სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ახალ არქიტექტურულ კონკურსს ჩაეყარა საფუძველი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ახალ არქიტექტურულ კონკურსს ჩაეყარა საფუძველი

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის და სტუ-ის ფაბ­ლა­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, სტუ­დენ­ტთა პირ­ვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფო­ტო­კონ­კურ­სი „ჟი­რა­ფი - 2021“ ჩა­ტარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

ფო­ტო­კონ­კურ­სზე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, სამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში: „არ­ქი­ტექ­ტუ­რა დე­ტა­ლებ­ში“, „თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რა ის­ტო­რი­ულ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­ში“ და „თა­ნა­მედ­რო­ვე ეზო“ 117 ფო­ტო­ნა­მუ­შე­ვა­რი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, პრო­ფე­სორ ნინო იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ახა­ლი კონ­კურ­სით მრა­ვა­ლი სტუ­დენ­ტი და­ინ­ტე­რეს­და, რაც უკვე სა­ფუძ­ვე­ლია იმი­სა, რომ კონ­კურ­სმა ტრა­დი­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს.

„ჩვენ­თვის გა­სა­ოც­რად სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდა, რომ პან­დე­მი­ის ფონ­ზე არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ფო­ტო­კონ­კურსს, რო­მე­ლიც წელს პირ­ვე­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ, სტუ­დენ­ტთა მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფო­ტო­კონ­კურ­სი „ჟი­რა­ფი“ ტრა­დი­ცი­ად ვაქ­ცი­ოთ და მო­მა­ვალ­ში წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, სა­ა­ხალ­წლოდ და სა­ზა­ფხუ­ლოდ გავ­მარ­თოთ. კონ­კურ­სში ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფაბ­ლა­ბი, რო­მელ­მაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბის 3D ფორ­მატ­ში გა­და­ტა­ნა უზ­რუნ­ველ­ყო. სა­ინ­ტე­რე­სო და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კონ­კურ­სო პოს­ტე­რი შე­ი­მუ­შა­ვეს არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მა­გის­ტრან­ტებ­მა - მა­რი­ამ ღვი­ნე­ფა­ძემ და დეა ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა. ეს კუ­ბი­კე­ბით აწყო­ბი­ლი ჟი­რა­ფია, რო­მელ­შიც, კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­მარ­ჯვე­ბულ სტუ­დენ­ტთა ფო­ტო­ე­ბი გან­თავ­სდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი ჩვე­ნი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მოღ­ვა­წე არ­ქი­ტექ­ტო­რი ვანო ქა­თა­მაშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის პრო­ცეს­ში. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს გა­და­ე­ცე­მა სერ­თი­ფი­კა­ტე­ბი, ხოლო პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შემ­დეგ კონ­კურ­სის და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­საც ჩა­ვა­ტა­რებთ და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს სპე­ცი­ა­ლურ პრი­ზებს გა­დავ­ცემთ“, - აღ­ნიშ­ნა ნინო იმ­ნა­ძემ.

სტუ არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის გან­მარ­ტე­ბით, კონ­კურ­სში ჩარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რო­გორც მო­მა­ვა­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის­თვის, ასე­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს 5-5- ფოტო უნდა წარ­მოდ­გი­ნა. 117 სა­კონ­კურ­სო ნა­მუ­შევ­რი­დან ჟი­უ­რიმ სა­უ­კე­თე­სოდ 10 მი­იჩ­ნია. პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და სტუ-ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ურ­ბა­ნის­ტი­კის და დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი თეო კე­სა­რე­ლი; მე­ო­რე ად­გილ­ზე - სტუ-ის სტუ­დენ­ტი ანა გოშ­თე­ლი­ა­ნი და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი თა­მუ­ნა ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, ხოლო მე­სა­მე ად­გილ­ზე - სტუ-ის სტუ­დენ­ტი ანას­ტა­სია დევ­და­რი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ერეკ­ლე სამ­სო­ნია. სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბის - „ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი ფოტო“ და „ფაბ­ლა­ფის რჩე­უ­ლი ფოტო“ - მფლო­ბე­ლე­ბი სტუ-ის სტუ­დენ­ტე­ბი - მა­რი­ამ ხა­ზა­ლია და თეკ­ლა კან­დე­ლა­კი გახ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, პრო­ფე­სორ და­ვით გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შექ­მნი­ლი პამ­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში კი­დევ ერთ ტრა­დი­ცი­ას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი და სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ სტუ­დენ­ტთა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფო­ტო­კონ­კურ­სი, კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით - „ჟი­რა­ფი“, ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა.

„იმ დროს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი სტუ­დენ­ტუ­რი კონ­კურ­სის და­არ­სე­ბა და მისი კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, რაც ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აღ­ზრდის პრო­ცეს­ში. სტუ­დენ­ტე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყ­ვნენ, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი მათ მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობს, ზრუ­ნავს. შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა არ უნდა მო­დუნ­დეს, არ უნდა და­ყა­როს ფარ-ხმა­ლი და არ უნდა ჩა­მო­შორ­დეს აქ­ტი­ურ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას. სწო­რედ მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი - სტუ­დენ­ტუ­რი კონ­კურ­სე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და სხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მზა­ო­ბას, მის­ცეს სტუ­დენტს მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ჩვენს კო­ლე­გებ­სა და სტუ­დენ­ტებს, მათ, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს აღმშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში თა­ვი­სი ღირ­სე­უ­ლი სი­ტყვა უნდა თქვას“, - აღ­ნიშ­ნა რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ახალ არქიტექტურულ კონკურსს ჩაეყარა საფუძველი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ახალ არქიტექტურულ კონკურსს ჩაეყარა საფუძველი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და სტუ-ის ფაბლაბის ორგანიზებით, სტუდენტთა პირველი არქიტექტურული ფოტოკონკურსი „ჟირაფი - 2021“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ფოტოკონკურსზე, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თავისუფალი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ, სამ ნომინაციაში: „არქიტექტურა დეტალებში“, „თანამედროვე არქიტექტურა ისტორიულ განაშენიანებაში“ და „თანამედროვე ეზო“ 117 ფოტონამუშევარი იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით, კოვიდპანდემიის მიუხედავად, ახალი კონკურსით მრავალი სტუდენტი დაინტერესდა, რაც უკვე საფუძველია იმისა, რომ კონკურსმა ტრადიციული ხასიათი მიიღოს.

„ჩვენთვის გასაოცრად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ პანდემიის ფონზე არქიტექტურულ ფოტოკონკურსს, რომელიც წელს პირველად ჩავატარეთ, სტუდენტთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არქიტექტურული ფოტოკონკურსი „ჟირაფი“ ტრადიციად ვაქციოთ და მომავალში წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და საზაფხულოდ გავმართოთ. კონკურსში ჩართული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი, რომელმაც გამარჯვებული ფოტონამუშევრების 3D ფორმატში გადატანა უზრუნველყო. საინტერესო და კონცეპტუალური საკონკურსო პოსტერი შეიმუშავეს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტებმა - მარიამ ღვინეფაძემ და დეა ხიზანიშვილმა. ეს კუბიკებით აწყობილი ჟირაფია, რომელშიც, კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ სტუდენტთა ფოტოები განთავსდა. აღსანიშნავია, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი ჩვენი კურსდამთავრებული, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე არქიტექტორი ვანო ქათამაშვილი იყო, რომელიც დისტანციურად იყო ჩართული გამარჯვებული ფოტონამუშევრების გამოვლენის პროცესში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატები, ხოლო პანდემიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ კონკურსის დახურვის ცერემონიასაც ჩავატარებთ და გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზებს გადავცემთ“, - აღნიშნა ნინო იმნაძემ.

სტუ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, კონკურსში ჩართვა შესაძლებელი იყო, როგორც მომავალი არქიტექტორებისთვის, ასევე განსხვავებული პროფესიის სტუდენტებისთვის. თითოეულ მონაწილეს 5-5- ფოტო უნდა წარმოდგინა. 117 საკონკურსო ნამუშევრიდან ჟიურიმ საუკეთესოდ 10 მიიჩნია. პირველ ადგილზე გავიდა სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი თეო კესარელი; მეორე ადგილზე - სტუ-ის სტუდენტი ანა გოშთელიანი და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი თამუნა ჩერქეზიშვილი, ხოლო მესამე ადგილზე - სტუ-ის სტუდენტი ანასტასია დევდარიანი და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ერეკლე სამსონია. სპეციალური პრიზების - „ჟიურის რჩეული ფოტო“ და „ფაბლაფის რჩეული ფოტო“ - მფლობელები სტუ-ის სტუდენტები - მარიამ ხაზალია და თეკლა კანდელაკი გახდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, შექმნილი პამდემიური მდგომარეობის მიუხედავად, საუნივერსიტეტო სივრცეში კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და სასიხარულოა, რომ სტუდენტთა არქიტექტურული ფოტოკონკურსი, კრეატიული სახელწოდებით - „ჟირაფი“, ერთ-ერთი წარმატებული პროექტი აღმოჩნდა.

„იმ დროს, როდესაც ქვეყანაში რთული პანდემიური ვითარებაა, საუნივერსიტეტო სივრცეში სრულიად ახალი სტუდენტური კონკურსის დაარსება და მისი კარგად ორგანიზება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები უზრუნველყოფს ჩვენი სტუდენტების პროფესიონალიზმისა და მოტივაციის ამაღლებას, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია პროფესიონალი სპეციალისტების აღზრდის პროცესში. სტუდენტები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ უნივერსიტეტი მათ მომავალზე ფიქრობს, ზრუნავს. შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ახალგაზრდა თაობა არ უნდა მოდუნდეს, არ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი და არ უნდა ჩამოშორდეს აქტიურ პროფესიულ საქმიანობას. სწორედ მსგავსი ღონისძიებები - სტუდენტური კონკურსები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ტიპის აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მზაობას, მისცეს სტუდენტს მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს კოლეგებსა და სტუდენტებს, მათ, ვინც საქართველოს აღმშენებლობის საქმეში თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.