სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა სა­ხის გან­ცხა­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტა­ზე და მით უფრო რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რი­გის ცვლი­ლე­ბა­ზე უსა­ფუძ­ვლოა.

სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე წელს ევ­რო­კავ­ში­რის­გან მი­სა­ღებ სეს­ხზე უა­რის თქმის სა­ფუძ­ველს გან­მარ­ტა­ვენ და აცხა­დე­ბენ, რომ მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქვე­ყა­ნა­ში გაზ­რდი­ლია სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლია მისი გა­და­ჭარ­ბე­ბით შეს­რუ­ლე­ბა, რაც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, უფრო სწრა­ფად შე­ვამ­ცი­როთ ვა­ლის აღე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. თუმ­ცა უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მომ­დევ­ნო წლებ­ში კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

„სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ბოლო წლე­ბია აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან და დო­ნო­რებ­თან ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად სა­ჭი­რო ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­სა­ზი­დად. სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და დო­ნო­რე­ბის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან, ასე­ვე მა­ღა­ლი ნდო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში. შე­დე­გად, ქვე­ყა­ნამ ჯამ­ში მო­ი­ზი­და 2 მი­ლი­არ­დზე მეტი აშშ დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბა, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და სრუ­ლად დაგ­ვე­ფი­ნან­სე­ბი­ნა პან­დე­მი­ის სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მათი და­ფი­ნან­სე­ბით არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია და­გეგ­მი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე წელს ევ­რო­კავ­ში­რის­გან მი­სა­ღებ სესხს - მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქვე­ყა­ნა­ში გაზ­რდი­ლია სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლია მისი გა­და­ჭარ­ბე­ბით შეს­რუ­ლე­ბა, რაც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, უფრო სწრა­ფად შე­ვამ­ცი­როთ ვა­ლის აღე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2021 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, უკვე შე­ვამ­ცი­რეთ შიდა ვა­ლის აღე­ბა და წელს ვფა­რავთ 150 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბის შიდა ვალს. და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლე­ბი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, 2021 წელს ნა­წი­ლობ­რივ შე­ვამ­ცი­როთ სა­გა­რეო ვა­ლის აღე­ბაც, თუმ­ცა მომ­დევ­ნო წლებ­ში კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სა­ხის გან­ცხა­დე­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტა­ზე და მით უფრო რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რი­გის ცვლი­ლე­ბა­ზე - არის უსა­ფუძ­ვლო“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიო
1

ვაი თქვენს პატრონს ვისაც მაგ ფინანსთა სამინისტროსი გჯერავთ 

რად გვინდა.
0

75 მილიონი რა ფულია დათა ბატონო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ყველა სახის განცხადება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე უსაფუძვლოა.

სამინისტროში მიმდინარე წელს ევროკავშირისგან მისაღებ სესხზე უარის თქმის საფუძველს განმარტავენ და აცხადებენ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც იძლევა საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი. თუმცა უწყებაში აღნიშნავენ, რომ მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

„საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად. საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორების მიერ გამოყოფილი მხარდაჭერის შედეგად, ქვეყანაში არაერთი სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა.

საქართველოს ჰქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. შედეგად, ქვეყანამ ჯამში მოიზიდა 2 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება, რამაც შესაძლებელი გახადა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

ჩვენს პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და მათი დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი.

რაც შეეხება მიმდინარე წელს ევროკავშირისგან მისაღებ სესხს - მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი.

როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, უკვე შევამცირეთ შიდა ვალის აღება და წელს ვფარავთ 150 მლნ ლარის ოდენობის შიდა ვალს. დამატებითი შემოსავლები გვაძლევს საშუალებას, 2021 წელს ნაწილობრივ შევამციროთ საგარეო ვალის აღებაც, თუმცა მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

შესაბამისად, ყველა სახის განცხადება ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე - არის უსაფუძვლო“, - ნათქვამია განცხადებაში.