ავტორი:

რას წერს არჩილ თალაკვაძის ძმა მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ?

რას წერს არჩილ თალაკვაძის ძმა მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ?

"ქართული ოცნება“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე იყოს გამოცხადებული ნდობისთვის ირაკლი კობახიძესა და პარტიის სხვა ლიდერებს მადლობას უხდის.

ამის შესახებ პოსტს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"წარდგენისთვის და ნდობისთვის მადლობას ვუხდი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, პარტიის ლიდერებს და პოლიტიკური საბჭოს წევრებს.

მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს - მჯერა #ერთად გავიმარჯვებთ!" - წერს ავღთანდილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

გარდა ამისა, თბილისში "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი.

ირაკლი კობახიძემ ასევე გაასაჯაროა მათი მერობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით...წაიკითხეთ მერობის კანდიდატთა სრული სია