ავტორი:

"უზრდელობა და უტაქტობაა, რასაც შენ აკეთებ - ჩვენზე მეტი უფლება არ გაქვს, რა გააკეთე, ვის წარმოადგენ?!" - მიხეილ ყაველაშვილი ხატია დეკანოიძეს

"უზრდელობა და უტაქტობაა, რასაც შენ აკეთებ - ჩვენზე მეტი უფლება არ გაქვს, რა გააკეთე, ვის წარმოადგენ?!" - მიხეილ ყაველაშვილი ხატია დეკანოიძეს

უზრდელობა და უტაქტობაა, რასაც შენ აკეთებ, - ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს.

ყაველაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყნისთვის უბედურება მოაქვს.

„ჩვენზე მეტი უფლება არ გაქვს, ისევე პარლამენტარი ხარ, როგორც ჩვენ. რა გააკეთე, ვის წარმოადგენ?! თქვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხართ ამ ქვეყნის უბედურების მომტანი“, - უთხრა ყაველაშვილმა დეკანოიძეს.

ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომა დახურულად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"