აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა დამოკიდებულია პანდემიის კონტროლის გაუმჯობესებაზე და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
"ასე რომ, გთხოვთ, გთხოვთ აიცრათ, აიცრათ ახლავე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დაინფიცირების მაჩვენებელი მაღალია იმ შტატებში, სადაც დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ბოლო 30 დღის განმავლობაში გასამმაგდა და კვირას 32 136 შემთხვევა გამოვლინდა. 21 %-ით გაიზარდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა. ამასთან, ბოლო კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით დაღუპულთა მაჩვენებელმა 25 %-ით მოიმატა.
როდის იყო ხალხის დარდი ჰქონდათ!!!
თავისი ოჯახის წევრები და საგვარეულო აცრას!!!
როდესაც ძალადობას გმობენ, და ყიველდღიურად ტვინს ბურღავენ ვაქცინის მიღებაზე, საკითხავია ეს არ არის ძალადობა?!
ყველამ ძალიან კარგად იცის თავისი ჯანმრთელობისათვის რა არის უკეთესი!!!
ლეონოდ ილიჩ ბრეჟნევი