სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პროკურატურა ჟურნალისტებისა და ოპერატორების ძალადობის ფაქტებზე დაკავებულების ბრალდებაზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ჟურნალისტებისა და ოპერატორების ძალადობის ფაქტებზე დაკავებულების ბრალდებაზე განცხადებას ავრცელებს

პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნის და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე სამ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, 5 ივ­ლისს, “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნის, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის შემ­ცვე­ლი სხვა ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე, სამ პირს - ზ.ჭ.-ს, მ.დ.-ს და ზ.მ.-ს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 5 ივ­ლისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­სა­მარ­თი აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჯგუ­ფის მიერ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე, ორ­გა­ნი­ზე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, თავს და­ესხნენ სხვა­დას­ხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის, ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მის, ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებს და ოპე­რა­ტო­რებს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მათ მი­მართ პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით დევ­ნა და არ მის­ცეს მათ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვის 2“-ის, გა­მო­ცე­მა „ტა­ბუ­ლას“ და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „ნი­უ­პოს­ტის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ხე­ლის შეშ­ლის მო­ტი­ვით ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით, აი­ძუ­ლებ­დნენ შე­ე­წყვი­ტათ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, არ გა­და­ე­ღოთ და არ გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ზ.მ., მ.დ. და ზ.ჭ. 2021 წლის 5 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით), 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით ( დევ­ნა პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) და 225-ე მუხ­ლის ნა­წი­ლით (ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4 წლი­დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ში და კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და ასე­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 23 პირი, მათ შო­რის 17 ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი.

აქვე, ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებთ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა და დევ­ნა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ბრალ­დე­ბის მხა­რე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა სა­ჭი­რო ქმე­დე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე მკაცრ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რა­საც მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს“, - აცხა­დე­ბენს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

პროკურატურა ჟურნალისტებისა და ოპერატორების ძალადობის ფაქტებზე დაკავებულების ბრალდებაზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ჟურნალისტებისა და ოპერატორების ძალადობის ფაქტებზე დაკავებულების ბრალდებაზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას უწყება ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე, სამ პირს - ზ.ჭ.-ს, მ.დ.-ს და ზ.მ.-ს ბრალი წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

ბრალდებულები ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, აიძულებდნენ შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების ამსახველი მასალა.

სამართალდამცველებმა ზ.მ., მ.დ. და ზ.ჭ. 2021 წლის 5 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ასევე, ორგანიზატორების დადგენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 23 პირი, მათ შორის 17 ჟურნალისტი და ოპერატორი.

აქვე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულების კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს. საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აცხადებენს პროკურატურაში.

"არსებობს პროპორციული ძალა, რომელიც უნდა გამოიყენოს პოლიციამ - რაც შეგვეძლო, შესაბამისად ვმოქმედებდით" - ვაჟა სირაძე

"ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები" - შსს-ს განცხადება პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე

"პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ..." - გუშინდელ აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ჯარიმა, პაატა გურჩიანს კი 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა