სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თალაკვაძე ჟურნალისტებს  - "იძაბებით ჯვრის დანახვაზე? მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, პარლამენტის წინ კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი რომ იდგა"
თალაკვაძე ჟურნალისტებს  - "იძაბებით ჯვრის დანახვაზე? მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, პარლამენტის წინ კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი რომ იდგა"

იძა­ბე­ბით ჯვრის და­ნახ­ვა­ზე?- მა­შინ არ მახ­სოვ­ხართ შე­წუ­ხე­ბუ­ლი, როცა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ ცა­რი­ე­ლი კარ­ვე­ბი და სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის კო­მი­კუ­რი ბა­ნე­რი იდგა, - ასე პა­სუ­ხობს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წინ "პრა­ი­დის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის მიერ აღ­მარ­თულ ჯვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თა­ლაკ­ვა­ძე აცხა­დებს, რომ პარ­ლა­მენ­ტის წინ ტე­რი­ტო­რია მალე და­უბ­რუნ­დე­ბა ისეთ ფორ­მას, რო­გორ­საც პარ­ლა­მენ­ტი იმ­სა­ხუ­რებს.

"იძა­ბე­ბით ჯვრის და­ნახ­ვა­ზე? თქვენ ხართ მე­დია, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ა­წო­დოს. ამ კი­თხვას რომ მის­ვამთ, ვხვდე­ბი, შე­წუ­ხე­ბუ­ლი ხართ იმით, რომ პარ­ლა­მენ­ტის წინ ვინ­მემ ჯვა­რი დად­გა, მაგ­რამ წინა პე­რი­ოდ­ში არ მახ­სოვ­ხართ შე­წუ­ხე­ბუ­ლი, როცა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ ცა­რი­ე­ლი კარ­ვე­ბი და სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის კო­მი­კუ­რი ბა­ნე­რი იდგა. მა­შინ, თქვე­ნი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ მი­ნა­ხავს და ასე აღ­ტკი­ნე­ბით და შე­წუ­ხე­ბით მა­ში­ნაც რომ გე­კი­თხათ, დღე­საც გი­პა­სუ­ხებ­დით ამა­ზე და მა­ში­ნაც, არა­ფე­რი გა­ბე­დე-არ­გა­ბე­დეს თა­მა­ში ეს არ არის, ძა­ლი­ან მალე ნა­ხავთ, რომ სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რად, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა ყვე­ლა სა­კი­თხი გა­და­წყვე­ტი­ლი და ნა­ხავთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის წინ ტე­რი­ტო­რია და­უბ­რუნ­დე­ბა ისეთ ფორ­მას, რო­გორ­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი იმ­სა­ხუ­რებს. აქე­დან სენ­სა­ცი­ას ნუ ქმნით, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თუ უნდა შე­წუ­ხე­ბუ­ლი­ყა­ვით, უნდა შე­წუ­ხე­ბუ­ლი­ყა­ვით იმით, როცა ცა­რი­ე­ლი კარ­ვე­ბი იდგა თვე­ო­ბით და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ოპო­ზი­ცია სი­ცხე­ში, კა­რავ­ში აწა­მებ­და ისე, რომ არა­ნა­ი­რი პრო­ტეს­ტის თემა იქ არ არ­სე­ბობ­და,"- გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
171

ბრავო არჩილ, ჯიგარი ხარ!

daviti
220

ამ ჟურნალისტებმა მთლად გაუბერეს? ყოჩაღ თალაკვაძეს ძალიან კარგად უთქვამს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თალაკვაძე ჟურნალისტებს  - "იძაბებით ჯვრის დანახვაზე? მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, პარლამენტის წინ კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი რომ იდგა"

თალაკვაძე ჟურნალისტებს  - "იძაბებით ჯვრის დანახვაზე? მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, პარლამენტის წინ კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი რომ იდგა"

იძაბებით ჯვრის დანახვაზე?- მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ "პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ აღმართულ ჯვართან დაკავშირებით.

თალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია მალე დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც პარლამენტი იმსახურებს.

"იძაბებით ჯვრის დანახვაზე? თქვენ ხართ მედია, რომელმაც საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ იმით, რომ პარლამენტის წინ ვინმემ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა. მაშინ, თქვენი პრეტენზიები არ მინახავს და ასე აღტკინებით და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, დღესაც გიპასუხებდით ამაზე და მაშინაც, არაფერი გაბედე-არგაბედეს თამაში ეს არ არის, ძალიან მალე ნახავთ, რომ სრულიად ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში იქნება ყველა საკითხი გადაწყვეტილი და ნახავთ, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც ჩვენი ქვეყანა და კონსტიტუციური ინსტიტუტი - საქართველოს პარლამენტი იმსახურებს. აქედან სენსაციას ნუ ქმნით, როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით იმით, როცა ცარიელი კარვები იდგა თვეობით და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში, კარავში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტის თემა იქ არ არსებობდა,"- განაცხადა თალაკვაძემ.

"ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ ეს შტერები და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?!" - რომან გოცირიძე

"მოვუწოდებ საელჩოებს, დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე... სასწრაფოდ გაათავისუფლეთ, ვისაც უსამართლოდ აწვალებთ" - ვასაძე მთავრობას მიმართავს

პაპუაშვილის თქმით, "ჩინოსანში", რომელმაც აშშ-ს "დამახინჯებული ინფორმაცია" მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე