ავტორი:

"მაესტროზე" "უცნობის " დაბრუნების გამო ტელეკომპანია ვაკო ავალიანმა დატოვა - "არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია!"

"მაესტროზე" "უცნობის " დაბრუნების გამო ტელეკომპანია ვაკო ავალიანმა დატოვა - "არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია!"

ვაკო ავალიანმა ტელეკომპანია "მაესტროს" აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა. ის უკვე დაემშვიდობა თანამშრომლებს, სოციალურ ქსელში კი დაწერა, რომ არხის ახალი პრიორიტეტები მისთვის მიუღებლია. ამის მიზეზი კი გახდა "მაესტროში" გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") დაბრუნება.

ვტოვებ "მაესტროს", სადაც მეგობრები და საქმის ერთგული, კარგი ადამიანები შევიძინე. "გაიგე ახალი" - არხის სლოგანია, რომელიც ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით), არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად წარმატება "მაესტროს" და "მაესტროელებს", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვაკო ავალიანმა.

საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა - ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა

აბასთუმანში, ტყეში ხანძარია

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი