლი­ბა­ნის“ უზე­ნა­ე­სი რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რი ჰა­ი­ბა­თუ­ლა ახუნ­ზა­და რე­ლი­გი­ურ სა­კი­თხებს უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

„თა­ლი­ბებ­მა“ ავ­ღა­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი ქა­ბუ­ლი 15 აგ­ვის­ტოს და­ი­კა­ვეს. ამ დრო­ის­თვის ერ­თა­დერ­თი ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­საც ისი­ნი ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ, ფან­ჯში­რის პრო­ვინ­ცი­აა, სა­დაც „თა­ლი­ბა­ნი­სა“ და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის წევ­რებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამას­თან, მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ე­რომ ავ­ღა­ნეთ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო სამ­სა­ხუ­რის სამი თვითმფრი­ნა­ვით ფრე­ნე­ბი გა­ნა­ახ­ლა. ამის შე­სა­ხებ გა­ე­როს პრესს­პი­კერ­მა სტე­ფან დუ­ჟა­რიკ­მა გა­ნა­ცხა­და.

რე­ი­სე­ბი, რო­მელ­საც სურ­სა­თის მსოფ­ლიო პროგ­რა­მა (WFP) ახორ­ცი­ე­ლებს, პა­კის­ტა­ნის ის­ლა­მა­ბადს ავ­ღა­ნე­თის ქა­ლა­ქებ­თან, მა­ზარ-ი-შა­რიფ­თან და ყან­და­არ­თან აკავ­ში­რებს. პროგ­რა­მა მიზ­ნად ისა­ხავს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბას ძნე­ლად მი­სად­გომ ად­გი­ლებ­ში

”2002 წლი­დან 2021 წლამ­დე ავ­ღა­ნეთ­ში გა­ე­როს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ჰა­ე­რო სამ­სა­ხუ­რი ქვეყ­ნის 20 -ზე მეტ მი­მარ­თუ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და; ის შე­ეც­დე­ბა და­უბ­რუნ­დეს ამ ად­გი­ლებს, რო­გორც კი უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და და­ფი­ნან­სე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს,” - აღ­ნიშ­ნა დუ­ჟა­რიკ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მელა ბარაბანი
0

სადაც ბელურისიასტან,,,აქაც ამათთანაც უნდა დავამყაროდ დიპლომატიური ურიერთობა,,აბა ევროპა ჩვენ აღარ გვინდა და ესღა დარჩა პლანეტაზე.

0

ვსიოოო, აწი დაიწყება ავღანეთის აღმშენებლობა. გაიხარებს ბეჩავი ავღანელი ხალხი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ავღანეთის ახალ მთავრობას მულა ბარადარი უხელმძღვანელებს - რისთის იკრიბებიან "თალიბანის" უმაღლესი ლიდერები ქაბულში

ავღანეთის ახალ მთავრობას მულა ბარადარი უხელმძღვანელებს - რისთის იკრიბებიან "თალიბანის" უმაღლესი ლიდერები ქაბულში

ავღანეთის ახალ მთავრობას "თალიბანის" თანადამფუძნებელი მულა ბარადარი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სხვადასხვა წყაროზე დაყრნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახალ მთავრობაში, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, „თალიბანის“ თანადამფუძნებლის, მულა ომარის ვაჟი მულა მუჰამედ იაყუბი და შერ მუჰამედ აბას სტანექზაც იქნებიან წარმოდგენილი.

”ყველა უმაღლესი ლიდერი ჩავიდა ქაბულში, სადაც ახალი მთავრობის გამოცხადებისთვის მზადება ბოლო ეტაპზეა”, - აღნიშნა „თალიბების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

ამასთან, წყაროს ცნობით, „თალიბანის“ უზენაესი რელიგიური ლიდერი ჰაიბათულა ახუნზადა რელიგიურ საკითხებს უხელმძღვანელებს.

„თალიბებმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს დაიკავეს. ამ დროისთვის ერთადერთი ტერიტორია, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ, ფანჯშირის პროვინციაა, სადაც „თალიბანისა“ და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, გაერომ ავღანეთში ჰუმანიტარული საჰაერო სამსახურის სამი თვითმფრინავით ფრენები განაახლა. ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

რეისები, რომელსაც სურსათის მსოფლიო პროგრამა (WFP) ახორციელებს, პაკისტანის ისლამაბადს ავღანეთის ქალაქებთან, მაზარ-ი-შარიფთან და ყანდაართან აკავშირებს. პროგრამა მიზნად ისახავს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ძნელად მისადგომ ადგილებში

”2002 წლიდან 2021 წლამდე ავღანეთში გაეროს ჰუმანიტარული საჰაერო სამსახური ქვეყნის 20 -ზე მეტ მიმართულებას ემსახურებოდა; ის შეეცდება დაუბრუნდეს ამ ადგილებს, როგორც კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა და დაფინანსება ამის საშუალებას მისცემს,” - აღნიშნა დუჟარიკმა.