ავტორი:

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში- როგორია ვითარება ამ წუთებში: პირდაპირი ეთერი

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში- როგორია ვითარება ამ წუთებში: პირდაპირი ეთერი

პარლამენტის სასესიო დარბაზში ფიზიკური დაპირისპირებაა. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები. მანდატურის სამსახური სიტუაციის განმუხტვას ცდილობს.

რამდენიმე წუთის წინ მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ, მათ შორის არიან ვატო წერეთელი და ვახო სანაია.

მათთან ერთად იმყოფებიან ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატებიც.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. დარბაზში სწორედ სხდომა უნდა გამართულიყო.

პარლამენტთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავა

ირაკლი ზარქუა პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე განთავსებულ მედიას, აივნიდან გადაფენილი ბანერების ჩამოხსნას სთხოვს

"ამორალურია გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა - ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ" - კობახიძე