სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ლელა სწორად მოიქცა გუკასთან მიმართებაში, რომ არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი" - რუსუდან კერვალიშვილი უცნობ ოჯახურ დეტალებზე
"ლელა სწორად მოიქცა გუკასთან მიმართებაში, რომ არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი" - რუსუდან კერვალიშვილი უცნობ ოჯახურ დეტალებზე

ბიზ­ნეს­მენ­მა რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი თა­ვი­სი დის­შვი­ლის, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ მის გა­დარ­ჩე­ნა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის მე­უღ­ლეს, ლელა კი­ლა­ძეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს, ლელა კი­ლა­ძის მო­თხოვ­ნით, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რეს და ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

"ვახ­ტანგს ვე­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან დიდ ძა­ლას გვაძ­ლევს, სა­დაც არის, იქი­დან… ვა­ხომ უნდა იცო­დეს, რომ გუკა კარ­გად არის. ამას ვე­ტყო­დი, ამას ვა­ხა­რებ­დი. გუკა ისე კარ­გად არის, რო­გორც ძა­ლი­ან ბევ­რი წელი არ ყო­ფი­ლა… როცა გუკა და­ა­კა­ვეს ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით, ისე­თი მძი­მე რე­აქ­ცია გვქონ­და… ჩვენ­თვის ეს იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, მი­უ­ღე­ბე­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, იმი­ტომ რომ ვი­ცით მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი, მაგ­რამ მივ­ხვდით, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ნორ­მა­ლუ­რად არ არის… წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იქ მყო­ფი ორი ადა­მი­ა­ნი, დედა და დე­ი­და, რომ­ლე­ბიც ვცდი­ლობ­დით, სცოდ­ნო­დათ, რომ ჩვენ ვემ­ხრო­ბო­დით, თუკი მან და­ა­შა­ვა და ასე იქ­ცე­ო­და, მომ­ხრე ვი­ყა­ვით… ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას მე და მაია ვერ მი­ვე­სალ­მე­ბო­დით. გა­მო­რი­ცხუ­ლი არის, ეს გუ­კა­მაც კარ­გად იცის. მა­შინ ჩვენ მივ­ხვდით, რომ ის ადა­მი­ა­ნი აღარ არის ნორ­მა­ლუ­რი, ის გუკა არ იყო და სჭირ­დე­ბო­და შვე­ლა. საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და თა­ვი­სი თა­ვის­თვის და სხვის­თვი­საც. როცა ადა­მი­ა­ნი ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვე­შაა, ის საფრ­თხეა თვის­თვი­საც და სხვე­ბის­თვი­საც. ყვე­ლამ იცის ამის შე­სა­ხებ, სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა. მა­ი­ა­საც ასე­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და, რომ თუ და­ა­შა­ვა, უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, მაგ­რამ მა­ი­ას ჰქონ­და უდი­დე­სი გან­ცდა, მან იცის, რომ გუკა ძა­ლი­ან კარ­გი და გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, გუ­ლის­ხმი­ე­რი, გულ­ჩვი­ლი. იცის, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ ეს მისი მხრი­დან ყო­ფი­ლი­ყო ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია. რაც მთა­ვა­რია, ამ ამ­ბავ­მა ის გა­მო­იწ­ვია, რომ თვი­თონ მიხ­ვდა, სა­დამ­დე მი­ვი­და. თვი­თონ მიხ­ვდა, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ თა­ვად შე­ეძ­ლო. ამ ეტაპ­ზე ასეა, გა­და­წყვი­ტა, თავი მი­უ­ძღვნას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას, რო­მელ­თაც იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, რაც მას ჰქონ­და. ხუთი თვეა მკურ­ნა­ლობს და იპოვ­ნა თა­ვი­სი თავი.

როცა გუ­კამ ლელა კი­ლა­ძის ცო­ლად მოყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, მე პი­რა­დად მქონ­და შოკი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის ლე­ლამ, გუ­კამ და ყვე­ლამ. მე ვი­ცო­დი გუ­კას და ნუ­ცას ოჯა­ხი და სიყ­ვა­რუ­ლი და ეს იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი. მაია ლე­ლას ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, რად­გან ლე­ლას მამა ვახ­ტან­გის მე­გო­ბა­რი იყო. ძა­ლი­ან რთუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და მე, მა­ი­ას - ძა­ლი­ან ლო­ი­ა­ლუ­რი. გუ­კას ისე უყ­ვარ­და ნუცა, მეტი არ შე­იძ­ლე­ბა, მო­უ­ვი­და ასე­თი რა­ღაც, გუ­კას ისე შე­უყ­ვარ­და ლელა, რომ გა­და­ე­კე­ტა ყვე­ლა­ფე­რი… მე უფრო ძველ­მო­დუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ახ­სნა მჭირ­დე­ბო­და, აღარ ვი­ცო­დი, რა გან­ცდე­ბი მქო­ნო­და და რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

ლელა აღ­მოჩ­ნდა გუ­კას ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მისი ყვე­ლა­ზე დიდი გა­ჭირ­ვე­ბის დროს, გუ­კას­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ი­ტა­ნა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ მა­ი­ას თა­ვი­სი შვი­ლი და­უბ­რუ­ნოს ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი. ეს არის ფაქ­ტი. ლე­ლამ იმ­დე­ნი გა­და­ი­ტა­ნა და ისე სწო­რად მო­იქ­ცა გუ­კას­თან და მა­ი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში… გუ­კას­თან იმი­ტომ, რომ მას არ აპა­ტია ის, რაც არ იყო სა­პა­ტი­ე­ბე­ლი. მო­ეხ­მა­რა, რომ და­ცე­მუ­ლი­ყო და ფეხ­ზე დამ­დგა­რი­ყო".

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
0

აი, ამისთანა აბდაუბდა ხალხი ფულს როგორ შოულობს, საკვირველი მარტო ის არის.

izi
3

რაღაცაზე შეთანმხდით ძველმოდურებიც და ახლებიც-გუკამ თავი დააღწია საპატიმროს და განაცხადა გავითამაშეთ მსგავსი ძალადობა არ არსებობდაო და მშველელმა ანგელოზმა ლელემაც მეხუთე ქმარს კვერი დაუკრა . მგონი სწორად მახსოვს ეს ანგელოზური თმაშები. ისიც მახსოვს ნაცურ უფლებადამცველებს აბაშიძიდან დაწყებული ვიდრე პატარაიამდე ხმა არც დაპატიმრებისას და არ გათვისუფლებისას არ გაუღიათ. ერთიც , ექიმი ქალი ხარ და ხუთთვიანი მკურნალობა მორფინისტებს რომ შველოდეს სამყაროს მორფინისტი არ ეყოლებოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ლელა სწორად მოიქცა გუკასთან მიმართებაში, რომ არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი" - რუსუდან კერვალიშვილი უცნობ ოჯახურ დეტალებზე

"ლელა სწორად მოიქცა გუკასთან მიმართებაში, რომ არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი" - რუსუდან კერვალიშვილი უცნობ ოჯახურ დეტალებზე

ბიზნესმენმა რუსუდან კერვალიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ნოე სულაბერიძის გადაცემაში განვლილი ცხოვრების უცნობ დეტალებზე ისაუბრა. რუსუდან კერვალიშვილი თავისი დისშვილის, გუკა რჩეულიშვილის მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის მეუღლეს, ლელა კილაძეს.

შეგახსენებთ, რომ გუკა რჩეულიშვილს, ლელა კილაძის მოთხოვნით, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"ვახტანგს ვეტყოდი, რომ ძალიან დიდ ძალას გვაძლევს, სადაც არის, იქიდან… ვახომ უნდა იცოდეს, რომ გუკა კარგად არის. ამას ვეტყოდი, ამას ვახარებდი. გუკა ისე კარგად არის, როგორც ძალიან ბევრი წელი არ ყოფილა… როცა გუკა დააკავეს ოჯახური ძალადობის ბრალდებით, ისეთი მძიმე რეაქცია გვქონდა… ჩვენთვის ეს იმდენად წარმოუდგენელი, მიუღებელი და შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ვიცით მისი დამოკიდებულება და ადამიანური თვისებები, მაგრამ მივხვდით, რომ ეს ადამიანი ნორმალურად არ არის… წარმოიდგინეთ, იქ მყოფი ორი ადამიანი, დედა და დეიდა, რომლებიც ვცდილობდით, სცოდნოდათ, რომ ჩვენ ვემხრობოდით, თუკი მან დააშავა და ასე იქცეოდა, მომხრე ვიყავით… ოჯახურ ძალადობას მე და მაია ვერ მივესალმებოდით. გამორიცხული არის, ეს გუკამაც კარგად იცის. მაშინ ჩვენ მივხვდით, რომ ის ადამიანი აღარ არის ნორმალური, ის გუკა არ იყო და სჭირდებოდა შველა. საფრთხეს წარმოადგენდა თავისი თავისთვის და სხვისთვისაც. როცა ადამიანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა, ის საფრთხეა თვისთვისაც და სხვებისთვისაც. ყველამ იცის ამის შესახებ, სამართალდამცველმა ორგანოებმა. მაიასაც ასეთი რეაქცია ჰქონდა, რომ თუ დააშავა, უნდა დაეკავებინათ, მაგრამ მაიას ჰქონდა უდიდესი განცდა, მან იცის, რომ გუკა ძალიან კარგი და გულისხმიერი ადამიანია, გულისხმიერი, გულჩვილი. იცის, რომ ძალიან უყვარს ოჯახი, შვილები და მეგობრები. შეუძლებელი იყო, რომ ეს მისი მხრიდან ყოფილიყო ადეკვატური რეაქცია. რაც მთავარია, ამ ამბავმა ის გამოიწვია, რომ თვითონ მიხვდა, სადამდე მივიდა. თვითონ მიხვდა, საკუთარი თავის გადარჩენა მხოლოდ თავად შეეძლო. ამ ეტაპზე ასეა, გადაწყვიტა, თავი მიუძღვნას იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც იგივე პრობლემები აქვთ, რაც მას ჰქონდა. ხუთი თვეა მკურნალობს და იპოვნა თავისი თავი.

როცა გუკამ ლელა კილაძის ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, მე პირადად მქონდა შოკი, მოულოდნელი იყო. ეს ძალიან კარგად იცის ლელამ, გუკამ და ყველამ. მე ვიცოდი გუკას და ნუცას ოჯახი და სიყვარული და ეს იყო მოულოდნელი. მაია ლელას ბავშვობიდან იცნობდა, რადგან ლელას მამა ვახტანგის მეგობარი იყო. ძალიან რთული დამოკიდებულება მქონდა მე, მაიას - ძალიან ლოიალური. გუკას ისე უყვარდა ნუცა, მეტი არ შეიძლება, მოუვიდა ასეთი რაღაც, გუკას ისე შეუყვარდა ლელა, რომ გადაეკეტა ყველაფერი… მე უფრო ძველმოდური ადამიანი ვარ და ახსნა მჭირდებოდა, აღარ ვიცოდი, რა განცდები მქონოდა და რა გამეკეთებინა.

ლელა აღმოჩნდა გუკას ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც მისი ყველაზე დიდი გაჭირვების დროს, გუკასგან ყველაფერი გადაიტანა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაიას თავისი შვილი დაუბრუნოს ცოცხალი და ჯანმრთელი. ეს არის ფაქტი. ლელამ იმდენი გადაიტანა და ისე სწორად მოიქცა გუკასთან და მაიასთან მიმართებაში… გუკასთან იმიტომ, რომ მას არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი. მოეხმარა, რომ დაცემულიყო და ფეხზე დამდგარიყო".