სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"2 მილიონი დოზა "ფაიზერის" კიდევ შემოტანაზე ვმუშაობთ" - პრემიერი
"2 მილიონი დოზა "ფაიზერის" კიდევ შემოტანაზე ვმუშაობთ" - პრემიერი

ჩვენ შე­მო­ვი­ტა­ნეთ ვაქ­ცი­ნე­ბი, შე­მო­ტა­ნი­ლი გვაქვს მი­ლი­ო­ნო­ბით ვაქ­ცი­ნა, კი­დევ ვა­მა­ტებთ ჩემი და­ვა­ლე­ბით, ვმუ­შა­ობთ 2 მი­ლი­ო­ნი დოზა „ფა­ი­ზე­რის“ კი­დევ შე­მო­ტა­ნა­ზე, გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, კი­დევ შე­მო­ვი­ტანთ ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯამ­ში მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ეს გან­საც­დე­ლი ყვე­ლამ ერ­თად გა­დავ­ტე­ხოთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მეს­ტი­ა­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ოქ­ტომ­ბერ­ში ვი­თა­რე­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა.

„ამ ტემ­პე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს 2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იყოს აც­რი­ლი. ვუს­მენ რა ჩვენს ექი­მებს და სპე­ცი­ა­ლის­ტებს, მეს­მის, რომ შე­საძ­ლოა, 1 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს უკვე გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­ვი­დი. ჯამ­ში გა­მო­დის 3 მი­ლი­ო­ნი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, სა­ი­და­ნაც 2 მი­ლი­ო­ნი იქ­ნე­ბა აც­რი­ლი, მი­ლი­ონს გა­და­ტა­ნი­ლი ექ­ნე­ბა კო­ვი­დი. ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სექ­ტემ­ბე­რი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა ჩვენ­თვის და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის, სექ­ტემ­ბე­რი იქ­ნე­ბა რთუ­ლი პე­რი­ო­დი. ამას ემა­ტე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. რომ არ მივ­ცეთ ამ მავ­ნებ­ლებს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ისი­ნი და­ი­წყე­ბენ აჟი­ო­ტაჟს, სპე­კუ­ლა­ცი­ას, ისე­დაც იცი­ან, რომ მარ­ცხდე­ბი­ან, ძა­ლი­ან მაგ­რად მარ­ცხდე­ბი­ან, ამი­ტომ ოქ­როს შუ­ა­ლე­დის პოვ­ნა დაგ­ვჭირ­დე­ბა. ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად სექ­ტემ­ბე­რიც უნდა ჩა­ვამ­თავ­როთ, ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ვა­ტა­როთ ეფექ­ტი­ა­ნად, არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ვა­ტა­როთ კო­ვი­დუ­საფრ­თხოდ და ჩვე­ნი პროგ­ნო­ზე­ბით, ოქ­ტომ­ბე­რი იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბის პე­რი­ო­დი. რაც მთავ­რია, ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა არ დავ­კე­ტოთ და ჩვე­ნი ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე არ გა­მოვ­კე­ტოთ სახ­ლში შე­მო­სავ­ლის და სარ­ჩოს გა­რე­შე. მინ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე მი­ვი­ტა­ნოთ, ჩვე­ნი ხედ­ვა ვაჩ­ვე­ნოთ. სექ­ტემ­ბე­რი ერ­თად, ბო­ლომ­დე, ძლი­ე­რად უნდა გა­ვი­ა­როთ, ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ვა­ტა­როთ, გავ­ზარ­დოთ ტემ­პე­ბი, ეკო­ნო­მი­კა არ უნდა დავ­კე­ტოთ, შე­იძ­ლე­ბა ლო­კა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­მო­ვი­ღოთ, მაგ­რამ ეს არ უნდა შე­ე­ხოს მთლი­ა­ნად ეკო­ნო­მი­კის ზრდის ტემპს“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ამას­თან, რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა კი­დევ 2 მი­ლი­ო­ნი დოზა „ფა­ი­ზე­რის“ შე­მო­ტა­ნა­ზე.

„ჩვენ შე­მო­ვი­ტა­ნეთ ვაქ­ცი­ნე­ბი, შე­მო­ტა­ნი­ლი გვაქვს მი­ლი­ო­ნო­ბით ვაქ­ცი­ნა, კი­დევ ვა­მა­ტებთ ჩემი და­ვა­ლე­ბით, ვმუ­შა­ობთ 2 მი­ლი­ო­ნი დოზა „ფა­ი­ზე­რის“ კი­დევ შე­მო­ტა­ნა­ზე, გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, კი­დევ შე­მო­ვი­ტანთ ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯამ­ში მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ეს გან­საც­დე­ლი ყვე­ლამ ერ­თად გა­დავ­ტე­ხოთ“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოსატყუილა
1

ჯერ შემოიტანე და მერე იტრაბახე.რო არა ამერიკა და ნაჩუქარი ფაიზერი ნახევარი მილიონი დოზა, დღეს კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იქნებოდა.

?
0

აჰა,კიდევ იტყუება.შენ რა შემოიტანე?ამერიკელებმა თავისი ინიციატივით გვაჩუქეს.ვაააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"2 მილიონი დოზა "ფაიზერის" კიდევ შემოტანაზე ვმუშაობთ" - პრემიერი

"2 მილიონი დოზა "ფაიზერის" კიდევ შემოტანაზე ვმუშაობთ" - პრემიერი

ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინები, შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა, კიდევ ვამატებთ ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ კიდევ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროგნოზის მიხედვით, ოქტომბერში ვითარება დასტაბილურდება.

„ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი. ვუსმენ რა ჩვენს ექიმებს და სპეციალისტებს, მესმის, რომ შესაძლოა, 1 მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ჯამში გამოდის 3 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, საიდანაც 2 მილიონი იქნება აცრილი, მილიონს გადატანილი ექნება კოვიდი. ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება რთული პერიოდი. ამას ემატება საარჩევნო კამპანია. რომ არ მივცეთ ამ მავნებლებს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, ისინი დაიწყებენ აჟიოტაჟს, სპეკულაციას, ისედაც იციან, რომ მარცხდებიან, ძალიან მაგრად მარცხდებიან, ამიტომ ოქროს შუალედის პოვნა დაგვჭირდება. ჩვენ ყველამ ერთად სექტემბერიც უნდა ჩავამთავროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ ეფექტიანად, არჩევნები ჩავატაროთ კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენი პროგნოზებით, ოქტომბერი იქნება სტაბილურობის პერიოდი. რაც მთავრია, ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ეკონომიკა არ დავკეტოთ და ჩვენი ათასობით მოქალაქე არ გამოვკეტოთ სახლში შემოსავლის და სარჩოს გარეშე. მინდა, ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობამდე მივიტანოთ, ჩვენი ხედვა ვაჩვენოთ. სექტემბერი ერთად, ბოლომდე, ძლიერად უნდა გავიაროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ, გავზარდოთ ტემპები, ეკონომიკა არ უნდა დავკეტოთ, შეიძლება ლოკალური შეზღუდვები შემოვიღოთ, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს მთლიანად ეკონომიკის ზრდის ტემპს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე.

„ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინები, შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა, კიდევ ვამატებთ ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ კიდევ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.