ძლიერი ხანძრების შემდეგ, თურქეთში წყალდიდობას ებრძვიან. უხვმა ნალექმა ქვეყანაში პრობლემები შექმნა. ძლიერ წვიმას თურქეთის ჩრდილოეთით მეწყერი მოჰყვა.
წყალდიდობას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება ერთი მოქალაქე.
"გარდიანის“ ცნობით, სახურავზე დარჩენილი ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენები გამოიყენეს. წყალდიდობამ დააზარალა ბართინი, სინოპი და სამსუნი.
დაზიანებულია სახლები, საწარმოები, გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები. სინოპის პროვინციის ერთ-ერთი სოფლიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
"მეტეოროლოგიური თვალსაზრისით ალბათ ისეთი კატასტროფის წინაშე ვდგავართ, როგორიც ბოლო 100 წელია არ ყოფილა“, - ამბობს თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, ბექირ ფაქდემირლი.
ნახეთ ვიდეო:
რა უბედურებაა! წვიმას ნატრობდნენ და მეორე კატასტროფა მოევლინათ. როგორ აირია ბუნება.
ყველაფრის მიზეზი ადამიანთა რასის მომრავლებაა, რასაც დედამიწა თავისი რესურსებით ვეღარ უძლებს. თითქოს დიდი ძალისხმევა ჩაიდო მდგომარეობის გამოსწორებაში, მაგრამ ბიზნესი ეკოლოგიურ პროექტებს კლავს. სახელმწიფოები ბიზნეს უჭერენ მხარს და შედეგს ყველა ვიმკით.