სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
14 წლის გოგონა მშობიარობის დროს გარდაიცვალა - ზიმბაბველი "ბავშვი პატარძლის" შემზარავი ამბავი, რომელსაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა
14 წლის გოგონა მშობიარობის დროს გარდაიცვალა - ზიმბაბველი "ბავშვი პატარძლის" შემზარავი ამბავი, რომელსაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა

ზიმ­ბაბ­ვეს პო­ლი­ცია იძი­ებს 14 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს. რო­გორც BBC წერს, მო­ზარ­დი მშო­ბი­ა­რო­ბის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მკაც­რი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

გო­გო­ნა გა­სულ თვე­ში ეკ­ლე­სი­ის სა­ლო­ცავ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც მა­რან­ჟის რე­გი­ო­ნის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. რო­გორც მე­დია წერს, 14 წლის მა­ჩა­ია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სკო­ლა­ში სი­ა­რულ­ზე, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა და და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს ზიმ­ბაბ­ვეს მთავ­რო­ბას, ბავ­შვთა ქორ­წი­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლად აღი­ა­როს და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი პრაქ­ტი­კა შე­წყდეს. ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მოთ­ქვამს "ღრმა შეშ­ფო­თე­ბას და "მკაც­რად გმობს“ მომ­ხდარს.

მე­დი­ის ცნო­ბით, გო­გო­ნა ზიმ­ბაბ­ვეს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უარ­ყოფს მე­დი­ცი­ნას და ჰოს­პი­ტა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბას. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ბავ­შვი გა­დარ­ჩა და ახალ­შო­ბი­ლი თავს კარ­გად გრძნობს.

გა­რე­მო­ე­ბებს, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია სიკ­ვდი­ლი, ქვეყ­ნის პო­ლი­ცია სწავ­ლობს. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კი ონ­ლა­ინც პე­ტი­ცია შექ­მნეს, სა­ხე­ლად "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მა­ჩა­ი­ას­თვის“. პე­ტი­ცი­ას 57 000-ზ მეტი ხელ­მო­წე­რა აქვს. ზიმ­ბაბ­ვე­ლი ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დროა, ადა­მი­ა­ნებ­მა მო­ახ­დი­ნონ ზე­წო­ლა მათ­ზე, ვი­საც კა­ნო­ნის დაც­ვა, ან ახა­ლი კა­ნო­ნე­ბის შე­მო­ღე­ბა ევა­ლე­ბა.

მათი გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლებს და გო­გო­ნებს სრულ­ფა­სო­ვან ადა­მი­ა­ნე­ბად არ თვლი­ან და არ აღი­ა­რე­ბენ მათ უფ­ლე­ბებს, არ აძ­ლე­ვენ ნე­ბას თა­ვი­ანთ სხე­ულ­ზე თა­ვად ჰქონ­დეთ კონ­ტრო­ლი.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად ზიმ­ბაბ­ვე­ში გო­გო­ნას და­ქორ­წი­ნე­ბა18 წლის ასა­კი­და­ნაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ოჯა­ხე­ბის ნა­წი­ლი მათ ად­რე­ულ ასაკ­ში აქორ­წი­ნებს. ზო­გი­ერთ ოჯახ­ში ბავ­შვთა ქორ­წი­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. ზო­გი­ერთ ბავ­შვს და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ჰპირ­დე­ბი­ან, რომ მათ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცე­მენ, თუმ­ცა გო­გო­ნე­ბი ორ­სულ­დე­ბი­ან და იძუ­ლე­ბულ­ნი ხდე­ბი­ან, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი შე­ას­რუ­ლონ და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარი თქვან.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
6

ვის რაში აინტერესებს და მეორეც ბაბუცას არ გააგებინოთ თორემ.ზიმბაბვეში ჩავა

ქალი განათლებაზე ფიქრობს
1

ეს რა ველურობაა, რა საშინელება.. 14 წლის ასაკში გათხოვებაზე სიტყვა არ დამცდენია ბავშვთან, 14 წლის გოგონებს ჯერ ისევ თოჯინები უჭირავთ ხელში. ეს რა უმსგავსოებაა. ასეთი დედა თოკით უჰდა ჩამოკიდო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

14 წლის გოგონა მშობიარობის დროს გარდაიცვალა - ზიმბაბველი "ბავშვი პატარძლის" შემზარავი ამბავი, რომელსაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა

14 წლის გოგონა მშობიარობის დროს გარდაიცვალა - ზიმბაბველი "ბავშვი პატარძლის" შემზარავი ამბავი, რომელსაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა

ზიმბაბვეს პოლიცია იძიებს 14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს. როგორც BBC წერს, მოზარდი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს კი საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

გოგონა გასულ თვეში ეკლესიის სალოცავში გარდაიცვალა, რომელიც მარანჟის რეგიონის აღმოსავლეთით მდებარეობს. როგორც მედია წერს, 14 წლის მაჩაია იძულებული გახდა სკოლაში სიარულზე, განათლების მიღებაზე უარი ეთქვა და დაქორწინებულიყო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ზიმბაბვეს მთავრობას, ბავშვთა ქორწინება დანაშაულად აღიაროს და ყველაფერი გააკეთოს, რომ ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა შეწყდეს. ორგანიზაცია გამოთქვამს "ღრმა შეშფოთებას და "მკაცრად გმობს“ მომხდარს.

მედიის ცნობით, გოგონა ზიმბაბვეს სამოციქულო ეკლესიაში გარდაიცვალა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, უარყოფს მედიცინას და ჰოსპიტალურ მკურნალობას. ადგილობრივი მედია, ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვი გადარჩა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

გარემოებებს, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი, ქვეყნის პოლიცია სწავლობს. მოქალაქეებმა კი ონლაინც პეტიცია შექმნეს, სახელად "სამართლიანობა მაჩაიასთვის“. პეტიციას 57 000-ზ მეტი ხელმოწერა აქვს. ზიმბაბველი ქალების უფლებადამცველები ამბობენ, რომ დროა, ადამიანებმა მოახდინონ ზეწოლა მათზე, ვისაც კანონის დაცვა, ან ახალი კანონების შემოღება ევალება.

მათი განცხადებით, ქვეყანაში ქალებს და გოგონებს სრულფასოვან ადამიანებად არ თვლიან და არ აღიარებენ მათ უფლებებს, არ აძლევენ ნებას თავიანთ სხეულზე თავად ჰქონდეთ კონტროლი.

კანონის თანახმად ზიმბაბვეში გოგონას დაქორწინება18 წლის ასაკიდანაა ნებადართული, თუმცა, ამის მიუხედავად, ოჯახების ნაწილი მათ ადრეულ ასაკში აქორწინებს. ზოგიერთ ოჯახში ბავშვთა ქორწინება ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობაა. ზოგიერთ ბავშვს დაქორწინებამდე ჰპირდებიან, რომ მათ სკოლაში სიარულის შესაძლებლობას მისცემენ, თუმცა გოგონები ორსულდებიან და იძულებულნი ხდებიან, საოჯახო საქმეები შეასრულონ და განათლების მიღებაზე უარი თქვან.

წყარო: BBC.com