თალიბების ტყვიებს გაქცეული ბავშვები, ცხოვრება ღია ცის ქვეშ და ასობით ადამიანი პაკისტანის საზღვრის გახსნის მოლოდინში - დრამატული კადრები ავღანეთიდან
თალიბები აცხადებენ, რომ მათ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი დაიკავეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ყანდაარი, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო კერაა, მეოთხე ქალაქია, რომელზედაც თალიბმა ამბოხებულებმა გასული დღის განმავლობაში კონტროლი დაამყარეს. მანამდე მათ აიღეს ქალაქები: ჰერათი, ღაზნი და ყალა-ი-ნაუ.
გუშინ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის მიზნით ავღანეთში 3 000-მდე ჯარისკაცს აგზავნის.
"თალიბანი" თითქმის ყოველდღიურად იკავებს ახალ ტერიტორიებს, მას შემდეგ რაც 20-წლიანი ოპერაციების შემდეგ აშშ-მა და სხვა უცხოურმა ჯარებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. მედიის ინფორმაციით, ამჟამად "თალიბანი" ავღანეთის რეგიონალური ქალაქების მესამედს აკონტროლებს.
მედიაში ავღანეთიდან უმძიმესი კადრები ვრცელდება. ადამიანები თალიბების ტყვიებს გაურბიან. ასობით ავღანელი პაკისტანის საზღვართანაა და მის გახსნას ელოდება. ყველაზე რთული ბავშვების ფოტოების ნახვაა, რომლებსაც ასეთ ვითარებაში, სასტიკ გარემოში უწევთ ცხოვრება.
ავღანეთ-პაკისტანის საზღვარი, პაკისტანელი ჯარისკაცები და ავღანელები, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გარბიან და საზღვრის გახსნას ელიან./reuters
ქალაქი ღაზნი, რომელიც თალიბებმა დაიკავეს და პოლიციის შენობის თავზე თალიბანის დროშა აღმართეს/reuters
ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვს, რომელიც თალიბებსა და სამთავრობო ჯარს შორის შეტაკებებს გაექცა, ქაბულში ერთ-ერთ პარკში სძინავს. ამ ადგილს თავშესაფრად იყენებენ/reuters
პაკისტანის საზღვრის გახსნის მომლოდინე ადამიანები/reuters
"თალიბანის" მებრძოლები ქალაქ ფარაში, რომელიც მათ უკვე დაიკავეს/reuters
იძულებით გადაადგილებული პირები ქაბულში/reuters
ქაბული, თავშესაფარი/reuters
ლტოლვილი და-ძმა ქაბულში. პატარა გოგონა ძმის დამშვიდებას ცდილობს/reuters
ქაბული, პარკი, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირები თავს აფარებენ/reuters