სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სამ კვირაში მოვარჩინეთ..." - რას ამბობს ლაშა ბექაურის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომლის ფოტომ ოლიმპიადიდან სოცქსელი მოიცვა
"სამ კვირაში მოვარჩინეთ..." - რას ამბობს ლაშა ბექაურის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომლის ფოტომ ოლიმპიადიდან სოცქსელი მოიცვა

ახალ­გაზ­რდა ძი­უ­დო­ის­ტმა ლაშა ბე­ქა­ურ­მა, რო­მე­ლიც დღეს უკვე ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნია, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ძა­ლი­ან მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც სა­ეჭ­ვო იყო, იას­პა­რე­ზებ­და თუ არა ის ტო­კი­ოს თა­მა­შებ­ზე. ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა და მის­მა სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დმა, სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლეს, დღეს კი ლაშა ბე­ქა­უ­რი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და!

ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა იმ ექიმს, რე­ა­ბი­ლი­ტო­ლოგს, თე­რა­პევტსა და ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ვინც ამ სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­შას მომ­ზა­დე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ლაშა ბე­ქა­ურ­მა პირ­ვე­ლი ოქრო მო­უ­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას. ბედ­ნი­ე­რი ვარ და ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს, ლა­შას ოჯახს.

მინ­და, ცალ­კე მი­ვუ­ლო­ცო ჩემ ექი­მებს, რომ­ლებ­მაც და­ი­ჯე­რეს. ერ­თად დავ­წე­რეთ პროგ­რა­მა და სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­კეთ­და ის, რაც დღეს მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა. ძი­უ­დოს ექი­მე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ სამ კვი­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი მო­არ­ჩი­ნო, ერ­თად ყოფ­ნით, ერ­თად გვერ­დში დგო­მით და გა­ხა­დო ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, იმ ტრამ­ვის შემ­დეგ, რაც მან ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბუ­და­პეშ­ტში მი­ი­ღო.

ასევე დაგაინტერესებთ
14:44 / 28-07-2021

"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - ქართველი სპორტსმენების ექიმის ემოციები ლაშა ბექაურის გამარჯვების შემდეგ (ფოტო ტოკიოდან)

16:24 / 28-07-2021

"მსგავსი მოცულობის ტექსტი, არცერთი სპორტული ტრავმის აღწერაზე არ მინახავს... ურთულესი იყო მდგომარეობა. ლაშა ბექაურს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი" - რას წერს ექიმი ოლიმპიური ჩემპიონის ტრავმაზე

16:25 / 28-07-2021

ტოკიოში აჟღერებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ემოციები (ვიდეო)

17:54 / 28-07-2021

"წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია...ბოლომდე ვიბრძოლე ჩემი სამშობლოსთვის" - ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ

19:45 / 28-07-2021

"ომში მაცილებ დეეო... გესახელებინოს სამშობლო დე!" - რას წერდა ლაშა ბექაურის დედა შვილის ოლიმპიადაზე გაცილებისას

21:12 / 28-07-2021

"ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ... გირები რომ არ გვქონდა, ქვებით გვიწევდა ვარჯიში" - რას ჰყვება 21 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ბავშვობაზე

22:15 / 28-07-2021

"ლაშამ დარეკა და მითხრა, მამა, ყველა წვალება თვალწინ დამიდგა, როცა რუსი დავამარცხეო... ახლაც ბურანში ვარ" - როგორია გამარჯვების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის მამის ემოციები?

10:11 / 29-07-2021

"შებოჭილი პერშინის დანახვისას, გვეგონა, რომ იმ დღეს საქართველომ რუსეთს ომი მოუგო" - 2008 წელი, 13 აგვისტო: ისტორიული გამარჯვების ამბავი

დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო და­ვით ას­კუ­რა­ვას, ჩემს ახალ­გაზ­რდა რე­ა­ბი­ლი­ტო­ლოგს, ლექ­სო გუ­ლი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც პი­რა­დი მწვრთნე­ლია და ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, ყვე­ლა კლი­ნი­კა­ში მი­ყავ­და, სა­დაც ვუ­წერ­დი, ყვე­ლას მად­ლო­ბად გა­დავ­ხუ­დი, მა­სა­ჟის­ტებს, მთელ დე­ლე­გა­ცი­ას მად­ლო­ბას ვუხ­დი ვინც არ მყვას.

დღე­ვან­დე­ლი დღის გა­მარ­ჯვე­ბა არის მა­გა­ლი­თი, რომ ქარ­თვე­ლებს ვე­რა­ვინ დაგ­ვა­მარ­ცხებს თუ ერ­თად ვიქ­ნე­ბით. მინ­და წარ­მა­ტე­ბა გი­სურ­ვო" - აღ­ნიშ­ნა კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა.

ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლის ვი­დე­ო­კო­მენ­ტა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში Georgian Sports Medicine Association გავ­რცელ­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

შენ გაიხარე კარგო ადამიანო, მილიონობით ადამიანს, რომ სიხარული აჩუქე ამ სატანჯველში. გაიხარეთ ბიჭებო, გილოცავთ!

მიხო პაპა
0

ზურა შენ ცრემლებს ეხლაც ვენაცვალე, ვტირი სიხარულის ტირილით, ხვალ ლიპოზე მეტიროს სხარულით და ზეგ თუშიზე ბიძი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სამ კვირაში მოვარჩინეთ..." - რას ამბობს ლაშა ბექაურის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომლის ფოტომ ოლიმპიადიდან სოცქსელი მოიცვა

"სამ კვირაში მოვარჩინეთ..." - რას ამბობს ლაშა ბექაურის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომლის ფოტომ ოლიმპიადიდან სოცქსელი მოიცვა

ახალგაზრდა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, რომელიც დღეს უკვე ოლიმპიური ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც საეჭვო იყო, იასპარეზებდა თუ არა ის ტოკიოს თამაშებზე. ზურაბ კახაბრიშვილმა და მისმა სამედიცინო გუნდმა, სამი კვირის განმავლობაში შეუძლებელი შეძლეს, დღეს კი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

ზურაბ კახაბრიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ ექიმს, რეაბილიტოლოგს, თერაპევტსა და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ სამი კვირის განმავლობაში ლაშას მომზადებაში წვლილი შეიტანა.

"ბედნიერი ვარ, რომ ლაშა ბექაურმა პირველი ოქრო მოუტანა საქართველოს დელეგაციას. ბედნიერი ვარ და ვულოცავ მთელ საქართველოს, ქართველ გულშემატკივარს, ლაშას ოჯახს.

მინდა, ცალკე მივულოცო ჩემ ექიმებს, რომლებმაც დაიჯერეს. ერთად დავწერეთ პროგრამა და სამი კვირის განმავლობაში გაკეთდა ის, რაც დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ძიუდოს ექიმები აღიარებენ, რომ სამ კვირაში შეიძლება ადამიანი მოარჩინო, ერთად ყოფნით, ერთად გვერდში დგომით და გახადო ოლიმპიური ჩემპიონი, იმ ტრამვის შემდეგ, რაც მან ჩემპიონატზე ბუდაპეშტში მიიღო.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დავით ასკურავას, ჩემს ახალგაზრდა რეაბილიტოლოგს, ლექსო გულიაშვილს, რომელიც პირადი მწვრთნელია და ყველაფერს აკეთებდა, ყველა კლინიკაში მიყავდა, სადაც ვუწერდი, ყველას მადლობად გადავხუდი, მასაჟისტებს, მთელ დელეგაციას მადლობას ვუხდი ვინც არ მყვას.

დღევანდელი დღის გამარჯვება არის მაგალითი, რომ ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს თუ ერთად ვიქნებით. მინდა წარმატება გისურვო" - აღნიშნა კახაბრიშვილმა.

ზურაბ კახაბრიშვილის ვიდეოკომენტარი სოციალურ ქსელში Georgian Sports Medicine Association გავრცელდა.