სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ტრიოს ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას" - მთავარი მესიჯები შმიგალისა და ღარიბაშვილის პრესკონფერენციიდან
"ტრიოს ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას" - მთავარი მესიჯები შმიგალისა და ღარიბაშვილის პრესკონფერენციიდან

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ ერ­თობ­ლი­ვი ნა­ბი­ჯე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია, რათა და­ვაჩ­ქა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბის მო­პო­ვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ნის შმი­გალ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

დე­ნის შმი­გალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს: უკ­რა­ი­ნა - სა­ქარ­თვე­ლო - მოლ­დო­ვას საქ­მი­ა­ნო­ბის ფორ­მა­ტის და­ფუძ­ნე­ბა, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მი გახ­და.

„ჩვენ დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. კერ­ძოდ, გან­ვი­ხი­ლეთ ერ­თობ­ლი­ვი ნა­ბი­ჯე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია, რათა და­ვაჩ­ქა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბის მო­პო­ვე­ბა. ჩვენ­თვის ასე­ვე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ნა­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას და შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის დი­ა­ლოგ­ში ჩარ­თვას. ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მი გახ­და ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს: უკ­რა­ი­ნა-სა­ქარ­თვე­ლო-მოლ­დო­ვას საქ­მი­ა­ნო­ბის ფორ­მა­ტის და­ფუძ­ნე­ბა. ეს მოხ­და სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რე­ბის დო­ნე­ზე და ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­სა­ბა­მი­სი დეკ­ლა­რა­ცი­ის ხელ­მო­წე­რა, რაც 19 ივ­ლისს, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და დე­ნის შმი­გალ­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­უბ­რი­სას მან გა­მოთ­ქვა და­ინ­ტე­რე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის რკი­ნიგ­ზის ტრან­ზი­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა აგ­რძე­ლე­ბენ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი იმე­დი მაქვს, იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი უმაღ­ლე­სი დო­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი საბ­ჭოს სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო სხდო­მის დროს, 2021 წლის ბო­ლოს.

ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი ვაჭ­რო­ბის დი­ნა­მი­კა გა­ვი­და ახალ ნიშ­ნულ­ზე და 2021 წლის 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 32%-ით გა­ი­ზარ­და. იმე­დი მაქვს, რომ ჩვენ მო­ვახ­დენთ ამ სფე­როს კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბას, ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, სა­ექ­სპერ­ტო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, რომ­ლის მე­სა­მე სხდო­მა თბი­ლის­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს არის და­გეგ­მი­ლი.

ბა­ტონ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­უბ­რის დროს მე გა­მოვ­თქვი და­ინ­ტე­რე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის რკი­ნიგ­ზის ტრან­ზი­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ შავი ზღვის პორ­ტე­ბი­სა და ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის სა­ბორ­ნე მი­მოს­ვლე­ბის, არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პო­ტენ­ცი­ა­ლი. ასე­ვე უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვა, იმი­სათ­ვის რომ გავ­ზარ­დოთ ტვირ­თე­ბის ნა­კა­დი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და უზ­რუნ­ველ­ვყოთ გა­და­ზიდ­ვე­ბი მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და დე­ნის შმიგლ­მა.

დე­ნის შმი­გალ­მა სა­ქარ­თვლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის, ასე­ვე რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის უკა­ნო­ნო ანექ­სი­ის არა­ღი­ა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბა­ტონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, რომ ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ ჩვე­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გან­ხილ­ვა­ზე, ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნით.

დღეს ჩვენ გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­გვე­ხი­ლა ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტი, უსაფრ­თხო­ე­ბის, სა­გა­რეო, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე ვაჭ­რო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კუ­თხით.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვლოს, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის, ასე­ვე რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის უკა­ნო­ნო ანექ­სი­ის არა­ღი­ა­რე­ბის­თვის, დონ­ბას­ზე რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის დაგ­მო­ბის­თვის, ასე­ვე დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რი პო­ზი­ცი­ის­თვის.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ზე­წო­ლის პი­რო­ბებ­ში, ჩვენ ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დით სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას, რო­მე­ლიც ახლა არის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და ღი­რე­ბუ­ლი, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნამ და­ა­ფუძნა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ახა­ლი ფორ­მა­ტი - ყი­რი­მის პლატ­ფორ­მა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა „ყი­რი­მის პლატ­ფორ­მის" სა­მიტ­ზე შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია იყოს კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვე­ბი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა აფხა­ზე­თის, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის და სამ­ხრეთ ოსე­თის - სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ის სა­კი­თხებს", - აღ­ნიშ­ნა დე­ნის შმი­გალ­მა.

თა­ვის მხრივ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას­თან, ორი ქვეყ­ნის მის­წრა­ფე­ბა, ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა.

“შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი, რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში, ყი­რიმ­ში სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში, ასე­ვე ჩვენს ტე­რი­ტო­ტი­ა­ზე - ცხინ­ვალ­ში და აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ბორ­დე­რი­ზა­ცია გრძელ­დე­ბა და რა თქმა უნდა, ეს სა­ერ­თო შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს. ბა­ტონ პრე­მი­ერ­თან ჩვენ ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის მის­წრა­ფე­ბა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი გავ­ხდეთ. ამ ფორ­მატ­ში მინ­და ავღ­ნიშ­ნო “ტრი­ოს” ფორ­მა­ტის და­ფუძ­ნე­ბა, ამის თა­ო­ბა­ზე მე­მო­რან­დუ­მი მა­ის­ში გა­ფორმ­და და უკვე პრე­ზი­დენ­ტე­ბის დო­ნე­ზე პირ­ვე­ლი პრე­ცენ­დენ­ტი შე­იქ­მნა ბა­თუმ­ში “ტრი­ოს ფორ­მა­ტის” მო­ნა­წი­ლე­ო­ბის.

მოლ­დო­ვას, უკ­რა­ი­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს შეგ­ვიძ­ლია, რომ მარ­თლაც ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა ვაჩ­ვე­ნოთ ჩვენს თა­ნა­მე­გობ­რო­ბას და სწო­რედ ამ “ტრი­ოს” ფორ­მატ­ში ჩვენს პარტნი­ო­რებს და­ვუმ­ტკი­ცოთ, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ვი­ყოთ და მარ­თლაც, ვიმ­სა­ხუ­რებთ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს წევ­რო­ბას.

ჩვენ ასე­ვე მი­მო­ვი­ხი­ლეთ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი, ჩვენ ბრწყინ­ვა­ლე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვაქვს, ჩემ­თან ერ­თად თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იმ­ყო­ფე­ბა.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ ერ­თობ­ლივ წვრთნებ­ში ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ერ­თად, ასე­ვე უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერთ წვრთნებ­ში, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა”, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას, რო­გორც მის­წრა­ფე­ბე­ბი აქვთ სა­ერ­თო, ასვე ანა­ლო­გი­უ­რი-იდენ­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს.

„ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ჩემს და ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის გა­მორ­ჩე­ულ, მე­გობ­რულ სა­ხელ­მწი­ფო უკ­რა­ი­ნა­ში. მინ­და გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ძა­ლი­ან თბი­ლი მას­პინ­ძლო­ბის­თვის.

პრე­მი­ერ­მა შმი­გალ­მა გუ­შინ თა­ვის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ლვოვ­ში გვი­მას­პინ­ძლა, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ­თვის ეს ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იყო და მად­ლი­ე­რი ვარ ასე­თი მას­პინ­ძლო­ბის­თვის.

უკ­რა­ი­ნა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი ჩვენ­თვის არის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი, ის არამ­ხო­ლოდ მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო არა­მედ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რიც არის და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რათა კი­დევ უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე ავიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლეთ, რო­მე­ლიც ჩვენს ორ მე­გო­ბარ სა­ხელ­მწი­ფოს აკავ­ში­რებს, ფაქრთო სპექტრის სა­კი­თხებს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის, ვაჭ­რო­ბას და ეკო­ნო­მი­კას და ზო­გა­დად ჩვენს მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ჩვენ ერ­თის მხრივ გვაქვს სა­ერ­თო მის­წრა­ფე­ბე­ბი, რო­გორც უკ­რა­ი­ნა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო მი­ვის­წრაფ­ვით, რომ გავ­ხდეთ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნა და მე­ო­რეს მხრივ გვაქვს ანა­ლო­გი­ურ - იდენ­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი. მინ­და კი­დევ ერთხელ და­ვა­დას­ტუ­რო ჩვე­ნი პა­ტი­ვის­ცე­მა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი, ასე­ვე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრსა და პრე­ზი­დენტს მათ მიერ ყო­ველ­თვის გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ჯა­რო, მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის.

ხვალ პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც ყი­რი­მის პლატ­ფორ­მის შექ­მნას უკავ­შირ­დე­ბა, ჩვენ კი­დევ ერთხელ შე­ვა­ფა­სებთ ყი­რი­მის დრო­ე­ბით ოკუ­პა­ცი­ას”, - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას­თან გა­ნი­ხი­ლა, „მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად არის დრო­ე­ბით სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში”.

„ასე­ვე მი­მო­ვი­ხი­ლეთ სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, აფხა­ზეთს და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ უკვე 13 წელი გა­ვი­და ომი­დან და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20% კვლავ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა 32%-ით არის გაზ­რდი­ლი.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ კო­ვიდ 19-ის სერ­თი­ფი­კა­ტე­ბის გაც­ვლა კი­დევ უფრო გა­ა­მარ­ტი­ვებს ქვეყ­ნებს შო­რის ვი­ზი­ტებს.

„მი­მო­ვი­ხი­ლეთ ჩვენს მთავ­რო­ბებს შორს არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხე­ბი. უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის სფე­რო­ში ჩვენ ბრწყინ­ვა­ლე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვაქვს. ჩემ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვაქვს ამ სფე­რო­შიც, ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ერ­თობ­ლივ წვრთნებ­ში ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ერ­თად, ასე­ვე უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერთ წვრთნა­ში, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კა­სა და ვაჭ­რო­ბას, რო­გორც ბა­ტონ­მა პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა 32%-ით არის გაზ­რდი­ლი. ასე­ვე, მინ­და აღ­ვნიშ­ნო ტუ­რიზ­მის თა­ო­ბა­ზე, წელს უკ­რა­ი­ნე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 70%-ით არის გაზ­რდი­ლი. ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ვად უნდა გა­დავ­დგათ იმის­თვის, რომ სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე გავ­ზარ­დოთ. ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ კო­ვიდ 19-ის სერ­თი­ფი­კა­ტე­ბის გაც­ვლა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ვფიქ­რობთ, ეს კი­დევ უფრო გა­ა­მარ­ტი­ვებს რო­გორც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ვი­ზი­ტებს უკ­რა­ი­ნა­ში, ასე­ვე უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს ძვირ­ფას კო­ლე­გას მას­პინ­ძლო­ბის­თვის, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ კი­ევ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. ეს ჩემი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტია თქვენს ქვე­ყა­ნა­ში . მჯე­რა, რომ კი­დევ გვექ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნას
10

ირაკლი ღირსეული პრემიერია,ნაცებს მისი ატანა არ აქვთ,მაგრამ მოუწევთ 2024 წლამდე მინიმუმ პრემიერად მისი ყურება! 

ალექს
0

ზოგადად ძალიან ძნელია დიდი ტყუილების გარეშე კვაზიდემოკრატიის კოსმეტიკით ფარული დიქტატურის დამალვა , ეს შეუძლებელია ! შუბი ხალთაში არ იმალება , იმიტაციური დემოკრატია პარტოკრატიის ოლიგარქიულ დიქტატურას ვერ დაფარავს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ტრიოს ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას" - მთავარი მესიჯები შმიგალისა და ღარიბაშვილის პრესკონფერენციიდან

"ტრიოს ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას" - მთავარი მესიჯები შმიგალისა და ღარიბაშვილის პრესკონფერენციიდან

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაცია, რათა დავაჩქაროთ საქართველოს და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ ასოცირებული ტრიოს: უკრაინა - საქართველო - მოლდოვას საქმიანობის ფორმატის დაფუძნება, ევროინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმი გახდა.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაცია, რათა დავაჩქაროთ საქართველოს და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავებას და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ქვეყნების დიალოგში ჩართვას. ევროინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმი გახდა ასოცირებული ტრიოს: უკრაინა-საქართველო-მოლდოვას საქმიანობის ფორმატის დაფუძნება. ეს მოხდა სახელმწიფო მეთაურების დონეზე და ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი დეკლარაციის ხელმოწერა, რაც 19 ივლისს, ქალაქ ბათუმში მოხდა", - განაცხადა დენის შმიგალმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას მან გამოთქვა დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით.

„საქართველო და უკრაინა აგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების განვითარებას. მუშაობის პირველი შედეგები იმედი მაქვს, იქნება განხილული უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს საინაუგურაციო სხდომის დროს, 2021 წლის ბოლოს.

ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა გავიდა ახალ ნიშნულზე და 2021 წლის 5 თვის განმავლობაში 32%-ით გაიზარდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახდენთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, საექსპერტო მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის მესამე სხდომა თბილისში, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

ბატონ პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს მე გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით. უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლების, არსებული ინფრასტრუქტურის პოტენციალი. ასევე უნდა გამოვიყენო ყველა ძალისხმევა, იმისათვის რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი ორ ქვეყანას შორის და უზრუნველვყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით", - განაცხადა დენის შმიგლმა.

დენის შმიგალმა საქართვლოს პრემიერ-მინისტრს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენი პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით.

დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი, უსაფრთხოების, საგარეო, პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის კუთხით.

მადლობა მინდა გადავუხადო საქართვლოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის, დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით აქტიური პოზიციისთვის.

რუსეთის ფედერაციიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული, იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ დააფუძნა წინააღმდეგობის ახალი ფორმატი - ყირიმის პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა „ყირიმის პლატფორმის" სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ, რომ აუცილებელია იყოს კონსოლიდირებული ძალისხმევები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და სამხრეთ ოსეთის - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებს", - აღნიშნა დენის შმიგალმა.

თავის მხრივ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგასთან, ორი ქვეყნის მისწრაფება, ევროკავშირში წევრობის საკითხი განიხილა.

“შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები, როგორც უკრაინაში, ყირიმში სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტოტიაზე - ცხინვალში და აფხაზეთში მიმდინარეობს ბორდერიზაცია გრძელდება და რა თქმა უნდა, ეს საერთო შეშფოთებას იწვევს. ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. ამ ფორმატში მინდა ავღნიშნო “ტრიოს” ფორმატის დაფუძნება, ამის თაობაზე მემორანდუმი მაისში გაფორმდა და უკვე პრეზიდენტების დონეზე პირველი პრეცენდენტი შეიქმნა ბათუმში “ტრიოს ფორმატის” მონაწილეობის.

მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს შეგვიძლია, რომ მართლაც ბევრი წარმატება ვაჩვენოთ ჩვენს თანამეგობრობას და სწორედ ამ “ტრიოს” ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებული სახელმწიფოები ვიყოთ და მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას.

ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს, ჩემთან ერთად თავდაცვის მინისტრი იმყოფება.

ქართველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკრაინელებთან ერთად, ასევე უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში არაერთ წვრთნებში, რაც ძალიან სასიხარულოა”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, საქართველოსა და უკრაინას, როგორც მისწრაფებები აქვთ საერთო, ასვე ანალოგიური-იდენტური პრობლემები და გამოწვევები აქვს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ოფიციალურად ვიმყოფებოდი ჩემს და ჩვენი ხალხისთვის გამორჩეულ, მეგობრულ სახელმწიფო უკრაინაში. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან თბილი მასპინძლობისთვის.

პრემიერმა შმიგალმა გუშინ თავის მშობლიურ ქალაქში ლვოვში გვიმასპინძლა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პატივი იყო და მადლიერი ვარ ასეთი მასპინძლობისთვის.

უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი, ის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც არის და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები.

ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთი საკითხი განვიხილეთ, რომელიც ჩვენს ორ მეგობარ სახელმწიფოს აკავშირებს, ფაქრთო სპექტრის საკითხებს, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების, ვაჭრობას და ეკონომიკას და ზოგადად ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები, როგორც უკრაინა, ასევე საქართველო მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნა და მეორეს მხრივ გვაქვს ანალოგიურ - იდენტური პრობლემები და გამოწვევები. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ - მინისტრსა და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული საჯარო, მტკიცე მხარდაჭერისათვის.

ხვალ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაზე მივიღებ მონაწილეობას, რომელიც ყირიმის პლატფორმის შექმნას უკავშირდება, ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ ყირიმის დროებით ოკუპაციას”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგასთან განიხილა, „მძიმე მდგომარეობა, რომელიც ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში”.

„ასევე მიმოვიხილეთ საკითხები, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, მოგეხსენებათ უკვე 13 წელი გავიდა ომიდან და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კოვიდ 19-ის სერთიფიკატების გაცვლა კიდევ უფრო გაამარტივებს ქვეყნებს შორის ვიზიტებს.

„მიმოვიხილეთ ჩვენს მთავრობებს შორს არსებული ურთიერთობების საკითხები. უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს. ჩემთან ერთად იმყოფება თავდაცვის მინისტრი. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ სფეროშიც, ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უკრაინელებთან ერთად, ასევე უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში არაერთ წვრთნაში, რაც ძალიან სასიხარულოა.

რაც შეეხება ეკონომიკასა და ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი. ასევე, მინდა აღვნიშნო ტურიზმის თაობაზე, წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც ერთობლივად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის სერთიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგას მასპინძლობისთვის, ძალიან მიხარია, რომ კიევში ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი ვიზიტია თქვენს ქვეყანაში . მჯერა, რომ კიდევ გვექნება წარმატებული ვიზიტები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.