სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ილონ მასკმა Tesla Bot -ი  წარადგინა - რა შეეძლება ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ჰუმანოიდს?
ილონ მასკმა Tesla Bot -ი  წარადგინა - რა შეეძლება ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ჰუმანოიდს?

ილონ მას­კის გან­ცხა­დე­ბით, Tesla გეგ­მავს შექ­მნას ჰუ­მა­ნო­ი­დი რო­ბო­ტი Tesla Bot -ი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ რო­ბო­ტის წარ­მო­ე­ბა უკვე მო­მა­ვა­ლი წლის­თვის გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

Tesla Bot - ი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კომ­პა­ნი­ის მიერ აქამ­დე გა­მო­ცე­მულ სრუ­ლი თვით­მა­ვა­ლი სის­ტე­მის მარ­თვა­საც შეძ­ლებს (მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლის "ტეს­ლა").

172 სმ სი­მაღ­ლის და 56 კგ-იანი ან­თრო­პო­მორ­ფუ­ლი რო­ბო­ტი აღი­ჭურ­ვე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით და მთვლე­ლე­ბით. მას­კის თქმით, ბოტი გა­მო­ი­ყე­ნებს Tesla Autopilot პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ქსელ­ში გა­დამ­ცე­მი რვა კა­მე­რით, რო­მე­ლიც "ტეს­ლამ" თა­ვი­სი FSD პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის შე­ი­მუ­შა­ვა.

ბო­ტის ე.წ. ნერ­ვუ­ლი ქსე­ლი ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის ფუნ­ქცი­ებს მი­ბა­ძავს, სწო­რედ ეს ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გია მის­ცემს ჰუ­მა­ნო­იდ რო­ბოტს სა­შუ­ა­ლე­ბას, თა­ვი­სი კა­მე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს გა­რე­მო­ე­ბა და გან­სა­ზღვროს რა უნდა გა­ა­კე­თოს, რო­დე­საც ის დაბ­რკო­ლე­ბებს შეხ­ვდე­ბა.

”ჩვე­ნი მან­ქა­ნე­ბი ნა­ხევ­რად ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რო­ბო­ტე­ბი არი­ან. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით ეკო­ნო­მი­კა სე­რი­ო­ზულ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს. მო­მა­ვალ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ოს. რო­ბო­ტე­ბი შეძ­ლე­ბენ მარ­ტი­ვი და რუ­ტი­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას", - თქვა მასკმა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­ტო­ტი­პი Tesla Bot -ი მსუ­ბუ­ქი მა­სა­ლე­ბის­გან აი­წყო­ბა. სა­ხის ნაც­ვლად მას ექ­ნე­ბა მო­ნი­ტო­რი. 40 ელე­მენ­ტის წყა­ლო­ბით კი 8 კმ/სთ სიჩ­ქა­რით სი­ა­რუ­ლი შე­ეძ­ლე­ბა. აწევს 20 კგ სიმ­ძი­მეს. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
4

 და ამ დროს, მზიურ საქართველოში, პირადობის მოწმობებში მხეცს ეძებენ :) 

ძინ პინი
1

მეტი და მეტი პროგრესი! აუცილებლად მოვა დრო როდესაც ადამიანებს ჩაანაცვლებენ ჰუმანოიდი რობოტები, შობადობის კონტროლით აღმოსავლეთის ქვეყნებში აუცილებლად მიიღწევა ჯორჯია გაიდსტონის მთავარი იდეა. ბუნებრივ რესურსებთან ადეკვატური მოსახლეობის ზრდის ტემპის მიღწევა ჰუმანოიდი რობოტების ჩანაცვლებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ილონ მასკმა Tesla Bot -ი  წარადგინა - რა შეეძლება ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ჰუმანოიდს?

ილონ მასკმა Tesla Bot -ი  წარადგინა - რა შეეძლება ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ჰუმანოიდს?

ილონ მასკის განცხადებით, Tesla გეგმავს შექმნას ჰუმანოიდი რობოტი Tesla Bot -ი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით იქნება აღჭურვილი. სავარაუდოდ რობოტის წარმოება უკვე მომავალი წლისთვის გახდება შესაძლებელი.

Tesla Bot - ი ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებით კომპანიის მიერ აქამდე გამოცემულ სრული თვითმავალი სისტემის მართვასაც შეძლებს (მაგალითად, ავტომობილის "ტესლა").

172 სმ სიმაღლის და 56 კგ-იანი ანთროპომორფული რობოტი აღიჭურვება ხელოვნური ინტელექტით და მთვლელებით. მასკის თქმით, ბოტი გამოიყენებს Tesla Autopilot პროგრამულ უზრუნველყოფას. აღჭურვილი იქნება ქსელში გადამცემი რვა კამერით, რომელიც "ტესლამ" თავისი FSD პროგრამული უზრუნველყოფისთვის შეიმუშავა.

ბოტის ე.წ. ნერვული ქსელი ადამიანის ტვინის ფუნქციებს მიბაძავს, სწორედ ეს ინოვაციური ტექნოლოგია მისცემს ჰუმანოიდ რობოტს საშუალებას, თავისი კამერების გამოყენებით გააანალიზოს გარემოება და განსაზღვროს რა უნდა გააკეთოს, როდესაც ის დაბრკოლებებს შეხვდება.

”ჩვენი მანქანები ნახევრად ინტელექტუალური რობოტები არიან. ამ ტექნოლოგიით ეკონომიკა სერიოზულ სარგებელს მიიღებს. მომავალში უპირატესობა მიენიჭება ფიზიკურ სამუშაოს. რობოტები შეძლებენ მარტივი და რუტინული სამუშაოების შესრულებას", - თქვა მასკმა.

პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ პროტოტიპი Tesla Bot -ი მსუბუქი მასალებისგან აიწყობა. სახის ნაცვლად მას ექნება მონიტორი. 40 ელემენტის წყალობით კი 8 კმ/სთ სიჩქარით სიარული შეეძლება. აწევს 20 კგ სიმძიმეს. წყარო