სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას პასუხობს უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს საელჩოს გაგზავნილ ნოტას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ფირმა "კულუარის" მიერ ტურების ორგანიზებას ეხება
რას პასუხობს უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს საელჩოს გაგზავნილ ნოტას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ფირმა "კულუარის" მიერ ტურების ორგანიზებას ეხება

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ღე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი ნოტა, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტუ­ლი ფირ­მა „კუ­ლუ­ა­რის“ მიერ ტუ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ეხე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში.

„უკ­რინ­ფორ­მის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესმდი­ვან­მა ოლეგ ნი­კო­ლენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

„სა­მი­ნის­ტრო ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­გან მი­ღე­ბულ ნო­ტას ტუ­რის­ტუ­ლი ფირ­მა „კუ­ლუ­ა­რის“ მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - აფხა­ზეთ­ში ტუ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თა­ვად გა­ნიც­დის რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­სა და დრო­ე­ბით ოკუ­პა­ცი­ას თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ჩვენ კომ­პა­ნია „კუ­ლუ­ა­რის“ ასეთ ქმე­დე­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღებ­ლად მი­ვიჩ­ნევთ“, - გა­ნა­ცხა­და პრესმდი­ვან­მა.

ნი­კო­ლენ­კოს თქმით, ამ სა­კი­თხზე უკვე მუ­შა­ო­ბენ შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის გა­მო­საკ­ვლე­ვად და შე­საძ­ლო სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბის გან­სა­სა­ზღვრად.

„მკა­ფი­ოდ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დი­დად აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას და შე­უც­ვლე­ლად უჭერს მხარს და პა­ტივს სცემს მის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბის პრესმდი­ვან­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
1

ჰაი ჟივე უკრაინა !

mixo
10

აღშფოდნენ და ანერვიულდნენ? პ/ ს სულ არ ანაღლეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რას პასუხობს უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს საელჩოს გაგზავნილ ნოტას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ფირმა "კულუარის" მიერ ტურების ორგანიზებას ეხება

რას პასუხობს უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს საელჩოს გაგზავნილ ნოტას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ფირმა "კულუარის" მიერ ტურების ორგანიზებას ეხება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღებულია უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ გაგზავნილი ნოტა, რომელიც ტურისტული ფირმა „კულუარის“ მიერ ტურების ორგანიზებას ეხება ოკუპირებულ აფხაზეთში.

„უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

„სამინისტრო ადასტურებს საქართველოს საელჩოსგან მიღებულ ნოტას ტურისტული ფირმა „კულუარის“ მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში ტურების ორგანიზების შესახებ. როგორც ქვეყანა, რომელიც თავად განიცდის რუსეთის აგრესიასა და დროებით ოკუპაციას თავის ტერიტორიაზე, ჩვენ კომპანია „კულუარის“ ასეთ ქმედებას აბსოლუტურად მიუღებლად მივიჩნევთ“, - განაცხადა პრესმდივანმა.

ნიკოლენკოს თქმით, ამ საკითხზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ყველა გარემოების გამოსაკვლევად და შესაძლო სამართლებრივი შედეგების განსასაზღვრად.

„მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა დიდად აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და შეუცვლელად უჭერს მხარს და პატივს სცემს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა.