სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნათელი მოჰფინონ საკუთარ განცხადებებს" - როგორ ეხმაურება აშშ-ის ელჩი "არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანთან" დაკავშირებით "ოცნების" ლიდერების კომენტარს
"ნათელი მოჰფინონ საკუთარ განცხადებებს" - როგორ ეხმაურება აშშ-ის ელჩი "არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანთან" დაკავშირებით "ოცნების" ლიდერების კომენტარს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩი კელი დეგ­ნა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებ­მა ნა­თე­ლი უნდა მოჰ­ფი­ნონ მათ გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "ცალ­კე­უ­ლი ჩი­ნოს­ნე­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბის გამო, მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის სტრუქ­ტუ­რებს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მი­ე­წო­დე­ბა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ“.

კელი დეგ­ნანს დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შე­კი­თხვით მი­მარ­თეს, ვის შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობ­დეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე "არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ში, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის“, რა­ზეც ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა აღ­ნიშ­ნა: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებ­მა ნა­თე­ლი უნდა მოჰ­ფი­ნონ მათ მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს",- გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "ცალ­კე­უ­ლი ჩი­ნოს­ნე­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბის გამო", მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის სტრუქ­ტუ­რებს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მი­ე­წო­დე­ბა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

"გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის­თვის გა­საკ­ვი­რი და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია გან­ცხა­დე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ­დე­ბა.

მზად ვართ, ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის ში­ნა­არ­სი და მისი შეს­რუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ ნა­თელს მო­ფენს სი­მარ­თლეს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ ი მ ი ნ ო
130

საწყალი, როგორი გულუბრყველოა?...

zurabi
110

ავირჩიოთ ეს ქალბატონი ელჩი პრემიერად ბარემ .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ნათელი მოჰფინონ საკუთარ განცხადებებს" - როგორ ეხმაურება აშშ-ის ელჩი "არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანთან" დაკავშირებით "ოცნების" ლიდერების კომენტარს

"ნათელი მოჰფინონ საკუთარ განცხადებებს" - როგორ ეხმაურება აშშ-ის ელჩი "არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანთან" დაკავშირებით "ოცნების" ლიდერების კომენტარს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ“.

კელი დეგნანს დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს, ვის შეიძლება გულისხმობდეს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს არასწორ ინფორმაციას აწვდის“, რაზეც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა: "ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს",- განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი გუშინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო", მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ.

"გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.