სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დაკავებულია 8 პირი - 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
"დაკავებულია 8 პირი - 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

გა­მოვ­ლე­ნილ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე ამ ეტაპ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლია 8 პირი, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, 55 პი­რის მი­მართ გა­მოვ­ლინ­და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი, მათ შო­რის 53 არის სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

„გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის და მათ­ზე პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ.

გა­მოვ­ლე­ნილ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე ამ ეტაპ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლია 8 პირი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით 55 პი­რის მი­მართ გა­მოვ­ლინ­და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი, მათ შო­რის 53 არის სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა გა­მოვ­ლე­ნილ შემ­დეგ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე:

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბებ­ზე და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე (ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა) და 126-ე (ძა­ლა­დო­ბა) მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თბი­ლის­ში მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლი­ას" და "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" ოფის­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლით გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ახვლე­დი­ა­ნის ქუჩა №17-ში მდე­ბა­რე „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ოფის­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე სსკ-ის 187-ე მუხ­ლით გრძელ­დე­ბა.

ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან და­ფიქ­სი­რე­ბულ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ზე, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ პი­რო­ტექ­ნი­კის აფეთ­ქე­ბით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ გმობს სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბულ ქმე­დე­ბებს, მათ შო­რის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ხა­ტულ ძა­ლა­დო­ბას.

ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლილ ფაქ­ტზე ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ში და კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ცი­დენ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლა“, - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
65

რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

ლადო
99

გამოუშვით ყველა უკანონო დაკავებული ქართველი ვაჯკაცი!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"დაკავებულია 8 პირი - 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

"დაკავებულია 8 პირი - 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი, - ამის შესახებ ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 5 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების და მათზე პოლიციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების შესახებ.

გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება გამოვლენილ შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე:

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება გამოძიება. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება ასევე სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობას.

ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

დააკავეს პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე სკუტერით ხალხის მასაში შევარდა

მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააკავეს

პარლამენტთან ხმაური იყო - დაკავებულია რამდენიმე პირი