ავტორი:

"ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ - დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა" - პრემიერი

"ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ - დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა" - პრემიერი

ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ. მინდა ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ მედიის წარმომადგენლების ცემისა და მათზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ძალადობის ჩამდენი დაისჯება.

„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად. დილით დააკავეს სამი პირი. გუშინაც რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ამორალური საქციელია კოლეგის სიკვდილით სპეკულირება" - რა თქვა პრემიერმა მისი გადადგომის მოთხოვნით დაანონსებულ აქციაზე საუბრისას?

"როგორც მშობელმა, მინდა, მივმართო მოსახლეობას... იმატა ბავშვებში შემთხვევებმა" - რა განცხადებას ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი?

"ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ ეს შტერები და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?!" - რომან გოცირიძე