სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა... დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ" - რას ყვებიან ჟურნალისტები, რომლებსაც მოძალადე პროტესტანტები დაესხნენ თავს
"ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა... დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ" - რას ყვებიან ჟურნალისტები, რომლებსაც მოძალადე პროტესტანტები დაესხნენ თავს

თბი­ლი­სი პრა­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს - ჟურ­ნა­ლის­ტებს და ოპე­რა­ტო­რებს თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

"ასე­თი არას­დროს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტის მი­მართ. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ტე­რი­ტო­რია დავ­ტო­ვოთ. რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტია და­შა­ვე­ბუ­ლი. დამ­ტვრე­უ­ლია კა­მე­რე­ბი. გვა­ფურ­თხებ­დნენ, გვა­გი­ნებ­დნენ", - ამ­ბობს "რუს­თა­ვი 2-ის“ ეთერ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე ბო­კუ­ჩა­ვა.

"უცებ ძა­ლი­ან მძლავ­რი ძა­ლა­დო­ბა და­ი­წყო ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე. ყვე­ლა ერთ მხა­რეს დავ­დე­ქით. და­ი­წყო ფურ­თხე­ბა, გი­ნე­ბა, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ნა­ცე­მი არი­ან ჩვე­ნი ოპე­რა­ტო­რე­ბი, ერთი ძა­ლი­ან მძი­მედ და­შავ­და - ზურა მა­ნა­გა­ძე, რო­მე­ლიც სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის მან­ქა­ნა­ში ჩემ­თან ერ­თად ზის.

არ ვა­პი­რებ­დით ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას, თუმ­ცა, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ძა­ლით ჩაგ­ვსვეს მან­ქა­ნა­ში, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, უსაფრ­თხო ად­გი­ლას მივ­ყა­ვართ.

ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აგ­რე­სია ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზის გამო იყო. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად შე­მე­შინ­და ასე ძა­ლი­ან. პო­ლი­ცი­ამ საკ­მა­ოდ შორს დაგვტო­ვა, სა­დღაც ვა­კე­ში, იმის­თვის რომ არ გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით აქ­ცი­ა­ზე, თუმ­ცა უნდა გა­ვა­შუ­ქოთ მოვ­ლე­ნე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბას მე­ტად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ვიდ­რე ამ კვი­რე­ულს. რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, მე და ჩემს ოპე­რა­ტორს ზურა მა­ნა­გა­ძეს მოგ­ვი­ახ­ლოვ­და აქ­ცი­ის ერთ - ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, რო­მელ­მაც გვთხო­ვა, რომ აღარ მივ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით აქ­ცი­ა­ზე. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს არ ჰქო­ნი­ათ აგ­რე­სია. იქ შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო", - გა­ნა­ცხა­და "რუს­თა­ვი 2" - ის ჟურ­ნა­ლის­ტმა მა­რი­კა გო­ცი­რი­ძე პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
93

არ ფიქრობს მედია რომ დაიმსახურა ზოგიერთმა ჟურნალისტმა (ვითომ ჟურნალისტმა) ქართველი ხალხის ეს დამოკიდებულება??? ვფიქრობ დაიმსახურა იმიტომ რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას...

 

rasa
90

სახელმწიფოდ მაშინ შევდგებით, როდესაც გამოჩნდება მთავრობა, რომელიც ქედს კი არ მოიხრის იმ ბნელი ძალების მიმართ ვისაც დღეს საპატრიარქო აქვს დაპატრონებული, არამედ განდევნის საპატრიარქოდან ამ ძალებს და სახელმწიფოს უზენაესობას განამტკიცებს. რუის-ურბნისი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა... დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ" - რას ყვებიან ჟურნალისტები, რომლებსაც მოძალადე პროტესტანტები დაესხნენ თავს

"ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა... დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ" - რას ყვებიან ჟურნალისტები, რომლებსაც მოძალადე პროტესტანტები დაესხნენ თავს

თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს - ჟურნალისტებს და ოპერატორებს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა. აგრესიულები არიან ყველა არხის ჟურნალისტის მიმართ. გვეუბნებიან, რომ ტერიტორია დავტოვოთ. რამდენიმე ჟურნალისტია დაშავებული. დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ", - ამბობს "რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.

"უცებ ძალიან მძლავრი ძალადობა დაიწყო ჟურნალისტებზე. ყველა ერთ მხარეს დავდექით. დაიწყო ფურთხება, გინება, ფიზიკური ძალადობა, ნაცემი არიან ჩვენი ოპერატორები, ერთი ძალიან მძიმედ დაშავდა - ზურა მანაგაძე, რომელიც საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში ჩემთან ერთად ზის.

არ ვაპირებდით ტერიტორიის დატოვებას, თუმცა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომლებმა ძალით ჩაგვსვეს მანქანაში, როგორც თავად ამბობენ, უსაფრთხო ადგილას მივყავართ.

ამ ადამიანების აგრესია ჟურნალისტებზე გაურკვეველი მიზეზის გამო იყო. ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში პირველად შემეშინდა ასე ძალიან. პოლიციამ საკმაოდ შორს დაგვტოვა, სადღაც ვაკეში, იმისთვის რომ არ გადმოვსულიყავით აქციაზე, თუმცა უნდა გავაშუქოთ მოვლენები. ეს ადამიანები ჟურნალისტების მუშაობას მეტად აპროტესტებენ, ვიდრე ამ კვირეულს. რამდენიმე წუთის წინ, მე და ჩემს ოპერატორს ზურა მანაგაძეს მოგვიახლოვდა აქციის ერთ - ერთი ორგანიზატორი, რომელმაც გვთხოვა, რომ აღარ მივბრუნებულიყავით აქციაზე. უნდა აღვნიშნო, რომ ორგანიზატორებს არ ჰქონიათ აგრესია. იქ შეკრებილი ადამიანების უმრავლესობა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო", - განაცხადა "რუსთავი 2" - ის ჟურნალისტმა მარიკა გოცირიძე პირდაპირი ჩართვისას.

"სახეზეა თავის ტვინის შერყევა" - რას ამბობს ექიმი "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფის მდგომარეობაზე, რომელიც "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა სცემეს

ვინ და რატომ გამოაცხადა ნადირობა მედიაზე - რა არის საერო და სასულიერო ძალაუფლების მქონე ინსტიტუტების და ფაშისტური ჯგუფების მიზანი?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის სტატისტიკა