სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია" - ნათია თურნავა
"ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია"  - ნათია თურნავა

ყვე­ლა პი­რო­ბა შევ­ქმე­ნით იმის­თვის, რომ ჩა­კეტვის გა­რე­შე, მხო­ლოდ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ით და­ვა­მარ­ცხოთ პან­დე­მია და ამ ვი­თა­რე­ბი­დან ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გით გა­მო­ვი­დეთ, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, ნა­თია თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სრუ­ლი "ლოკ­და­უ­ნის“ გამო, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი სეს­ხი აიღო და ახლა, არ­სე­ბულ პი­რო­ბებ­ში, სეს­ხის აღე­ბის არც შე­საძ­ლებ­ლო­ბა და არც სურ­ვი­ლი არ გა­აჩ­ნია.

"შე­ვეც­დე­ბი, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად აგიხ­სნათ, რა გან­სხვა­ვე­ბაა 2021 წელ­სა და 2020 წლის გა­ზა­ფხულს შო­რის. თვი­სობ­რი­ვად სხვა ვი­თა­რე­ბა იყო, ერთი, რომ მარ­თვის ცოდ­ნა მა­შინ ნაკ­ლე­ბად არ­სე­ბობ­და მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვენ ახლა უკვე თით­ქმის 1,5 წელი პან­დე­მი­ის რე­ჟიმ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, ცოდ­ნაც და უნა­რიც გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა გა­ცი­ლე­ბით უფრო მე­ტად არის აღ­ჭურ­ვი­ლი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი, ასე­ვე ჩვენ გვაქვს ვაქ­ცი­ნა, რაც შარ­შან არ არ­სე­ბობ­და. შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია პი­რო­ბი­თად რომ ვთქვათ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვის მარ­თვა ჩა­კეტვის პი­რო­ბებ­ში იმი­ტომ, რომ ჩა­კე­ტი­ლია და პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­და­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბია, მაგ­რამ ამის­თვის სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბი, რომ ჩვენ და­ვეხ­მა­როთ იმ ინ­დუსტრი­ებს, ვინც არის ჩა­კე­ტი­ლი.

ჩვენ ამის­თვის დი­დძა­ლი სეს­ხი ავი­ღეთ. მეტი სეს­ხის აღე­ბის არც შე­საძ­ლებ­ლო­ბა, არც სურ­ვი­ლი არ გაგ­ვაჩ­ნია. სეს­ხი სეს­ხია, ადრე თუ გვი­ან ის და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ყვე­ლა პი­რო­ბა შევ­ქმე­ნით იმის­თვის, რომ ჩა­კეტვის გა­რე­შე, მხო­ლოდ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ით და­ვა­მარ­ცხოთ პან­დე­მია და ამ ვი­თა­რე­ბი­დან ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გით გა­მო­ვი­დეთ. ამას სწო­რედ ასე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ“,- გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიტო
20

(დამარცხდა) და ეგაა,,,(მადლობა ერთმორწმუნე ტურისტებს)

VAVAVAVA
0

შე არასწორო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია" - ნათია თურნავა

"ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია"  - ნათია თურნავა

ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სრული "ლოკდაუნის“ გამო, საკმაოდ სოლიდური სესხი აიღო და ახლა, არსებულ პირობებში, სესხის აღების არც შესაძლებლობა და არც სურვილი არ გააჩნია.

"შევეცდები, ძალიან მარტივად აგიხსნათ, რა განსხვავებაა 2021 წელსა და 2020 წლის გაზაფხულს შორის. თვისობრივად სხვა ვითარება იყო, ერთი, რომ მართვის ცოდნა მაშინ ნაკლებად არსებობდა მსოფლიოში და საქართველოში, ჩვენ ახლა უკვე თითქმის 1,5 წელი პანდემიის რეჟიმში ვიმყოფებით, ცოდნაც და უნარიც გაცილებით მეტია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უფრო მეტად არის აღჭურვილი და გაძლიერებული, ასევე ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რაც შარშან არ არსებობდა. შედარებით მარტივია პირობითად რომ ვთქვათ ინფიცირებულთა რიცხვის მართვა ჩაკეტვის პირობებში იმიტომ, რომ ჩაკეტილია და პრაქტიკულად, გადადების შესაძლებლობა ნაკლებია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსები, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ინდუსტრიებს, ვინც არის ჩაკეტილი.

ჩვენ ამისთვის დიდძალი სესხი ავიღეთ. მეტი სესხის აღების არც შესაძლებლობა, არც სურვილი არ გაგვაჩნია. სესხი სესხია, ადრე თუ გვიან ის დასაბრუნებელი იქნება. ამიტომ, ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. ამას სწორედ ასე განვახორციელებთ“,- განაცხადა თურნავამ.