სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს
სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მეკ) ეხ­მა­უ­რე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბაზ­რის რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზო­გი­ერ­თი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის მიერ ბაზ­რის არ­სე­ბუ­ლი და მო­მა­ვა­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სათ­ვის არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და მათი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის ფაქ­ტებს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­შირ­და სა­კონ­სუ­ლა­ტიო კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან სხვა­დას­ხვა შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სათ­ვის, კერ­ძოდ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი­სა და მსხვი­ლი მომ­ხმა­რე­ლე­ბი­სათ­ვის, რაც გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში არ ასა­ხავს ბა­ზარ­ზე და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს და არას­წორ მო­ლო­დი­ნებს უჩენს ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კულ სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მი­სა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა, სა­კონ­სულ­ტა­ციო პრო­ცე­სი უნდა წა­რი­მარ­თოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პი­რე­ბის მიერ, რათა არ მოხ­დეს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის შე­სა­ხებ ბაზ­რის არ­სე­ბულ­მა და მო­მა­ვალ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პირ­ველ რიგ­ში ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ სე­მე­კის­გან, ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რე­ბის­გან (სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბირ­ჟა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მა).

უზუს­ტო­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სე­მე­კი მზა­დაა ნე­ბის­მი­ერ დროს შეხ­ვდეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს და გა­უ­წი­ოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია მათ­თვის სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის: აღ­ნიშ­ნუ­ლი არ ეხე­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და მცი­რე სა­წარ­მო­ებს.

კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დნენ სე­მეკს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კულ ბირ­ჟას.

სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია:

სე­მე­კი: (+995 32) 2 420180 (321), consulting@gnerc.org;

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მა/სა­ბა­ლან­სო ბაზ­რის ოპე­რა­ტო­რი:

(+995) 595 95 95 66, infobm@gse.com.ge;

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბირ­ჟა: mail@genex.ge.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბაზრის არსებული და მომავალი მონაწილეებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი შეცდომაში შეყვანის ფაქტებს.

ბოლო პერიოდში გახშირდა საკონსულატიო კომპანიების მხრიდან სხვადასხვა შეთავაზებები ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისათვის, კერძოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და მსხვილი მომხმარელებისათვის, რაც გარკვეულ შემთხვევებში არ ასახავს ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს და არასწორ მოლოდინებს უჩენს ბაზრის მონაწილეებს.

საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმისა და მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, საკონსულტაციო კომპანიების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. თუმცა, საკონსულტაციო პროცესი უნდა წარიმართოს კვალიფიციური პირების მიერ, რათა არ მოხდეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა.

გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე რეფორმის შესახებ ბაზრის არსებულმა და მომავალმა მონაწილეებმა პირველ რიგში ინფორმაცია მიიღონ სემეკისგან, ელექტროენერგიისა და სისტემის ოპერატორებისგან (საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა).

უზუსტობების თავიდან ასაცილებლად, სემეკი მზადაა ნებისმიერ დროს შეხვდეს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს და გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია მათთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული არ ეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს.

კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სემეკს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სემეკი: (+995 32) 2 420180 (321), consulting@gnerc.org;

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა/საბალანსო ბაზრის ოპერატორი:

(+995) 595 95 95 66, infobm@gse.com.ge;

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა: mail@genex.ge.

NS