ავტორი:

"ევროპაში არცთუ დიდი ხნის წინ ქალს ხმა არ ქონდა არჩევნებში... ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში ფერადკანიანებს დევნიდნენ..." - რას წერს მაკა ჩიჩუა

"ევროპაში არცთუ დიდი ხნის წინ ქალს ხმა არ ქონდა არჩევნებში... ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში ფერადკანიანებს დევნიდნენ..." - რას წერს მაკა ჩიჩუა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე "თბილისი პრაიდის" გარშმო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

"ისიც იყო არცთუ დიდი ხნის წინ, როცა ოსკარ უაილდი სექსუალური ორიენტაციის გამო დაატუსაღეს, პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა მალევე მიხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ეს ქმედება მცდარია ყოველმხრივ, როგორც სახელმწიფოებრივად ასევე მორალური!!!! მორალური და ჰუმანური თვალსაზრისით. ბალანსისთვის საჭიროა სხვა სტრატეგია, რომელიც კანონს და მორალს დაარეგულირებს... მეტად დაარბილებს და გააადამიანურებს სასტიკ სამყაროს... თუმცა მკაცრად და ხაზგასმით კანონის ფარგლებში... დასავლეთმა და ევროპამ ეს გზა აირჩია... მათაც მძიმე გზა გაიარეს... ძალიან მძიმე... ჩვენ დღეს გვინდა ვიყოთ ცივილური ნაწილის მხარეს და ჯანსაღ მომავალზე ორიენტირებულნი... იყო დრო როცა ევროპაში, და არცთუ დიდი ხნის წინ ქალს ხმა არ ქონდა არჩევნებში... ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში ფერადკანიანებს დევნიდნენ... მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ბრძოლაა საჭირო, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და ჩვენს შვილებს სამშობლო შევუნარჩუნოთ... თავისუფალი და ფერადი... როგორიც სინამდვილეშია".

"უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას არ ვეგუებით! დაინახოს მთელმა მსოფლიოს, რომ საქართველოში ხელისუფლება ხოცავს ჟურნალისტებს!" - რას წერს ვახო სანაია

"მოხდილიც მაქვს და ორჯერ ვარ აცრილი. ვდარდობ ჩემს ჯანმრთელობაზე, რომელიც ძლივს შევაკოწიწე"  - ანა სუბელიანი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

"ავიწყდება ამ ხალხს, რომ ადამიანის, თუნდაც ყველაზე მიუღებლის მოკვლით პრობლემა არ გადაიჭრება..." - მწერალი გურამ მეგრელიშვილი ოპერატორის გარდაცავლებას ეხმაურება