სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ახლა ისევ საუბარს იწყებენ შეზღუდვებზე, მაშინ როცა არჩევნები მოდის..." - გიგა ბოკერია
"ახლა ისევ საუბარს იწყებენ შეზღუდვებზე, მაშინ როცა არჩევნები მოდის..." - გიგა ბოკერია

„ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში“ იმ აუ­ცი­ლე­ბელ ნა­ბი­ჯებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა შე­საძ­ლო შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

რო­გორც გიგა ბო­კე­რი­ამ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, მა­შინ, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მიზ­ნუ­ლად ჩა­აგ­დო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი, კვლავ ცდი­ლობს შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბი­სათ­ვის.

„ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა, რო­მელ­მაც მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაჩ­ვე­ნა იმის მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ არ უნდა იქ­ცე­ო­დეს მთავ­რო­ბა ასე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დროს, რო­გო­რიც კო­ვიდ­პან­დე­მი­აა. ჩვე­ნი ფული და­ხარ­ჯეს მათი კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, ახლა კი უკვე სა­ჯა­როდ აღი­ა­რეს, რომ მთა­ვა­რი სა­კი­თხი რაც იყო, ვაქ­ცი­ნა­ცია, თვი­თონ შეგ­ნე­ბუ­ლად ჩა­აგ­დეს ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის აუხ­სნე­ლი მი­ზე­ზე­ბით. ესეც იმი­ტომ, რომ მო­უ­წი­ათ აღი­ა­რე­ბა ჩვენ კი­თხვა­ზე რომ ეპა­სუ­ხად და გვი­თხრეს, რომ შეგ­ნე­ბუ­ლად არ შე­ი­ძი­ნეს „ჯონ­სო­ნი­სა“ და „მო­დერ­ნას“ ვაქ­ცი­ნე­ბი, არ აწყობ­დათ ვა­დე­ბი და ფასი, ახლა კი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე ვდგა­ვართ.

ახლა იწყე­ბენ სა­უ­ბარს ისევ შე­ზღუდ­ვებ­ზე, მა­შინ, როცა მო­დის არ­ჩევ­ნე­ბი, მა­შინ როცა ერთხელ, თა­ვი­სი ჭკუ­ით წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ცა­დეს ამ შე­ზღუდ­ვე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა და ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ, თუ რა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი დად­გე­ბა არა­მარ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რად ქვეყ­ნის და ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეკო­ნო­მი­კუ­რად კი­დევ ერთი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­დე­გად.

რა თქმა უნდა, ამ ზი­ანს ვე­რა­ფე­რი გა­მო­ას­წო­რებს რა უზარ­მა­ზა­რი ზი­ა­ნიც უკვე მო­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა, არის მი­ნი­მა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­თა გა­დად­გმაც არის დღე­საც კი შე­საძ­ლე­ბე­ლი იმი­სათ­ვის, რომ არა­ნა­ი­რი ახა­ლი და­მან­გრე­ვე­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი სა­ჭი­რო არ გახ­დეს,“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

ამას­თან, რო­გორც პარ­ტი­ის წევ­რმა ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ასა­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა ტეს­ტი­რე­ბის მზარ­დი ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცია, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის სის­ტე­მუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა, ვაქ­ცი­ნებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის აქ­ტი­უ­რი წარ­მარ­თვა ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე.

„იმ ფონ­ზე, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმე­ო­რებს შარ­შან­დელ შეც­დო­მებს, მა­ნი­პუ­ლი­რებს შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნით და კრი­ტი­კუ­ლად ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­ქა­ლა­ქე­ებს ადეკ­ვა­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის ვაქ­ცი­ნე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­იდ­გას რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი, რათა კვლავ ავი­ცი­ლოთ, ერთი მხრივ, შე­ზღუდ­ვე­ბი და მე­ო­რეს მხრივ, და­ვიც­ვათ ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა და ეს არის პირ­ველ რიგ­ში, ტეს­ტი­რე­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცია (მი­ნი­მუმ 50 000 ტეს­ტი დღე­ში) და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ასე­ვე, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სის­ტე­მუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა, ვაქ­ცი­ნებ­ზე ხელ­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა (ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რის შემ­ცი­რე­ბა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნებ­ზე), სა­ინ­ფორ­მა­ციო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის სწრა­ფი ორ­გა­ნი­ზე­ბა ად­გი­ლებ­ზე და არა პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს მორ­გე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია.

დრო ცო­ტაა, თუ ჩვენ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ძლებთ ამ ნა­ბი­ჯე­ბის თან­მიმ­დევ­რულ სწრად გა­დად­გმას, ჩვენ თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ ძა­ლი­ან დრა­მა­ტულ აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერს და იმ უმ­ძი­მეს შე­ზღუდ­ვებს, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვი­ა­ნონ­სებს,“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1234
0

olo

დ გ
0

ვაააა ექსპერტიც ყოფილა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ახლა ისევ საუბარს იწყებენ შეზღუდვებზე, მაშინ როცა არჩევნები მოდის..." - გიგა ბოკერია

"ახლა ისევ საუბარს იწყებენ შეზღუდვებზე, მაშინ როცა არჩევნები მოდის..." - გიგა ბოკერია

„ევროპულ საქართველოში“ იმ აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრობენ, რომლებიც საჭიროა შესაძლო შეზღუდვებისა და რეგულაციების თავიდან ასაცილებლად.

როგორც გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მაშინ, როცა ხელისუფლებამ გამიზნულად ჩააგდო ვაქცინაციის პროცესი, კვლავ ცდილობს შეზღუდვების შემოღებას პოლიტიკური ამოცანებისათვის.

„ივანიშვილის რეჟიმმა, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი გამოწვევების დროს, როგორიც კოვიდპანდემიაა. ჩვენი ფული დახარჯეს მათი კამპანიის დაფინანსებაზე, ახლა კი უკვე საჯაროდ აღიარეს, რომ მთავარი საკითხი რაც იყო, ვაქცინაცია, თვითონ შეგნებულად ჩააგდეს ნორმალური ადამიანისთვის აუხსნელი მიზეზებით. ესეც იმიტომ, რომ მოუწიათ აღიარება ჩვენ კითხვაზე რომ ეპასუხად და გვითხრეს, რომ შეგნებულად არ შეიძინეს „ჯონსონისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები, არ აწყობდათ ვადები და ფასი, ახლა კი კატასტროფის წინაშე ვდგავართ.

ახლა იწყებენ საუბარს ისევ შეზღუდვებზე, მაშინ, როცა მოდის არჩევნები, მაშინ როცა ერთხელ, თავისი ჭკუით წარმატებით გამოცადეს ამ შეზღუდვების პოლიტიკური ამოცანებისათვის გამოყენება და ფეხებზე ჰკიდიათ, თუ რა უმძიმესი შედეგები დადგება არამარტო პოლიტიკურად ქვეყნის და ადამიანების თავისუფლებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად კიდევ ერთი შეზღუდვების შედეგად.

რა თქმა უნდა, ამ ზიანს ვერაფერი გამოასწორებს რა უზარმაზარი ზიანიც უკვე მოიტანეს, თუმცა, არის მინიმალური ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც არის დღესაც კი შესაძლებელი იმისათვის, რომ არანაირი ახალი დამანგრეველი შეზღუდვები საჭირო არ გახდეს,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, როგორც პარტიის წევრმა ვახტანგ კალოიანმა აღნიშნა, ახალი შეზღუდვების ასაცილებლად საჭიროა ტესტირების მზარდი ინტენსიფიკაცია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სისტემური გაძლიერება, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საინფორმაციო კამპანიის აქტიური წარმართვა ადგილობრივ დონეზე.

„იმ ფონზე, როცა ხელისუფლება იმეორებს შარშანდელ შეცდომებს, მანიპულირებს შეზღუდვებისა და რეგულაციების მოხსნით და კრიტიკულად ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეებს ადეკვატური რაოდენობის ვაქცინებით, ძალიან მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში გადაიდგას რამდენიმე ნაბიჯი, რათა კვლავ ავიცილოთ, ერთი მხრივ, შეზღუდვები და მეორეს მხრივ, დავიცვათ ადამიანების სოცოცხლე და ჯანმრთელობა და ეს არის პირველ რიგში, ტესტირების ინტენსიფიკაცია (მინიმუმ 50 000 ტესტი დღეში) და ინფიცირებული მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფა. ასევე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ჰოსპიტალური სექტორის ინფრასტრუქტურული და სისტემური გაძლიერება, ვაქცინებზე ხელსაწვდომობის გაზრდა (ასაკობრივი ზღვარის შემცირება „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე), საინფორმაციო, საგანმანათლებლო პროცესის სწრაფი ორგანიზება ადგილებზე და არა პოლიტიკურ დღის წესრიგს მორგებული სარეკლამო კამპანია.

დრო ცოტაა, თუ ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლებთ ამ ნაბიჯების თანმიმდევრულ სწრად გადადგმას, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ძალიან დრამატულ აგვისტო-სექტემბერს და იმ უმძიმეს შეზღუდვებს, რასაც ხელისუფლება გვიანონსებს,“ - განაცხადა კალოიანმა.

"ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია... საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში გაიგებთ" - ბოკერია

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით, სავარაუდოდ, რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს