სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ორი კვირის წინ გოგო გაუთხოვდა... არავინ ველოდით, გულის ინფარქტით გარდაიცვალა" - რას იხსენებს ნათესავი გოჩა ლომიასთან ბოლო შეხვედრაზე, მის ოჯახსა და კინოკარიერაზე
"ორი კვირის წინ გოგო გაუთხოვდა... არავინ ველოდით, გულის ინფარქტით გარდაიცვალა" - რას იხსენებს ნათესავი გოჩა ლომიასთან ბოლო შეხვედრაზე, მის ოჯახსა და კინოკარიერაზე

რეზო ჩხე­ი­ძის ფილმ „ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბის“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რის „ბო­ლო­კას“ რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გოჩა ლო­მია 67 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის უმე­ტე­სად ამ რო­ლით გა­იც­ნეს და შე­იყ­ვა­რეს კი­დეც.

„ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რია, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თო და სწო­რი გზით იარო. ღირ­სე­ბა არა­ფერ­ზე არ გაც­ვა­ლო. სა­ვარ­ძლი­თა და ბან­კის ან­გა­რი­შით კა­ციშ­ვი­ლი არ და­უ­მარ­ხავთ, სა­ხელს თუ წა­ი­ღე­ბენ იმ­ქვეყ­ნად. ისე უნდა იცხოვ­რო, რომ ერთი-ორი ალა­ლი ცრემ­ლი და­გე­ცეს, შენ­მა თა­ო­ბამ მა­ინც და­გი­მახ­სოვ­როს... წარ­სულს რომ გა­დავ­ხე­დავ, აშ­კა­რაა, ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მო­მენ­ტი „ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი“ ყო­ფი­ლა და თუ და­მი­მახ­სოვ­რე­ბენ, ეს „ბო­ლო­კას“ დამ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბა“ - ყვე­ბო­და გოჩა ლო­მია „გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მერ­ვე კლას­ში იყო, რომ ფილმში შემ­თხვე­ვით გა­და­ი­ღეს... რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წემ, თა­ვის­ვე ქა­ლაქ­ში, სე­ნაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ნი­ჭი­ე­რი ბიჭი და არ შემ­ცდა­რან, სრუ­ლი­ად პა­ტა­რამ რე­ჟი­სო­რის ამო­ცა­ნა სა­უ­კე­თე­სოდ შე­ას­რუ­ლა და ასე ეზი­ა­რა კი­დეც დიდ კი­ნოს... როლ­მა სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა და და­უ­ტო­ვა მეტ­სა­ხე­ლად ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლი „ბო­ლო­კა“, რომ­ლი­თაც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში თუ მი­მარ­თავ­დნენ, ძა­ლი­ან ბრაზ­დე­ბო­და... მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ვე­რუ­ლა­ვამ, რო­მე­ლიც გოჩა ლო­მი­ას ნა­თე­სა­ვია, სევ­დი­ა­ნი პოს­ტი მი­უ­ძღვნა. AMBEBI.GE-ს კი ბა­ტო­ნი გო­ჩას, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი და ღი­მი­ლი­ა­ნი კა­ცის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო.

„ჩემი ბე­ბია და გო­ჩას ბა­ბუა ალა­ლი და-ძმა­ნი იყ­ვნენ... ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. გუ­ლის ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან ფარ­თო ინ­ფარ­ქტი იყო. ქუ­თა­ის­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტენ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ ვერ ვუშ­ვე­ლეთ. იქ გა­დაყ­ვა­ნი­დან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იცო­ცხლა. მეც ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, ჩემი მე­გო­ბა­რი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი კახა ნუ­რა­ლი­ძე... მთე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მის ამ­ბავს გა­ნიც­დი­და... ყვე­ლა­ფე­რი უცებ მოხ­და, გუ­ლის მხრივ პრობ­ლე­მა არას­დროს ჰქო­ნია“ - გვე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი. „ორი კვი­რის წინ გოგო გა­უ­თხოვ­და. ახ­ლოს ვართ ოჯა­ხე­ბი და ყვე­ლას გვი­ხა­რო­და ეს ამ­ბა­ვი. თბი­ლი­სი­დან რომ ჩა­ვე­დით, რა­ღაც­ნა­ი­რად თბი­ლად შემ­ხვდა, ჩა­მე­ხუ­ტა... მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა მათ ოჯახ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს დავ­წე­რე კი­დეც ჩემს გვერ­დზე - თუ ჩემი ცრემ­ლი­ა­ნი ბავ­შვო­ბი­დან რამე მა­ინც გა­მახ­სენ­დე­ბა თბი­ლი, ეს გო­ჩას ღი­მი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან... ეს ღი­მი­ლი შემ­დგომ ყველ­გან მამ­ხნე­ვებ­და, სა­დაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ ღი­მი­ლის გა­რე­შე... მამა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი მყავ­და და მათი ოჯა­ხი ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. სკო­ლა­ში რომ მივ­დი­ო­დი, გო­ჩას ბე­ბია ჩან­თას გა­მო­მარ­თმევ­და, ჭიშ­კრამ­დე მი­მა­ტა­ნი­ნებ­და და ჭიშ­კარ­თან მი­სუ­ლი კი სკო­ლის­კენ მი­მა­ვალს ხელს და­მიქ­ნევ­და. მათ­თან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. იმა­ვე ბე­ბი­ას­გან მახ­სოვს, რომ წიგ­ნი ფურ­ცლე­ბი და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლით არ უნდა გა­და­მე­ფურ­ცლა, და­წო­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ უნდა მე­კი­თხა“...

- გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ოჯა­ხი ყო­ფი­ლა...

- კი. გო­ჩას ბა­ბუა ლეფ­თე­რი ლო­მია 1921 წელს გა­საბ­ჭო­ე­ბის დროს კი­ნა­ღამ და­ა­პა­ტიმ­რეს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მოს­წავ­ლე იყო. რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო, იმ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მა­შინ­დე­ლი ეროვ­ნულ მთავ­რო­ბის მომ­ხრე კი­ნა­ღამ დახ­ვრი­ტეს. და­სახ­ვრე­ტად იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ დე­და­მი­სი დახ­ვედ­რია იმ ვა­გონს, სა­დაც იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და საშა გეგ­ჭკო­რის­თვის უთხო­ვია, გა­და­ერ­ჩი­ნა... ლეფ­თე­რი ბა­ბუა კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის ცნო­ბი­ლი თავ­მჯდო­მა­რე გახ­და, სა­კავ­ში­რო პრე­მი­აც ჰქონ­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის იმით ტრა­ბა­ხობ­და, რომ ერ­თა­დერ­თი თავ­მჯდო­მა­რე იყო, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი არ ყო­ფი­ლა. გო­ჩას ბე­ბი­აც, რო­მელ­ზეც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, ასე­ვე კარ­გი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ, პე­და­გო­გი, მოკ­ლედ, მეც გა­მი­მარ­თლა, რომ ამ გან­თქმულ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. გო­ჩას მამა გუ­რამ ლო­მია ინ­ჟი­ნე­რი იყო, სე­ნაკ­ში ცნო­ბი­ლი სა­ნა­ტო­რი­უ­მი მისი აშე­ნე­ბუ­ლია, შემ­დეგ ხა­ლი­ჩე­ბის ფაბ­რი­კას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და... გო­ჩას დედა ბა­ბუ­ლია ჯა­ნი­კაშ­ვი­ლიც პე­და­გო­გი გახ­ლდათ, სე­ნა­კის აგ­რო­ტექ­ნი­კუმ­ში ას­წავ­ლი­და. ეს თბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სა­მეგ­რე­ლომ ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა.

- ბა­ტო­ნი გოჩა პრო­ფე­სი­ით ვინ იყო?

- იუ­რის­ტი... სა­ნამ ფილმში გა­და­ი­ღებ­დნენ, მერ­ვე კლა­სამ­დე სკო­ლა­ში წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი, ფრი­ა­დო­სა­ნი მოს­წავ­ლე იყო. ყველ­გან წიგ­ნით და­დი­ო­და, კი­თხვა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ამი­ტომ ყვე­ლას ეგო­ნა, რომ გოჩა კა­რი­ე­რას აკა­დე­მი­უ­რი კუ­თხით გა­ნაგ­რძობ­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. მუ­შა­ობ­და იუ­რის­ტად, მაგ­რამ სა­ჭო­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა არ მოს­წონ­და. მერე ად­ვო­კა­ტუ­რის კუ­თხით გა­აგ­რძე­ლა მუ­შა­ო­ბა. ოჯა­ხი, რო­მე­ლიც მის­გან მეტს ელო­და, მი­აჩ­ნდათ, რომ კი­ნომ მას ბევ­რი რამ წა­არ­თვა. თუმ­ცა ხალ­ხის სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რუ­ლი შეს­ძი­ნა. „ღი­მი­ლის ბი­ჭებ­ში“ გა­და­ღე­ბას კი­დევ მისი ორი როლი მოჰ­ყვა - ერთი ისევ რეზო ჩხე­ი­ძის „ნერ­გებ­ში“ და მე­ო­რე - თე­მურ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის „მო­ხე­ტი­ა­ლე რა­ინ­დებ­ში“. მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ გულ­ნაკ­ლუ­ლი იყო იმით, რომ მისი კი­ნო­კა­რი­ე­რა არ გაგ­რძელ­და და უფრო დიდი კი­ნო­რო­ლე­ბი ვერ ითა­მა­შა. რეზო ჩხე­ი­ძე კი პირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და და მა­სობ­რი­ვად მხო­ლოდ ერთი რო­ლით დაგ­ვა­მახ­სოვ­რდა, თუმ­ცა ის ერთი როლი იყო სა­ო­ცა­რი... ად­ვო­კა­ტო­ბა იმი­ტომ მოს­წონ­და, რომ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბო­და და ამა­ში მისი კი­ნო­დამ­სა­ხუ­რე­ბაც ეხ­მა­რე­ბო­და...

- თა­ვი­დან თურ­მე „ბო­ლო­კას“ რომ ეძახ­დნენ, რო­მე­ლიც კი­ნოს მერე შე­ერ­ქვა, ბრაზ­დე­ბო­და.

- კი, ეს მეც მახ­სოვს, რომ მას­თან „ბო­ლო­კას“ ვერ იტყო­დი. თუ მე­ზობ­ლებს, ან ვინ­მეს წა­მოს­ცდე­ბო­და, გვიბ­რაზ­დე­ბო­და. არ ვიცი, ეს რა­ტომ ხდე­ბო­და, ალ­ბათ ესეც იმას უკავ­შირ­დე­ბო­და, რომ კი­ნოს­გან მეტს ელო­და...

- ორი კვი­რის წინ გი­ნა­ხავთ და გარ­კვე­უ­ლი სით­ბო გა­მო­გი­ხა­ტათ. რა­მე­ზე ხომ არ წუხ­და?

- არა. რო­გორც გი­თხა­რით, დიდი ემო­ცი­ით შემ­ხვდა, ჩა­მე­ხუ­ტა. გა­ვიხ­სე­ნეთ უამ­რა­ვი ამ­ბა­ვი, გვი­ა­ნო­ბამ­დე ვსა­უბ­რობ­დით... დედა 3 წლის წინ გარ­და­ეც­ვა­ლა, ამას გა­ნიც­დი­და, უყ­ვარ­და დედა, ბა­ბუ­ლია ბი­ცო­ლა ფან­ტას­ტი­კუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, ხომ გი­თხა­რით, სა­მეგ­რე­ლო­ში ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ, ყვე­ლას მომ­კი­თხა­ვი იყო. გოჩა ღი­მი­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც უყუ­რებ­დი და სა­ხი­დან ღი­მი­ლი არ სცილ­დე­ბო­და...

- „ღი­მი­ლის ბი­ჭებ­ში“ ალ­ბათ ამ ნიშ­ნი­თაც შე­არ­ჩია რე­ჟი­სორ­მა.

- კი, ასეა. ერთი ეპი­ზო­დი მახ­სოვს - ფილ­მი 1967 წელს გა­და­ი­ღეს. მთე­ლი სე­ნა­კი ელო­დებ­და ამ სუ­რა­თის გა­მოს­ვლას და ეკ­რა­ნებ­ზე რომ გა­მო­ვი­და, სე­ნაკ­ში მთე­ლი ოჯა­ხი წა­ვე­დით სა­ნა­ხა­ვად. მერე ანეკ­დო­ტად და­დი­ო­და, რომ ლეფ­თე­რი ბა­ბუ­ამ ფილ­მი რომ ნახა, რეზო ჩხე­ი­ძეს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლი და­ტო­ვა... გა­და­ღე­ბებ­ზე ბე­ბია დაყ­ვე­ბო­და. ფილ­მს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იღებ­დნენ. გა­და­ღე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­შიც იყო, საბ­რძო­ლო პო­ლი­გი­ნე­ბი ჰქონ­დათ მო­წყო­ბი­ლი და გა­ლი­ნა ბე­ბი­ამ, პე­და­გოგ­მა ქალ­მა, გა­და­ღე­ბი­სას ომის სცე­ნე­ბი, ტყვი­ე­ბის ზუ­ზუ­ნი რომ და­ი­ნა­ხა, გა­ნი­ცა­და, მარ­თლა ომი ეგო­ნა და გული წა­უ­ვი­და. გო­ჩას ჰყავს და, რო­მე­ლიც ექი­მია, მისი მე­უღ­ლე ამი­რან რე­ვიშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში ვიშ­ნევ­სკის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რია, არით­მო­ლო­გი, რუ­სე­თი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, არა­ერ­თი პრე­მი­ის ლა­უ­რი­ა­ტი.

- ბა­ტო­ნი გო­ჩას პი­რად ოჯახ­ზეც გვი­ამ­ბეთ...

- მე­უ­ღე დოდო ცეკ­ვა­ვა ეკო­ნო­მის­ტია, ძა­ლი­ან კარ­გი ქალ­ბა­ტო­ნი. ჰყავს სამი შვი­ლი - ერთი გოგო ექი­მია, თბი­ლის­ში ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გეა, რო­მე­ლიც ახლა გა­თხოვ­და და ამ ამ­ბით ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, ერთი ვაჟი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ჰყავს ორი შვი­ლი. გოჩა ორი შვი­ლიშ­ვი­ლის ბა­ბუა იყო. ოჯა­ხის კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ლეფ­თერ ბა­ბუ­ის და­წყე­ბუ­ლი გზა შვილ­თაშ­ვილ­მა გა­აგ­რძე­ლა. ის ფოთ­ში საქ­მი­ა­ნობს, მე­სა­მე შვი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო გზას გა­უყ­ვა, მარ­ტვი­ლის მო­ნას­ტერ­ში მსა­ხუ­რობს. ყვე­ლას ძა­ლი­ან გვატ­კი­ნა გული გო­ჩას ასეთ­მა უე­ცარ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ. ღი­მი­ლის­კა­ცი აღარ გვყავს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
emigranti
2

ახალგაზრდა ყოფილა ჯერ კიდევ ადრე იყო მისტვის სიკვდილი. ნატელში იყოს. ისეტი სახელი აქვს დატოვებული არასოდეს მოკვდება.

ლაკო
1

რა სამწუხაროა! ისიც სამწუხაროა, რომ დღეს ამ საზარელ ქაოსში ყველაფერი იკარგება. ერთი დღე და ყველაფერი დავიწყებას მიეცემა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ორი კვირის წინ გოგო გაუთხოვდა... არავინ ველოდით, გულის ინფარქტით გარდაიცვალა" - რას იხსენებს ნათესავი გოჩა ლომიასთან ბოლო შეხვედრაზე, მის ოჯახსა და კინოკარიერაზე

"ორი კვირის წინ გოგო გაუთხოვდა... არავინ ველოდით, გულის ინფარქტით გარდაიცვალა" - რას იხსენებს ნათესავი გოჩა ლომიასთან ბოლო შეხვედრაზე, მის ოჯახსა და კინოკარიერაზე

რეზო ჩხეიძის ფილმ „ღიმილის ბიჭების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის „ბოლოკას“ როლის შემსრულებელი გოჩა ლომია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უმეტესად ამ როლით გაიცნეს და შეიყვარეს კიდეც.

„ცხოვრებაში მთავარია, სწორი არჩევანი გააკეთო და სწორი გზით იარო. ღირსება არაფერზე არ გაცვალო. სავარძლითა და ბანკის ანგარიშით კაციშვილი არ დაუმარხავთ, სახელს თუ წაიღებენ იმქვეყნად. ისე უნდა იცხოვრო, რომ ერთი-ორი ალალი ცრემლი დაგეცეს, შენმა თაობამ მაინც დაგიმახსოვროს... წარსულს რომ გადავხედავ, აშკარაა, ჩემი ცხოვრების მთავარი მომენტი „ღიმილის ბიჭები“ ყოფილა და თუ დამიმახსოვრებენ, ეს „ბოლოკას“ დამსახურება იქნება“ - ყვებოდა გოჩა ლომია „გზასთან“ ინტერვიუში.

მერვე კლასში იყო, რომ ფილმში შემთხვევით გადაიღეს... რეჟისორის თანაშემწემ, თავისვე ქალაქში, სენაკში აღმოაჩინა ნიჭიერი ბიჭი და არ შემცდარან, სრულიად პატარამ რეჟისორის ამოცანა საუკეთესოდ შეასრულა და ასე ეზიარა კიდეც დიდ კინოს... როლმა საყოველთაო სიყვარული მოუტანა და დაუტოვა მეტსახელად ფილმის პერსონაჟის სახელი „ბოლოკა“, რომლითაც ახალგაზრდობაში თუ მიმართავდნენ, ძალიან ბრაზდებოდა... მედიცინის დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ვერულავამ, რომელიც გოჩა ლომიას ნათესავია, სევდიანი პოსტი მიუძღვნა. AMBEBI.GE-ს კი ბატონი გოჩას, ყველასთვის საყვარელი და ღიმილიანი კაცის ცხოვრების შესახებ უამბო.

„ჩემი ბებია და გოჩას ბაბუა ალალი და-ძმანი იყვნენ... ძალიან ვწუხვარ მის გარდაცვალებას. გულის ინფარქტით გარდაიცვალა. ძალიან ფართო ინფარქტი იყო. ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტენვენციული მედიცინის ცენტრში იყო გადაყვანილი, სადაც ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ვერ ვუშველეთ. იქ გადაყვანიდან მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლა. მეც ჩართული ვიყავი, ჩემი მეგობარი კლინიკის დირექტორი კახა ნურალიძე... მთელი სამედიცინო პერსონალი მის ამბავს განიცდიდა... ყველაფერი უცებ მოხდა, გულის მხრივ პრობლემა არასდროს ჰქონია“ - გვეუბნება ბატონი თენგიზი. „ორი კვირის წინ გოგო გაუთხოვდა. ახლოს ვართ ოჯახები და ყველას გვიხაროდა ეს ამბავი. თბილისიდან რომ ჩავედით, რაღაცნაირად თბილად შემხვდა, ჩამეხუტა... მთელი ჩემი ბავშვობა მათ ოჯახთანაა დაკავშირებული. ეს დავწერე კიდეც ჩემს გვერდზე - თუ ჩემი ცრემლიანი ბავშვობიდან რამე მაინც გამახსენდება თბილი, ეს გოჩას ღიმილიანი ოჯახიდან... ეს ღიმილი შემდგომ ყველგან მამხნევებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ძალიან გამიჭირდება ამ ღიმილის გარეშე... მამა დაპატიმრებული მყავდა და მათი ოჯახი ზრუნავდა ჩემზე. სკოლაში რომ მივდიოდი, გოჩას ბებია ჩანთას გამომართმევდა, ჭიშკრამდე მიმატანინებდა და ჭიშკართან მისული კი სკოლისკენ მიმავალს ხელს დამიქნევდა. მათთან ბევრი რამ ვისწავლე. იმავე ბებიასგან მახსოვს, რომ წიგნი ფურცლები დაუბანელი ხელით არ უნდა გადამეფურცლა, დაწოლილ მდგომარეობაში არ უნდა მეკითხა“...

- განათლებული და კულტურული ოჯახი ყოფილა...

- კი. გოჩას ბაბუა ლეფთერი ლომია 1921 წელს გასაბჭოების დროს კინაღამ დააპატიმრეს, უნივერსიტეტში სწავლობდა, ივანე ჯავახიშვილის მოსწავლე იყო. როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, იმ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა და მაშინდელი ეროვნულ მთავრობის მომხრე კინაღამ დახვრიტეს. დასახვრეტად იყო გამზადებული, რომ დედამისი დახვედრია იმ ვაგონს, სადაც იყო მოთავსებული და საშა გეგჭკორისთვის უთხოვია, გადაერჩინა... ლეფთერი ბაბუა კოლმეურნეობის ცნობილი თავმჯდომარე გახდა, საკავშირო პრემიაც ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის იმით ტრაბახობდა, რომ ერთადერთი თავმჯდომარე იყო, რომელიც კომუნისტური პარტიის წევრი არ ყოფილა. გოჩას ბებიაც, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, ასევე კარგი ქალბატონი გახლდათ, პედაგოგი, მოკლედ, მეც გამიმართლა, რომ ამ განთქმულ ოჯახში ვიზრდებოდი. გოჩას მამა გურამ ლომია ინჟინერი იყო, სენაკში ცნობილი სანატორიუმი მისი აშენებულია, შემდეგ ხალიჩების ფაბრიკას ხელმძღვანელობდა... გოჩას დედა ბაბულია ჯანიკაშვილიც პედაგოგი გახლდათ, სენაკის აგროტექნიკუმში ასწავლიდა. ეს თბილი ქალბატონი სამეგრელომ ძალიან შეიყვარა.

- ბატონი გოჩა პროფესიით ვინ იყო?

- იურისტი... სანამ ფილმში გადაიღებდნენ, მერვე კლასამდე სკოლაში წარჩინებული, ფრიადოსანი მოსწავლე იყო. ყველგან წიგნით დადიოდა, კითხვა ძალიან უყვარდა. ამიტომ ყველას ეგონა, რომ გოჩა კარიერას აკადემიური კუთხით განაგრძობდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მუშაობდა იურისტად, მაგრამ საჭოთა სამართლებრივი სისტემა არ მოსწონდა. მერე ადვოკატურის კუთხით გააგრძელა მუშაობა. ოჯახი, რომელიც მისგან მეტს ელოდა, მიაჩნდათ, რომ კინომ მას ბევრი რამ წაართვა. თუმცა ხალხის საყოველთაო სიყვარული შესძინა. „ღიმილის ბიჭებში“ გადაღებას კიდევ მისი ორი როლი მოჰყვა - ერთი ისევ რეზო ჩხეიძის „ნერგებში“ და მეორე - თემურ ფალავანდიშვილის „მოხეტიალე რაინდებში“. მე მაინც ვფიქრობ, რომ გულნაკლული იყო იმით, რომ მისი კინოკარიერა არ გაგრძელდა და უფრო დიდი კინოროლები ვერ ითამაშა. რეზო ჩხეიძე კი პირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და მასობრივად მხოლოდ ერთი როლით დაგვამახსოვრდა, თუმცა ის ერთი როლი იყო საოცარი... ადვოკატობა იმიტომ მოსწონდა, რომ ადამიანებს ეხმარებოდა და ამაში მისი კინოდამსახურებაც ეხმარებოდა...

- თავიდან თურმე „ბოლოკას“ რომ ეძახდნენ, რომელიც კინოს მერე შეერქვა, ბრაზდებოდა.

- კი, ეს მეც მახსოვს, რომ მასთან „ბოლოკას“ ვერ იტყოდი. თუ მეზობლებს, ან ვინმეს წამოსცდებოდა, გვიბრაზდებოდა. არ ვიცი, ეს რატომ ხდებოდა, ალბათ ესეც იმას უკავშირდებოდა, რომ კინოსგან მეტს ელოდა...

- ორი კვირის წინ გინახავთ და გარკვეული სითბო გამოგიხატათ. რამეზე ხომ არ წუხდა?

- არა. როგორც გითხარით, დიდი ემოციით შემხვდა, ჩამეხუტა. გავიხსენეთ უამრავი ამბავი, გვიანობამდე ვსაუბრობდით... დედა 3 წლის წინ გარდაეცვალა, ამას განიცდიდა, უყვარდა დედა, ბაბულია ბიცოლა ფანტასტიკური ქალბატონი იყო, ხომ გითხარით, სამეგრელოში ძალიან უყვარდათ, ყველას მომკითხავი იყო. გოჩა ღიმილიანი ადამიანი იყო, რომელსაც უყურებდი და სახიდან ღიმილი არ სცილდებოდა...

- „ღიმილის ბიჭებში“ ალბათ ამ ნიშნითაც შეარჩია რეჟისორმა.

- კი, ასეა. ერთი ეპიზოდი მახსოვს - ფილმი 1967 წელს გადაიღეს. მთელი სენაკი ელოდებდა ამ სურათის გამოსვლას და ეკრანებზე რომ გამოვიდა, სენაკში მთელი ოჯახი წავედით სანახავად. მერე ანეკდოტად დადიოდა, რომ ლეფთერი ბაბუამ ფილმი რომ ნახა, რეზო ჩხეიძეს მადლობა გადაუხადა, რომ მისი შვილიშვილი ცოცხალი დატოვა... გადაღებებზე ბებია დაყვებოდა. ფილმს მხოლოდ საქართველოში არ იღებდნენ. გადაღებები უკრაინაშიც იყო, საბრძოლო პოლიგინები ჰქონდათ მოწყობილი და გალინა ბებიამ, პედაგოგმა ქალმა, გადაღებისას ომის სცენები, ტყვიების ზუზუნი რომ დაინახა, განიცადა, მართლა ომი ეგონა და გული წაუვიდა. გოჩას ჰყავს და, რომელიც ექიმია, მისი მეუღლე ამირან რევიშვილი მოსკოვში ვიშნევსკის სახელობის კლინიკის დირექტორია, არითმოლოგი, რუსეთი აკადემიის აკადემიკოსი, არაერთი პრემიის ლაურიატი.

- ბატონი გოჩას პირად ოჯახზეც გვიამბეთ...

- მეუღე დოდო ცეკვავა ეკონომისტია, ძალიან კარგი ქალბატონი. ჰყავს სამი შვილი - ერთი გოგო ექიმია, თბილისში ერთ-ერთ საავადმყოფოში ლაბორატორიის გამგეა, რომელიც ახლა გათხოვდა და ამ ამბით ძალიან გახარებული იყო, ერთი ვაჟი დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი. გოჩა ორი შვილიშვილის ბაბუა იყო. ოჯახის კულტურული ტრადიციები, ლეფთერ ბაბუის დაწყებული გზა შვილთაშვილმა გააგრძელა. ის ფოთში საქმიანობს, მესამე შვილი სასულიერო გზას გაუყვა, მარტვილის მონასტერში მსახურობს. ყველას ძალიან გვატკინა გული გოჩას ასეთმა უეცარმა გარდაცვალებამ. ღიმილისკაცი აღარ გვყავს.