სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემმა ახლობლებმა ააშენეს ეს კორპუსი... ბინის რემონტი სოფომ ითავა" - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ცნობილი იუმორისტი ჟურნალისტ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს
"ჩემმა ახლობლებმა ააშენეს ეს კორპუსი... ბინის რემონტი სოფომ ითავა" - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ცნობილი იუმორისტი ჟურნალისტ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს

იუ­მო­რის­ტი ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე, ჟურ­ნა­ლის­ტი სოფო რე­ვია ორი წლის წინ და­სახ­ლდნენ აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში მდე­ბა­რე სახ­ლში, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი შრო­მით შე­ი­ძი­ნეს და თა­ვი­სი ხე­ლით მო­ა­წყვეს.

ეს ფაქ­ტი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის, სახ­ლი კი გან­სა­კუთ­რე­ბით საყ­ვა­რე­ლია. რო­გორც წყვი­ლი ამ­ბობს, ეს არის სივ­რცე, სა­დაც ყვე­ლა მშვი­დად, კომ­ფორ­ტუ­ლად და მყუდ­როდ გრძნობს თავს. აქა­უ­რო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლი­სე­ბენ ნი­კო­ლო­ზი და ან­დრია. ძმებს ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი ათ­ვი­სე­ბუ­ლი აქვთ და თუ სად­მე რამე და­ზი­ან­დე­ბა, ეს მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ვახო:

- სახ­ლში, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობთ, მთე­ლი ჩემი სამ­ყა­როა თავ­მოყ­რი­ლი. იმ­დე­ნად მინ­დო­და სა­კუ­თა­რი შრო­მით, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით შე­მე­ძი­ნა სახ­ლი, რომ როცა აქ გად­მო­ვე­დით, არც კი მჯე­რო­და. სახ­ლი ჩემ­თვის ასო­ცირ­დე­ბა ოჯახ­თან, სიყ­ვა­რულ­თან, თბილ კე­რას­თან. ყვე­ლა­ფე­რი ისე მო­ვა­წყვეთ, რომ თავი კომ­ფორ­ტუ­ლად და მშვი­დად გვეგ­რძნო.

- რო­დის შე­ი­ძი­ნეთ ეს სახ­ლი და შერ­ჩე­ვის დროს რას მი­ა­ნი­ჭეთ უპი­რა­ტე­სო­ბა, რა ფაქ­ტო­რე­ბი იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- ორი წლის წინ შე­ვი­ძი­ნეთ შავი კარ­კა­სი. როცა სა­ნა­ხა­ვად შე­მო­ვე­დით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხო­ლოდ კედ­ლე­ბი იყო, მყუდ­რო­ე­ბა ვიგ­რძე­ნით. სახ­ლის ერთი ნა­წი­ლი­დან მთე­ლი ქა­ლა­ქი ხე­ლის­გუ­ლი­ვით მო­ჩანს, მე­ო­რე­დან კი სო­ფელ დიღ­მის ხედი იშ­ლე­ბა. რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ჩემ­თვის, სამ­სა­ხურ­თან ვარ ახ­ლოს. ამას­თან, ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა აა­შე­ნეს ეს კორ­პუ­სი და ვი­ცო­დი, რომ ნამ­დვი­ლად ხა­რის­ხი­ა­ნად აშე­ნებ­დნენ.

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გაქვთ. რე­მონ­ტის პრო­ცეს­ში რამ­დე­ნად ახერ­ხებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას? ვინ უძღვე­ბო­და ამ საქ­მეს?

- რე­მონ­ტი ძი­რი­თა­დად სო­ფომ ითა­ვა, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად მეც ვერ­თვე­ბო­დი. სამ­სა­ხუ­რის მერე გა­მოვრბო­დი, ერთი სული მქონ­და მე­ნა­ხა, რა ეტაპ­ზე იყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად სო­ფომ უხელ­მძღვა­ნე­ლა რე­მონტს. თუმ­ცა ერ­თმა­ნეთს ვუ­თან­ხმებ­დით ყვე­ლა დე­ტალს - ფე­რებს, ავეჯს, გა­ნა­თე­ბას. პირ­ველ რიგ­ში ვცდი­ლობ­დით, რომ ინ­ტე­რი­ე­რი კარ­გი გან­წყო­ბის მომ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. ღია ფე­რებს მი­ვა­ნი­ჭეთ უპი­რა­ტე­სო­ბა. ძა­ლი­ან გვინ­დო­და, რომ ბევ­რი ნა­ხა­ტი გვქო­ნო­და და ასეც არის.

- ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბია. ვისი ნა­ხა­ტე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­რი­ერ­ში?

- გვაქვს გია ბუ­ღა­ძის, ნიკო ცე­ცხლა­ძის, ზურა გო­მე­ლა­უ­რის, ოლეგ ტიმ­ჩენ­კოს, ანა მაღ­ლა­კე­ლი­ძის, ბექა ხუ­ცუ­რა­უ­ლის, მა­მუ­კა ცე­ცხლა­ძის და სხვა­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი. სხვა­თა შო­რის, მეც ვხა­ტავ და ჩემი ნა­ხა­ტე­ბიც არის კედ­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პოს­ტე­რე­ბიც, ამი­ტომ ნა­ხა­ტებ­თან ერ­თად მა­თაც ნა­ხავთ მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის კე­დელ­ზე.

- სოფო, ვა­ხომ აღ­ნიშ­ნა, რომ რე­მონ­ტი თქვენ ითა­ვეთ. რთუ­ლი არ იყო? გქონ­დათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა?

სოფო:

- და­ვი­წყოთ იმით, რომ სა­ნამ რე­მონტს და­ი­წყებ, კარ­გად უნდა გქონ­დეს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხე­ლოს­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი. ამის­თვის ცალ­კე კურ­სე­ბი უნდა გა­ი­ა­რო. ამ კურ­სებს გა­დი­ხარ, დიპ­ლომს იღებ და იწყებ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ეს, რა თქმა უნდა, ხუმ­რო­ბით. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მა­ნამ­დე მქონ­და რე­მონტთან შე­ხე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად გა­მოც­დი­ლე­ბაც, მარ­ტი­ვი მა­ინც არ იყო. ხე­ლოს­ნე­ბის ნა­წილ­თან (რა თქმა უნდა, ყვე­ლას არ ვგუ­ლის­ხმობ) ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტო­ნით სა­უ­ბა­რი. ვა­ხოს არ აქვს მკაც­რი და მომ­თხოვ­ნი ხა­სი­ა­თი, ამი­ტომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სირ­თუ­ლე­ებ­მა ჩემს მხრებ­ზე გა­და­ი­ა­რა.

რე­მონ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იმ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და, ვა­ხოს მე­გობ­რე­ბიც კი მი­რე­კავ­დნენ რჩე­ვე­ბის­თვის. ცალ­კე „ხე­ლოვ­ნე­ბაა“, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე რომ მი­დი­ხარ და გამ­ყიდ­ვე­ლებს ესა­უბ­რე­ბი. რად­გან გოგო ხარ, ჰგო­ნი­ათ, არა­ფე­რი იცი და ად­ვი­ლად მო­გა­ტყუ­ე­ბენ... თუმ­ცა სა­უ­ბარ­ში ხვდე­ბოდ­ნენ, რომ ბრმად არ ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, ყვე­ლა სა­კი­თხში ვერ­კვე­ო­დი და ეღი­მე­ბო­დათ. შემ­დეგ სხვა­ნა­ი­რად იწყებ­დნენ ლა­პა­რაკს.

ვახო:

- იმ­დე­ნად დიდი იყო „მუ­ღა­მი“, დრო­უ­ლად დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა რე­მონ­ტი და გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ცხოვ­რებ­ლად, რომ არა­ნა­ირ სირ­თუ­ლეს არ ვე­პუ­ე­ბო­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად, არც ვიღ­ლე­ბო­დით. მე ბო­ლომ­დე ვი­ყა­ვი სო­ფო­ზე მინ­დო­ბი­ლი და მცი­რე­დი დროც თუ მიჩ­ნდე­ბო­და, მა­შინ­ვე ვერ­თვე­ბო­დი პრო­ცეს­ში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

აია
10

იხარეთ და იბრდნიერეთ. ერთიან და მოსიყვარულე ოჯახებზე დგას ძლიერი სახელმწიფო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ჩემმა ახლობლებმა ააშენეს ეს კორპუსი... ბინის რემონტი სოფომ ითავა" - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ცნობილი იუმორისტი ჟურნალისტ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს

"ჩემმა ახლობლებმა ააშენეს ეს კორპუსი... ბინის რემონტი სოფომ ითავა" - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ცნობილი იუმორისტი ჟურნალისტ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს

იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი სოფო რევია ორი წლის წინ დასახლდნენ აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სახლში, რომელიც საკუთარი შრომით შეიძინეს და თავისი ხელით მოაწყვეს.

ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, სახლი კი განსაკუთრებით საყვარელია. როგორც წყვილი ამბობს, ეს არის სივრცე, სადაც ყველა მშვიდად, კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს თავს. აქაურობას განსაკუთრებით ახალისებენ ნიკოლოზი და ანდრია. ძმებს ყველა კუთხე-კუნჭული ათვისებული აქვთ და თუ სადმე რამე დაზიანდება, ეს მათი დამსახურებაა.

ვახო:

- სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, მთელი ჩემი სამყაროა თავმოყრილი. იმდენად მინდოდა საკუთარი შრომით, შესაძლებლობებით შემეძინა სახლი, რომ როცა აქ გადმოვედით, არც კი მჯეროდა. სახლი ჩემთვის ასოცირდება ოჯახთან, სიყვარულთან, თბილ კერასთან. ყველაფერი ისე მოვაწყვეთ, რომ თავი კომფორტულად და მშვიდად გვეგრძნო.

- როდის შეიძინეთ ეს სახლი და შერჩევის დროს რას მიანიჭეთ უპირატესობა, რა ფაქტორები იყო მნიშვნელოვანი?

- ორი წლის წინ შევიძინეთ შავი კარკასი. როცა სანახავად შემოვედით, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კედლები იყო, მყუდროება ვიგრძენით. სახლის ერთი ნაწილიდან მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანს, მეორედან კი სოფელ დიღმის ხედი იშლება. რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მოსახერხებელია ჩემთვის, სამსახურთან ვარ ახლოს. ამასთან, ჩემმა ახლობლებმა ააშენეს ეს კორპუსი და ვიცოდი, რომ ნამდვილად ხარისხიანად აშენებდნენ.

- ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ. რემონტის პროცესში რამდენად ახერხებდით მონაწილეობას? ვინ უძღვებოდა ამ საქმეს?

- რემონტი ძირითადად სოფომ ითავა, თუმცა პერიოდულად მეც ვერთვებოდი. სამსახურის მერე გამოვრბოდი, ერთი სული მქონდა მენახა, რა ეტაპზე იყო სამუშაოები. ფაქტობრივად სოფომ უხელმძღვანელა რემონტს. თუმცა ერთმანეთს ვუთანხმებდით ყველა დეტალს - ფერებს, ავეჯს, განათებას. პირველ რიგში ვცდილობდით, რომ ინტერიერი კარგი განწყობის მომტანი ყოფილიყო. ღია ფერებს მივანიჭეთ უპირატესობა. ძალიან გვინდოდა, რომ ბევრი ნახატი გვქონოდა და ასეც არის.

- ძალიან მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ნამუშევრებია. ვისი ნახატებია განთავსებული ინტერიერში?

- გვაქვს გია ბუღაძის, ნიკო ცეცხლაძის, ზურა გომელაურის, ოლეგ ტიმჩენკოს, ანა მაღლაკელიძის, ბექა ხუცურაულის, მამუკა ცეცხლაძის და სხვათა ნამუშევრები. სხვათა შორის, მეც ვხატავ და ჩემი ნახატებიც არის კედლებზე განთავსებული. ძალიან მიყვარს პოსტერებიც, ამიტომ ნახატებთან ერთად მათაც ნახავთ მისაღები ოთახის კედელზე.

- სოფო, ვახომ აღნიშნა, რომ რემონტი თქვენ ითავეთ. რთული არ იყო? გქონდათ ამ მიმართულებით რაიმე გამოცდილება?

სოფო:

- დავიწყოთ იმით, რომ სანამ რემონტს დაიწყებ, კარგად უნდა გქონდეს შემუშავებული ხელოსნებთან ურთიერთობის მენეჯმენტი. ამისთვის ცალკე კურსები უნდა გაიარო. ამ კურსებს გადიხარ, დიპლომს იღებ და იწყებ მათთან ურთიერთობას. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე მქონდა რემონტთან შეხება და შესაბამისად გამოცდილებაც, მარტივი მაინც არ იყო. ხელოსნების ნაწილთან (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ) ზოგჯერ საჭიროა კატეგორიული ტონით საუბარი. ვახოს არ აქვს მკაცრი და მომთხოვნი ხასიათი, ამიტომ მათთან ურთიერთობის სირთულეებმა ჩემს მხრებზე გადაიარა.

რემონტის დასრულების შემდეგ იმხელა გამოცდილება დამიგროვდა, ვახოს მეგობრებიც კი მირეკავდნენ რჩევებისთვის. ცალკე „ხელოვნებაა“, ელიავას ბაზრობაზე რომ მიდიხარ და გამყიდველებს ესაუბრები. რადგან გოგო ხარ, ჰგონიათ, არაფერი იცი და ადვილად მოგატყუებენ... თუმცა საუბარში ხვდებოდნენ, რომ ბრმად არ ვიყავი მისული, ყველა საკითხში ვერკვეოდი და ეღიმებოდათ. შემდეგ სხვანაირად იწყებდნენ ლაპარაკს.

ვახო:

- იმდენად დიდი იყო „მუღამი“, დროულად დაგვესრულებინა რემონტი და გადმოვსულიყავით საცხოვრებლად, რომ არანაირ სირთულეს არ ვეპუებოდით. ფაქტობრივად, არც ვიღლებოდით. მე ბოლომდე ვიყავი სოფოზე მინდობილი და მცირედი დროც თუ მიჩნდებოდა, მაშინვე ვერთვებოდი პროცესში...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

"გასარკვევია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ - საპატრიარქოს შესაბამისი კომისია ალბათ იმსჯელებს" - მეუფე გრიგოლი

"ისტორიული დღის მომსწრე ვართ, ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო" - მეუფე შიო