ავტორი:

"თურქეთი მზად არის სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის... დღის წესრიგშია ჩვენი შეთავაზება ხუთეულის, ან ექვსეულის პლატფორმის შესახებ " - რეჯებ თაიფ  ერდოღანი

"თურქეთი მზად არის სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის... დღის წესრიგშია ჩვენი შეთავაზება ხუთეულის, ან ექვსეულის პლატფორმის შესახებ " - რეჯებ თაიფ  ერდოღანი

თურქეთი მზად არის სომხეთთან თანდათან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მისი შემრიგებლური განცხადებების ფონზე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"სომხეთის ახალ მთავრობას წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ რეგიონს კონსტრუქციული მიდგომა სჭირდება. თუნდაც უთანხმოება არსებობდეს, მეზობლური ურთიერთობების განვითარება საჭიროა ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე. ამიტომ შეგვიძლია ეტაპობრივად ურთიერთობების ნორმალიზება სომხეთთან, რომლის ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის ამ მიმართულებით იაროს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის პირობების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფის შემდეგ.

"ასეთივე გაგებით სთავაზობს აზერბაიჯანი სომხეთს მოლაპარაკებებს ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად. ასეთი მიდგომების დამსახურებით, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის გასავითარებლად. მზად ვართ ვიმუშავოთ ყველა მხარესთან, ვისაც სურს გამოიყენოს ასეთი ისტორიული შანსი. დღის წესრიგშია ჩვენი შეთავაზება ხუთეულის, ან ექვსეულის პლატფორმის შესახებ თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანის და სომხეთის მონაწილეობით. ჩვენ მასში ჩართვა შევთავაზეთ საქართველოსაც. თუკი ასეთი მოედანი იქნება ორგანიზებული, რეგიონში გაცილებით სიმშვიდე იქნება“, - განაცხადა ერდოღანმა.

მანვე დასძინა, რომ რეგიონში აუცილებელია გაკეთდეს სარკინიგზო და საავტომობილო გზები, რომლებიც დააკავშირებს ქვეყნებს და ამგვარად, ბევრი პრობლემა მოგვარდება.

"ჩვენ ვლადიმერ პუტინთან ერთად განვიხილეთ ეს საკითხები და შევთანხმდით. ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთანაც. ირანში პრეზიდენტი შეიცვალა და ამ თემას მასთანაც განვიხილავთ“, - განაცხადა ერდოღანმ