ავტორი:

"მაქვს მოთხოვნა: პანდემიის განმავლობაში, ნებისმიერი რანგისა და სპეციალიზაციის ექიმს აეკრძალოს "ფეისბუქპოსტები", ინტერვიუები" - რას წერს პაატა იმნაძის მეუღლე

"მაქვს მოთხოვნა: პანდემიის განმავლობაში, ნებისმიერი რანგისა და სპეციალიზაციის ექიმს აეკრძალოს "ფეისბუქპოსტები", ინტერვიუები" - რას წერს პაატა იმნაძის მეუღლე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის მეუღლე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ხათუნა გოგელია სოციალურ ქსელში გამოდის მოწოდებით, რომ პანდემიის პერიოდში, ნებისმიერი რანგისა და სპეციალიზაციის ექიმს აეკრძალოს "ფეისბუქ-პოსტები", ინტერვიუები პოპულარულ გამოცემებსა თუ ტელევიზიებში. სავარაუდოდ, ხათუნა გოგელიას მოწოდების საფუძველი, ბოლო დღეების განმავლობაში ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით, ქართველი ექიმების დაპირისპირება გახდა.

"მაქვს მოთხოვნა: პანდემიის განმავლობაში, ნებისმიერი რანგისა და სპეციალიზაციის ექიმს აეკრძალოს ფეისბუქ პოსტები, ინტერვიუები პოპულარულ გამოცემებსა და ტელევიზიებში. მოსახლეობისთვის ოფიციალურ პოზიციას აცხადებდეს დიქტორი და მორჩა, წერტილი.

P.s. ყველამ თავის უზნეო ნარცისიზმი თეთრ ხალათში გაკვანძეთ", - წერს ხათუნა გოგელია.

ცნობისთვის, ხათუნა გოგელია პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი, არტ თერაპევტი და ტრენერია.

ასევე ნახეთ: