სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი
"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

"კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის“ ლი­დე­რის, თაკო ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ის თბი­ლი­სის მე­რო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არ აპი­რებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჩარ­კვი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჩარ­კვი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, მას მე­რო­ბის სურ­ვი­ლი არც არას­დროს ჰქო­ნია. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, მისი კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

"ნამ­დვი­ლად არას­დროს მი­ფიქ­რია, არც ახლა ვფიქ­რობ. თუ ვი­ღა­ცამ რა­ღაც სურ­ვი­ლი და­ი­ნა­ხა, ეს მხო­ლოდ თუ გა­გა­ხა­რებს ადა­მი­ანს. ვიცი, რომ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, ვიცი ამის შე­სა­ხებ, რად­გან ჩემ­თან მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, არ მი­ფიქ­რია ამა­ზე არას­დროს და არც ახლა ვფიქ­რობ. მე და­ვუ­ჭერ მხარს იმ ადა­მი­ანს, ვი­საც და­სავ­ლუ­რი ვექ­ტო­რი გა­და­წყვეტს იყოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ი­დან. მკი­თხეს კი­დეც, ნი­კა­ზე არის დიდი ხა­ნია სა­უ­ბა­რი და სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვემ­ხრო­ბი ნიკა მე­ლი­ას. ერთ-ერ­თმა პო­ლი­ტი­კოს­მა თქვა, ვერ ვხე­დავ კან­დი­და­ტუ­რას, რომ კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ო­სო. მე რომ ვამ­ბობ, არ არი­ან ოპო­ზი­ცია და გა­ი­გეთ-მეთ­ქი და არა­ვის ჯერა, ახლა ხომ კარ­გად და­ი­ჯე­რეს უკვე. მო­დით, ვი­სა­უბ­როთ ვინ­მე ნიკა მე­ლი­ა­ზე, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მომ­ხრე­ო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, იმა­ზე დიდი მომ­ხრე, ვიდ­რე კა­ლა­ძე იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, 5-იანს, რომ გვიჩ­ვე­ნებ­და, კარ­გად გვახ­სოვს. გირ­გვლი­ა­ნი მომ­ხდა­რი იყო უკვე, ნიკა მე­ლია ჩემ გვერ­დით მახ­სოვს 7 ნო­ემ­ბრის დროს, როცა მე გირ­გვლი­ანს ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, მაგ­რამ კახი კა­ლა­ძე - არა. კახი კა­ლა­ძე მახ­სოვს მომ­ხრე იყო ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლომისი
15

ჰოო, წარადგინონ, მით უკეთესი კალაძისთვის.😀 

სიმართლე
41

განიხილებოდა თორემ შენც ეხლა მყავხარ კახი კალაძე რა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

"კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ის თბილისის მერობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

აღნიშნულის შესახებ ჩარკვიანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, მას მერობის სურვილი არც არასდროს ჰქონია. თუმცა, მისივე თქმით, მისი კანდიდატურა განიხილებოდა.

"ნამდვილად არასდროს მიფიქრია, არც ახლა ვფიქრობ. თუ ვიღაცამ რაღაც სურვილი დაინახა, ეს მხოლოდ თუ გაგახარებს ადამიანს. ვიცი, რომ განიხილებოდა, ვიცი ამის შესახებ, რადგან ჩემთან მოსულები იყვნენ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, არ მიფიქრია ამაზე არასდროს და არც ახლა ვფიქრობ. მე დავუჭერ მხარს იმ ადამიანს, ვისაც დასავლური ვექტორი გადაწყვეტს იყოს გაერთიანებული ოპოზიციიდან. მკითხეს კიდეც, ნიკაზე არის დიდი ხანია საუბარი და სიამოვნებით მივემხრობი ნიკა მელიას. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, ვერ ვხედავ კანდიდატურას, რომ კონკურენცია გაუწიოსო. მე რომ ვამბობ, არ არიან ოპოზიცია და გაიგეთ-მეთქი და არავის ჯერა, ახლა ხომ კარგად დაიჯერეს უკვე. მოდით, ვისაუბროთ ვინმე ნიკა მელიაზე, თუ "ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეობაზეა საუბარი, იმაზე დიდი მომხრე, ვიდრე კალაძე იყო "ნაციონალური მოძრაობის“, 5-იანს, რომ გვიჩვენებდა, კარგად გვახსოვს. გირგვლიანი მომხდარი იყო უკვე, ნიკა მელია ჩემ გვერდით მახსოვს 7 ნოემბრის დროს, როცა მე გირგვლიანს ვაპროტესტებდი, მაგრამ კახი კალაძე - არა. კახი კალაძე მახსოვს მომხრე იყო ზუსტად იმ პერიოდში“, - განაცხადა ჩარკვიანმა.