სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვიზიარებთ კავშირების გაუმჯობესების შესახებ მოწოდებას... საქართველოში არსებობენ ჯანსაღად მოაზროვნე ძალები" - როგორ პასუხობს კრემლი "პატრიოტთა ალიანსის" წერილს
"ვიზიარებთ კავშირების გაუმჯობესების შესახებ მოწოდებას... საქართველოში არსებობენ ჯანსაღად მოაზროვნე ძალები" - როგორ პასუხობს კრემლი "პატრიოტთა ალიანსის" წერილს

"რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იზი­ა­რებს შეშ­ფო­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან ორ­მხრი­ვად არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და მათი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მო­წო­დე­ბას ეთან­ხმე­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "ტასს“ კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­დაც კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წე­რილ­ზე, რო­მე­ლიც პარ­ტი­ამ რუ­სე­თის ლი­დერს ვლა­დი­მერ პუ­ტინს მის­წე­რა თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით.

"ვი­ზი­ა­რებთ წე­რილ­ში გა­მოთ­ქმულ შეშ­ფო­თე­ბას არ­სე­ბულ ორ­მხრივ კავ­შირ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ კავ­ში­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­სა­ხებ მო­წო­დე­ბას. რუ­სე­თი ყო­ველ­თვის გა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩვენ არ ვყო­ფილ­ვართ მათი გა­წყვე­ტის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი“ - გა­ნა­ცხა­დეს კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

კრემლში "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ მი­მარ­თვას პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი აშ­კა­რა და­დას­ტუ­რე­ბა უწო­დეს იმი­სა, რომ "რუ­სო­ფო­ბე­ბი­სა და რა­დი­კა­ლე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბო­ბენ ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სურთ ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა“.

რო­გორც კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აღ­ნიშ­ნეს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დი­ა­ლო­გი გრძელ­დე­ბა, მათ შო­რის, ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ის ფორ­მატ­ში და ორ­მხრივ დო­ნე­ზე, კა­რა­სი­ნი-აბა­ში­ძის არა­ფორ­მა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის გა­მო­ყე­ნე­ბით.

"ამის დამ­სა­ხუ­რე­ბით მიღ­წე­უ­ლია ზო­გი­ერ­თი შე­დე­გი სა­ვაჭ­რო და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სფე­რო­ებ­ში“, - გა­ნა­ცხა­დეს კრემლში.

"სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა“ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს წე­რი­ლით რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მი­მარ­თა.

წე­რილ­ში ირმა ინაშ­ვი­ლი რუ­სეთ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, აცხა­დებს, რომ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მხო­ლოდ ილუ­ზი­ას ქმნის.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოტი
0

კარგი წერილია, ესმით რო საქართველო კიდევ ათწლეულები არ შეეგუება ოკუპაციას. 

დონეს დამიხედეთ!
4

ა თ წ ლ ე უ ლ ე ბ ი ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვიზიარებთ კავშირების გაუმჯობესების შესახებ მოწოდებას... საქართველოში არსებობენ ჯანსაღად მოაზროვნე ძალები" - როგორ პასუხობს კრემლი "პატრიოტთა ალიანსის" წერილს

"ვიზიარებთ კავშირების გაუმჯობესების შესახებ მოწოდებას... საქართველოში არსებობენ ჯანსაღად მოაზროვნე ძალები" - როგორ პასუხობს კრემლი "პატრიოტთა ალიანსის" წერილს

"რუსეთის ხელისუფლება იზიარებს შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივად არსებულ მდგომარეობაზე და მათი გაუმჯობესების მოწოდებას ეთანხმება", - ამის შესახებ სააგენტო "ტასს“ კრემლის პრესსამსახურში განუცხადეს, სადაც კომენტარი გააკეთეს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წერილზე, რომელიც პარტიამ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მისწერა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში დახმარების თხოვნით.

"ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას არსებულ ორმხრივ კავშირთან დაკავშირებით და ამ კავშირების გაუმჯობესების შესახებ მოწოდებას. რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობების მხარდაჭერისთვის. როგორც ცნობილია, ჩვენ არ ვყოფილვართ მათი გაწყვეტის ინიციატორები“ - განაცხადეს კრემლის პრესსამსახურში.

კრემლში "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვას პრეზიდენტისადმი აშკარა დადასტურება უწოდეს იმისა, რომ "რუსოფობებისა და რადიკალების ყველა მცდელობის მიუხედავად, საქართველოში არსებობენ ჯანსაღად მოაზროვნე ძალები, რომლებსაც სურთ ორ სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა“.

როგორც კრემლის პრესსამსახურში აღნიშნეს, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი გრძელდება, მათ შორის, ჟენევის დისკუსიის ფორმატში და ორმხრივ დონეზე, კარასინი-აბაშიძის არაფორმალური დიალოგის გამოყენებით.

"ამის დამსახურებით მიღწეულია ზოგიერთი შედეგი სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - განაცხადეს კრემლში.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წერილით რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

წერილში ირმა ინაშვილი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის განწყობა, თუმცა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან მიმართებაში მხოლოდ ილუზიას ქმნის.