კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ვილი პაჭკორია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მთავრობას რამდენიმე თხოვნით მიმართავს. მათ შორის არის, საველე ჰოსპიტალების მოწყობა და ასევე ქვეყნის საზღვრის ჩაკეტვა იმ ტურისტებისთვის, რომელთაც სხეულში ანტისხეულების მაჩვენებელი მინიმალური ექნება.
„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას:
- გადაუდებლად მალე, ჩაკეტეთ საზღვარი იმ ვიზიტორთათვის, ვისაც იმუნიზაციის შედეგად ანტისხეულთა რაოდენობრივი მაჩვენებელი მინიმალური აქვს ან საერთოდ არ გააჩნია;
- გადაუდებლად მალე, დაიწყეთ სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია;
- რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის მიზნით, გადაუდებლად მალე, შექმენით 3 კაციანი სამოქალაქო რაზმები გვარდიის შემადგენლობიდან;
- გადაუდებლად მალე, აწარმოეთ აცრები სოფლად მობილური ჯგუფების მეშვეობით და რეანიმობილის დახმარებით,“ - წერს პაჭკორია.
ნეტა არ პანიკიორობდეთ
ამას მგონი ცეესკოს თავჯდომარეობა უნდოდა,შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორობა,მგონი ყველგან ჩაფლავდა და ახლა რეკომენდაციებს იძლევა ,თუ როგორ უნდა ვმართოთ პანდემია.