სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მამუკა მდინარაძე და ანა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ - "ტრაგედიით მოვაჭრეები ხართ“
მამუკა მდინარაძე და ანა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ - "ტრაგედიით მოვაჭრეები ხართ“

პარ­ლა­მენ­ტში ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე­სა და "ლე­ლოს" დე­პუ­ტატ ანა ნაც­ვლიშ­ვილს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მდი­ნა­რა­ძემ ნაც­ვლიშ­ვილს ტრა­გე­დი­ით მო­ვაჭ­რე და ცუდი მსა­ხი­ო­ბი მა­შინ უწო­და, როცა ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი მდი­ნა­რა­ძეს­თან მე­დი­ას­თან სა­უბ­რის დროს მი­ვი­და. ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა მას უთხრა, რომ უნდა რცხვე­ნო­დეს იმის გამო, რომ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­საც საშ­ვი აქვთ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში არ უშ­ვე­ბენ. ნაც­ვლიშ­ვი­ლის თქმით, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, დე­პუ­ტა­ტებ­საც შე­ექ­მნათ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის პრობ­ლე­მა.

ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა მდი­ნა­რა­ძეს მოს­თხო­ვა და­ე­რე­კა და გა­ერ­კვია, რა­ტომ შე­ე­ზღუ­დათ მათ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა. მდი­ნა­რა­ძემ თავ­და­პირ­ვე­ლად ნაც­ვლიშ­ვილს უპა­სუ­ხა, რომ და­რე­კავ­და, თუმ­ცა, არა მე­დი­ის თან­დას­წრე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი უთხრა, რომ რეგ­ლა­მენტზე ნაც­ვლიშ­ვილს წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს.

"წარ­მოდ­გე­ნა ხომ უნდა გქონ­დეთ რეგ­ლა­მენტზე, ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს ვინ ეკი­თხე­ბა აპა­რა­ტის კონ­ტროლს“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ და ნაც­ვლიშ­ვილს "ცუდი მსა­ხი­ო­ბი" უწო­და. მდი­ნა­რა­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბით, ტრი­ბუ­ნას­თან მი­ვარ­დნა არის სპექ­ტაკ­ლი, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. მდი­ნა­რა­ძემ ნაც­ვლიშ­ვილს უთხრა, რომ ტრა­გე­დი­ით ვაჭ­რობს.

"სპექ­ტაკ­ლებს ნუ აწყობ, ანა. ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის საქ­მე არ არის ეს, ნუ სპე­კუ­ლი­რებთ, ადა­მი­ა­ნის ტრა­გე­დი­ით მო­ვაჭ­რე­ე­ბი ხართ“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
100

ეს გოგო არასამთავრობოდან იყო მოსული პოლიტიკაში და მეგონა რარაც ახალ სტანდარტს დაამკვიდრებდა და თურმე აქეთ დაუკვიდრეს. ისტერიკაში ჩავარდნილი. ვაი საქართველო შე უბედურო...

აი
58

მამუკა ძალიან კარგი პარლამენტარია, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს მუშაობდა გაიში და ებრძოდა ნასვამ მძღოლებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მამუკა მდინარაძე და ანა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ - "ტრაგედიით მოვაჭრეები ხართ“

მამუკა მდინარაძე და ანა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ - "ტრაგედიით მოვაჭრეები ხართ“

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესა და "ლელოს" დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მდინარაძემ ნაცვლიშვილს ტრაგედიით მოვაჭრე და ცუდი მსახიობი მაშინ უწოდა, როცა ანა ნაცვლიშვილი მდინარაძესთან მედიასთან საუბრის დროს მივიდა. ანა ნაცვლიშვილმა მას უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რომ მედიის წარმომადგენლებს, რომელსაც საშვი აქვთ, საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. ნაცვლიშვილის თქმით, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დეპუტატებსაც შეექმნათ შენობაში შესვლის პრობლემა.

ანა ნაცვლიშვილმა მდინარაძეს მოსთხოვა დაერეკა და გაერკვია, რატომ შეეზღუდათ მათ შენობაში შესვლა. მდინარაძემ თავდაპირველად ნაცვლიშვილს უპასუხა, რომ დარეკავდა, თუმცა, არა მედიის თანდასწრებით, მოგვიანებით კი უთხრა, რომ რეგლამენტზე ნაცვლიშვილს წარმოდგენა არ აქვს.

"წარმოდგენა ხომ უნდა გქონდეთ რეგლამენტზე, ფრაქციის თავმჯდომარეს ვინ ეკითხება აპარატის კონტროლს“, - განაცხადა მდინარაძემ და ნაცვლიშვილს "ცუდი მსახიობი" უწოდა. მდინარაძის განაცხადებით, ტრიბუნასთან მივარდნა არის სპექტაკლი, რაშიც მონაწილეობას არ მიიღებს. მდინარაძემ ნაცვლიშვილს უთხრა, რომ ტრაგედიით ვაჭრობს.

"სპექტაკლებს ნუ აწყობ, ანა. ფრაქციის თავმჯდომარის საქმე არ არის ეს, ნუ სპეკულირებთ, ადამიანის ტრაგედიით მოვაჭრეები ხართ“, - განაცხადა მდინარაძემ.

"როცა კაცი ჯერ დასაფლავებული არ არის, შსს-ს გუშინდელი საქციელი ამაზრზენი იყო..." - ალეკო ელისაშვილი

"ძალადობისკენ მოწოდება მათ შორის, ეკლესიიდან არის დასაგმობი... ცალკეული მამაოების გამოთქმები ეკლესიაზე არ უნდა განვაზოგადოთ" - გახარია

"ეს ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს ლექსოს სახელის სიკვდილის შემდეგ “გაშავებას” - მიხეილ სააკაშვილი