სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დღევანდელი რიგგარეშე სხდომა დაიხურა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება
დღევანდელი რიგგარეშე  სხდომა დაიხურა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღე­ვან­დე­ლი რიგ­გა­რე­შე პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა და­ი­ხუ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მოს­მე­ნა დღეს აღარ გა­ი­მარ­თე­ბა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვამ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, „ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სხდო­მას ვერ გა­აგ­რძე­ლებს. კუ­ჭა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ ოპო­ზი­ცი­ის მი­ზა­ნი დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბა არ ყო­ფი­ლა.

"რაც დღეს ვი­ხი­ლეთ, პირ­ველ რიგ­ში, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რომ დღეს ეს სხდო­მა არ შემ­დგა­რი­ყო. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რად­გან შეს­ვე­ნე­ბის დროს მე მო­ვის­მი­ნე გან­ცხა­დე­ბე­ბი, სა­დაც პირ­და­პირ, ღიად აცხა­დებ­დნენ, პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს ვგუ­ლის­ხმობ, რომ მათი მი­ზა­ნი არ იყო დღეს სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბა იმის­თვის, რომ და­ეს­ვათ კი­თხვე­ბი და მო­ეს­მი­ნათ პა­სუ­ხე­ბი. მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს პრო­ტეს­ტი, რომ­ლის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­რო არის, რო­დე­საც იყო მო­თხოვ­ნა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში, ეს არ გან­ხორ­ცი­ელ­და და პრო­ტეს­ტი დღე­საც გრძელ­დე­ბა იმ ად­გი­ლი­დან, სა­ი­და­ნაც ერ­თა­დერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, გა­შუქ­დეს სე­სი­ის სხდო­მა, რაც ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­ად­გენს არამ­ხო­ლოდ კონ­სტრუქ­ცი­ულ ფარ­გლებ­ში იმ კი­თხვე­ბის და პა­სუ­ხე­ბის მოს­მე­ნას, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს, და­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა სა­კი­თხი უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან, რომ ასეთ რე­ჟიმ­ში სა­კი­თხის გაგ­რძე­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ ემ­სა­ხუ­რე­ბა იმ მი­ზანს, რის­თვი­საც შე­ვიკ­რი­ბეთ და და­ი­ნიშ­ნა რიგ­გა­რე­შე სხდო­მა. ამი­ტომ დღე­ვან­დელ სხდო­მას ვა­ცხა­დებ და­ხუ­რუ­ლად და ვიმ­სჯე­ლებთ სხვა რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე, რა სა­კი­თხე­ბი გვექ­ნე­ბა გან­სა­ხილ­ვე­ლი უკვე ბი­უ­როს ფორ­მატ­ში “, - გა­ნა­ცხა­და კუ­ჭა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
7

ერთ გვერდზე რამდენ ადგილზე უნდა იყოს განთავსებული ეს ... გავიგეთ, დაიხურა და ღია რომ ყოფილიყო რა, რამე სასიკეთო მოხდებოდა ან გადაწყდებოდა?! ანდა დახურული არაა ისედაც?!

ერმონია
7

ეგ პარლამენტი დასაშლელია, ახალი უნდა ავირჩიოთ, ნაცების გარეშე... სხვა გზას ვერ ვხედავ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დღევანდელი რიგგარეშე სხდომა დაიხურა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება

დღევანდელი რიგგარეშე  სხდომა დაიხურა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღევანდელი რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიხურა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება.

გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მისი თქმით, „ასეთ სიტუაციაში სხდომას ვერ გააგრძელებს. კუჭავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიზანი დღევანდელი სხდომის ჩატარება არ ყოფილა.

"რაც დღეს ვიხილეთ, პირველ რიგში, მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. ძალიან სამწუხაროა, რადგან შესვენების დროს მე მოვისმინე განცხადებები, სადაც პირდაპირ, ღიად აცხადებდნენ, პოლიტიკურ ჯგუფებს ვგულისხმობ, რომ მათი მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები. მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლება ჰქონდათ, თუმცა სამწუხარო არის, როდესაც იყო მოთხოვნა დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და პროტესტი დღესაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს არამხოლოდ კონსტრუქციულ ფარგლებში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, დაყენებული იქნა საკითხი უმრავლესობის მხრიდან, რომ ასეთ რეჟიმში საკითხის გაგრძელება ნამდვილად არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა. ამიტომ დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად და ვიმსჯელებთ სხვა რიგგარეშე სხდომაზე, რა საკითხები გვექნება განსახილველი უკვე ბიუროს ფორმატში “, - განაცხადა კუჭავამ.

პარლამენტთან დაკავებული "ლელოს" წევრები, გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?!" - შალვა პაპუაშვილი

"გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში" - რა განცხადებას არვცელებს სალომე ზურაბიშვილი