"ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ, რადგან სამწუხაროდ, შვედები არ ვართ", - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გააკეთა.
როგორც იმნაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, არის ხალხი, ვისაც შეზღუდვის დაწესება არ სჭირდება, რადგან წესებს თავადაც იცავენ.
"შვედისთვის 2-მეტრიანი დისტანცია კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ცხოვრებისეული ნორმაა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე დგანან. გამომდინარე აქედან, ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ახლა გამოსავალია ვაქცინაცია, რაც არის საშუალება იმისა, რომ ადამიანი არ დაიღუპოს.
"ახლა მთავარია, ადამიანები არ დაიღუპონ და სამედიცინო სექტორმა ამდენ პაციენტთან გამკლავება შეძლოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
რა დისტანციაზეა საუბარი,,,შორიდან მაინც შეხედეთ ჩვენს ტრანსპორტს რა ხდება გადაჭედილია ავტობუსები+დახურულია ყველა ფანჯარა და ჩართულია კონდეციონერი-სუფთა გენოციდია....სამარშრუტოებზე არაფერს ვამბობ სადაც 20 კაცი ფეხზე დგას და 3 კალთაში უხის მძღოლს.
შეზღუდვების დაწესებას თუ აპირებთ, პირველ რიგში ქალბატონ ხატია სიჭინავას შეუთანხმეთ (რამაზთან ბოდიში).