სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება" - ხვიჩია
"თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება" - ხვიჩია

თუკი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პარტნი­ო­რე­ბის­გან მი­ღე­ბულ შე­ნიშ­ვნებს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, ჩათ­ვა­ლეთ, რომ გეზი არის რუ­სე­თის­კენ - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­მოდ­გო­მა­ზე არ­ჩე­ვა­ნი რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის კეთ­დე­ბა, - ეს გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ა­კე­თა.

ხვი­ჩი­ას თქმით, რა­საც დღეს აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ამ­ბობს, ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით რუ­სე­თის­კენ მი­დის.

„ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვი­აზ­როთ ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვალ­სა და ხელს შუა ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი ძალა ხდე­ბა. მას აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ისეთ შე­ნიშ­ვნებს აძ­ლევს, საქ­მე სხვა ქვე­ყა­ნას რომ ეხე­ბო­დეს, წარ­მოდ­გე­ნა გვექ­ნე­ბო­და, რომ წა­ვე­დით რუ­სე­თის­კენ ან აშშ-ს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის­კენ. ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხრი­დან უნდა იყოს აღ­ქმუ­ლი, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­ბი­ჯი რუ­სე­თის­კენ, რა­საც შე­მოდ­გო­მით ძა­ლი­ან მკა­ფიო პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს უკა­ნას­კნე­ლი შან­სი, როცა ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ცდი­ლობს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ვექ­ტო­რი რუ­სე­თი­დან და­სავ­ლე­თის­კენ მო­ატ­რი­ა­ლოს. ყვე­ლა შე­ნიშ­ვნა, რა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, სა­გულ­და­გუ­ლოდ და სრულ­ყო­ფი­ლად უნდა იქ­ნას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რო­მელ ექვს მო­სა­მარ­თლეს უნდა გა­და­ვა­ყო­ლოთ სა­ქარ­თვე­ლო - აშშ-ს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი?!

კარგ შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებთ სან­ქცი­ებს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­მართ, ხოლო ცუდ შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნას, რო­გორც შე­უმ­დგარ ქვე­ყა­ნას, ყვე­ლა ფეხ­ზე და­ი­კი­დებს", - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lolo
51

amerika evropa kidev ertxel shegvagdebs lomis tu urchxulis xaxashi bijo xvichia

aburjga
66

იაგო, შენ რასაც ამბობ არის მართალი! ბრძენი კაცი ხარ და ახლა ერთი ის გვითხარი, რა უნდა ამ აშშ-ს და ევროკავშირს, რას დაგვტრიალებენ თავზე, რატომ ზრუნავენ ჩვენზე, ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულობაზე, ჩევენს სასამართლოზე??!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება" - ხვიჩია

"თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება" - ხვიჩია

თუკი საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან მიღებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ - ასეთ შემთხვევაში, შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიას თქმით, რასაც დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი შინაარსით რუსეთისკენ მიდის.

„ყველაზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება თვალსა და ხელს შუა ანტიამერიკული ძალა ხდება. მას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ისეთ შენიშვნებს აძლევს, საქმე სხვა ქვეყანას რომ ეხებოდეს, წარმოდგენა გვექნებოდა, რომ წავედით რუსეთისკენ ან აშშ-ს მოწინააღმდეგეებისკენ. ეს ქართველი ხალხის მხრიდან უნდა იყოს აღქმული, როგორც ხელისუფლების ნაბიჯი რუსეთისკენ, რასაც შემოდგომით ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს. შეიძლება ეს იყოს უკანასკნელი შანსი, როცა ჩვენი მეგობრები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობს ჩვენი სახელმწიფო ვექტორი რუსეთიდან დასავლეთისკენ მოატრიალოს. ყველა შენიშვნა, რასაც გვეუბნებიან, საგულდაგულოდ და სრულყოფილად უნდა იქნას გათვალისწინებული. რომელ ექვს მოსამართლეს უნდა გადავაყოლოთ საქართველო - აშშ-ს ურთიერთობები?!

კარგ შემთხვევაში მივიღებთ სანქციებს თანამდებობის პირების მიმართ, ხოლო ცუდ შემთხვევაში, ქვეყანას, როგორც შეუმდგარ ქვეყანას, ყველა ფეხზე დაიკიდებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა" - მელია

"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც - არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარეს ვდგავართ" - გიორგი მარგველაშვილი

"მთავრობა ბრიფინგს ვეღარ მართავს... ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე, არის - "როდის გადადგებით?" - ზაალ უდუმაშვილი