ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ბოლო 24 საათში COVID-19-ით 86 ადამიანის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს:
"86 გარდაცვლილი დღეში! უზნეო მთავრობა წინასაარჩვენო მსხვერპლთშეწირვას ეწევა.
მხოლოდ მთავრობაა აღჭურვილი შესაბამისი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით, რომ ეს სასაკლაო შეაჩეროს, ამიტომ მისი პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ინსტიტუტის თუ ადამიანის, პარტია იქნება ეს, ეკლესია, თუ ახირებული იდეების მატარებელი რომელიმე პირი.
მთავრობა უნდა იდგეს იმაზე მაღლა, თუ რას იტყვის მრევლი, ამომრჩეველი თუ ვაქსერ-ანტივაქსერი.
მთავრობა არის მკვლელი! მკვლელია არ მარტო იმის გამო, რომ სწორად ვერ მართა პანდემია, არამედ იმის გამოც, რომ მოქმედებდა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით. ", - წერს რომან გოცირიძე
შე მართლა უზნეო, როცა ჩაკეტეს, რად ჩაკეტესო, მთავრობის სახლის წინ პირბადით ოპოზიცია ცხირს, რომ იხოცავდა და ჩხაოდა იქიდან არის გავრცელებული ეს კლასტერი, რატომ მაშინ არ ეწინააღმდეგებოდი თავყრილობებს და შეკრებებს, თუ თქვენნაირებს სული წმინდა დაიცავდათ?