სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადება - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები
უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადება - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები

ზა­ფხუ­ლი ყვე­ლას­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვე­ბის­თვის ძი­რი­თა­დად დას­ვე­ნე­ბა­სა და გარ­თო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ ეს პე­რი­ო­დი ამავდრო­უ­ლად მო­მა­ტე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბის, მზე­ზე დამ­წვრო­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ვირუ­სე­ბის პე­რი­ო­დი­ცაა. სა­სურ­ვე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვახ­დი­ნოთ ისე­თი პრობ­ლე­მე­ბის პრე­ვენ­ცია, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა თავი იჩი­ნოს ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლის პე­რი­ოდ­ში და სა­შუ­ა­ლე­ბა არ მივ­ცეთ, მხი­ა­რუ­ლი დღე­ე­ბის გა­ფერ­მკრთა­ლე­ბის. ზა­ფხულ­ში მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ხომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიჰ­ყვე­ბა ადა­მი­ანს. ზა­ფხუ­ლი რომ სრუ­ლად უსაფრ­თხო გა­ხა­დოთ, სა­ჭი­როა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა. უსაფრ­თხო ზა­ფხუ­ლის­თვის სწო­რად მომ­ზა­დე­ბა­ზე „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ჭი­თა­ნა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა უსაფრ­თხო ზა­ფხუ­ლი?

ზა­ფხუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის წარ­მო­ად­გენს წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ დროს, ვი­ნა­ი­დან ეს პე­რი­ო­დი მათ­თვის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან, გარ­თო­ბას­თან, ცურ­ვას­თან, ეზო­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნას­თან. თუმ­ცა, ამა­ვე დროს ზა­ფხულ­ში იზ­რდე­ბა სხვა­დას­ხვა ტრავ­მუ­ლი შემ­თხვე­ვის სიხ­ში­რე, რის გა­მოც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ შემ­დე­გი რჩე­ვე­ბი:

  • თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ ბავ­შვებს ცურ­ვის დროს, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი.
  • აი­ცი­ლეთ თა­ვი­დან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა - გა­და­ხუ­რე­ბა. მი­ე­ცით ბავ­შვებს სი­თხე­ე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, მო­ა­რი­დეთ ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მზის პირ­და­პირ სხი­ვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით დღის პიკ სა­ა­თებ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (მი­ნი­მუმ 30 SPF), ჩა­აც­ვით ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი თხე­ლი, ფარ­თე, ღია ფე­რის ტან­საც­მე­ლი, უმ­ჯო­ბე­სია გრძელ სა­ხე­ლო­ე­ბი­ა­ნი, რათა და­იც­ვას მწე­რე­ბის­გან.
  • ფრთხი­ლად იყა­ვით სა­თა­მა­შო მო­ედ­ნებ­ზე ყოფ­ნის დროს. ყო­ველ­წლი­უ­რად გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 200 000-ზე მეტი ვი­ზი­ტია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი გა­სარ­თობ მო­ედ­ნებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბის გამო.
  • ზა­ფხუ­ლის დღე­ებ­ში წი­ნას­წარ შე­ა­მოწ­მეთ გა­სარ­თო­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა ხე­ლის შე­ხე­ბით და შე­ურ­ჩი­ეთ თი­თო­ე­ულ ბავ­შვს მისი ასა­კის შე­სა­ფე­რი­სი.
  • ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით პიკ­ნი­კე­ბის მო­წყო­ბი­სას, იცო­დეთ რომ არ­სე­ბობს რის­კი ხან­ძრის გა­ჩე­ნის. არ და­ტო­ვოთ სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლი სრუ­ლად მო­წეს­რი­გე­ბის გა­რე­შე.
  • ქუ­ჩა­ში ვე­ლო­სი­პე­დით მოძ­რა­ო­ბი­სას, იმოძ­რა­ვეთ მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეცა­დეთ, ბავ­შვე­ბი და თქვენც იყოთ ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი მძღო­ლე­ბის მიერ - ჩა­იც­ვით ფე­რა­დი, არეკვლა­დი ტან­საც­მე­ლი. გზა ყო­ველ­თვის გა­დაკ­ვე­თეთ სპე­ცი­ა­ლურ გა­და­სას­ვლელ ად­გი­ლას - ზებ­რა­ზე.

რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლის შერ­ჩე­ვის დროს? რა არის მთა­ში და ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი?

არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ეკო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სურ­ვე­ლია ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნა დიდი, ინ­დუსტრი­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­დან მო­შო­რე­ბით, სა­დაც ატ­მოს­ფე­როს და­ბინ­ძუ­რე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ამის­თვის გირ­ჩევთ, ბავ­შვე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ქა­ლაქ­გა­რეთ გზის­პი­რი­დან მო­შო­რე­ბულ, გამ­წვა­ნე­ბულ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის და სხვა მავ­ნე აი­რე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა ჰა­ერ­ში. რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ხში­რი სე­ირ­ნო­ბა სუფ­თა ჰა­ერ­ზე არა­ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში. ამას­თა­ნა­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ არ­სე­ბობს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი სხვა­დას­ხვა სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებ­ში დას­ვე­ნე­ბა­სა და გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ში. ამი­ტომ არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტურ კუ­რორ­ტებ­ზე ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნა. სა­ქარ­თვლოს მო­სახ­ლე­ო­ბის შე­და­რე­ბით დიდი ნა­წილს აქვს სო­ფე­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ თა­მა­მად ხან­გრძლი­ვად წა­იყ­ვა­ნოთ ბავ­შვე­ბი. აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ის გამო პრობ­ლე­მე­ბი თავს იჩენს ხოლ­მე ძი­რი­თა­დად 2500-2700 მ ზღვის დო­ნი­დან სი­მაღ­ლე­ზე ას­ვლი­სას.

ზღვა­ზე ან სხვა სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლებ­ში წაყ­ვა­ნი­სას ერი­დეთ ხალ­ხმრავ­ლო­ბას და შეკ­რე­ბის ად­გი­ლებს, ვი­ნა­ი­დან მჭიდ­რო პო­პუ­ლა­ცი­ებ­ში მარ­ტი­ვად ხდე­ბა ინ­ფექ­ცი­ის სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა.

რა ნიშ­ნავს სით­ბუ­რი დარ­ტყმა, რო­მე­ლის შე­სა­ხე­ბაც ზა­ფხულ­ში ხში­რად გვეს­მის?

ე.წ. „სით­ბუ­რი დარ­ტყმა“ ვი­თარ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მის გა­და­ხუ­რე­ბის შე­დე­გად, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნით. სით­ბუ­რი დარ­ტყმის ნიშ­ნე­ბია:

  • სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა =/> 40 გრა­დუს­ზე
  • გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თქვა და გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე
  • გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, ტა­ვის ტკი­ვი­ლი
  • შეც­ვლი­ლი მენ­ტა­ლუ­რი სტა­ტუ­სი
  • კა­ნის ჰი­პე­რე­მია-სი­წით­ლე, გა­მო­ნა­ყა­რი

სით­ბურ დარ­ტყმა­ზე ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ეცა­დეთ, მა­შინ­ვე და­უ­კავ­შირ­დეთ ექიმს ან გა­მო­ი­ძა­ხოთ სსდ-ის ბრი­გა­და, მა­ნამ­დე კი ბავ­შვი მო­ა­თავ­სეთ შე­და­რე­ბით გრილ ად­გი­ლას, გა­ხა­დეთ ტან­საც­მე­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რი გზით ეცა­დეთ სხე­უ­ლის გაგ­რი­ლე­ბას - გრი­ლი წყლის სა­ფე­ნე­ბი, გრი­ლი წყლის აბა­ზა­ნა, ყი­ნუ­ლე­ბის მო­თავ­სე­ბა კი­სერ­ზე, სა­ზარ­დუ­ლის მი­და­მო­ში; სი­თხე­ე­ბით დატ­ვირ­თვა;

რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ჩან­თა სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის დროს?

ნე­ბის­მი­ე­რი ხან­მოკ­ლე თუ ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით დას­ვე­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უნდა გქონ­დეთ წი­ნას­წარ, უშუ­ა­ლოდ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ჩან­თა, რო­მე­ლიც უნდა მო­ი­ცავ­დეს შემ­დეგ საგ­ნებ­სა და დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბებს:

  • ტემ­პე­რა­ტუ­რის სა­ზო­მი ელექტრო თერ­მო­მეტ­რი.
  • სტე­რი­ლუ­რი ბამ­ბის და მარ­ლის ბურ­თუ­ლე­ბი.
  • ან­ტი­სეპ­ტი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო სპირ­ტი ან იო­დის ხსნა­რი.
  • და­ზი­ა­ნე­ბულ კან­ზე და­საკ­რა­ვი წე­ბო­ვა­ნი სა­ფე­ნე­ბი (პლას­ტი­რე­ბი).
  • ან­ტი­პი­რე­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - პა­რა­ცე­ტა­მო­ლი ან იბუპრო­ფე­ნი სხვა­დას­ხვა მი­სა­ღე­ბი ფორ­მით - სან­თლე­ბი რექ­ტა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, სირო­ფი ან აბე­ბი და­სა­ლე­ვად.
  • ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი - ალერ­გი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.
  • ყო­ველ­თვის იქო­ნი­ეთ დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი(ამ­პუ­ლი­რე­ბუ­ლი) სა­აფ­თი­ა­ქო ჩან­თა­ში.
  • ჯან­მრთე­ლო­ბის ქრო­ნი­კუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხში­რად მოხ­მა­რე­ბუ­ლი და ექი­მის მიერ რე­კო­მე­დი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით და­მა­ტე­ბი­თი აპა­რა­ტუ­რა - ნე­ბუ­ლა­ი­ზე­რი, პულ­სოქ­სი­მეტ­რი.
  • ორა­ლუ­რი რე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ელექტრო­ლი­ტე­ბის ნა­რე­ვი.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 032 2 190 190

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადება - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები

უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადება - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები

ზაფხული ყველასთვის და განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის ძირითადად დასვენებასა და გართობასთან ასოცირდება, მაგრამ ეს პერიოდი ამავდროულად მომატებული ტრავმების, მზეზე დამწვრობებისა და სხვადასხვა ვირუსების პერიოდიცაა. სასურველია მაქსიმალურად მოვახდინოთ ისეთი პრობლემების პრევენცია, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინოს ქალაქგარეთ გასვლის პერიოდში და საშუალება არ მივცეთ, მხიარული დღეების გაფერმკრთალების. ზაფხულში მიღებული ემოციები და შთაბეჭდილებები ხომ მთელი წლის განმავლობაში მიჰყვება ადამიანს. ზაფხული რომ სრულად უსაფრთხო გახადოთ, საჭიროა რეკომენდაციების გათვალისწინება და გარკვეული წესების დაცვა. უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადებაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ჭითანავა გვესაუბრება.

რა კომპონენტებისგან შედგება უსაფრთხო ზაფხული?

ზაფხული ბავშვებისთვის წარმოადგენს წელიწადის ყველაზე საყვარელ დროს, ვინაიდან ეს პერიოდი მათთვის დაკავშირებულია თავისუფლებასთან, გართობასთან, ცურვასთან, ეზოში მეგობრებთან ერთად ყოფნასთან. თუმცა, ამავე დროს ზაფხულში იზრდება სხვადასხვა ტრავმული შემთხვევის სიხშირე, რის გამოც უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • თვალყური ადევნეთ ბავშვებს ცურვის დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული ტრაგიკული შედეგები.
  • აიცილეთ თავიდან მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ზემოქმედება - გადახურება. მიეცით ბავშვებს სითხეები დიდი რაოდენობით, მოარიდეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზის პირდაპირ სხივებს, განსაკუთრებით დღის პიკ საათებში, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები (მინიმუმ 30 SPF), ჩააცვით ბუნებრივი მასალისგან დამზადებული თხელი, ფართე, ღია ფერის ტანსაცმელი, უმჯობესია გრძელ სახელოებიანი, რათა დაიცვას მწერებისგან.
  • ფრთხილად იყავით სათამაშო მოედნებზე ყოფნის დროს. ყოველწლიურად გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 200 000-ზე მეტი ვიზიტია განპირობებული გასართობ მოედნებზე მიღებული ტრავმების გამო.
  • ზაფხულის დღეებში წინასწარ შეამოწმეთ გასართობი მოწყობილობების ტემპერატურა ხელის შეხებით და შეურჩიეთ თითოეულ ბავშვს მისი ასაკის შესაფერისი.
  • ყურადღებით იყავით პიკნიკების მოწყობისას, იცოდეთ რომ არსებობს რისკი ხანძრის გაჩენის. არ დატოვოთ საპიკნიკე ადგილი სრულად მოწესრიგების გარეშე.
  • ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობისას, იმოძრავეთ მანქანების მოძრაობის მიმართულებით. ეცადეთ, ბავშვები და თქვენც იყოთ ადვილად აღსაქმელი მძღოლების მიერ - ჩაიცვით ფერადი, არეკვლადი ტანსაცმელი. გზა ყოველთვის გადაკვეთეთ სპეციალურ გადასასვლელ ადგილას - ზებრაზე.

რა უნდა გავითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევის დროს? რა არის მთაში და ზღვაზე დასვენების უპირატესობები?

არსებული მძიმე ეკოლოგიური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და სასურველია ბავშვების გაყვანა დიდი, ინდუსტრიული ქალაქებიდან მოშორებით, სადაც ატმოსფეროს დაბინძურება მეტ-ნაკლებად შემცირებულია.

ამისთვის გირჩევთ, ბავშვები შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებოდნენ ქალაქგარეთ გზისპირიდან მოშორებულ, გამწვანებულ ადგილებში, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გამონაბოლქვის და სხვა მავნე აირების შემცველობა ჰაერში. რეკომენდირებულია ხშირი სეირნობა სუფთა ჰაერზე არახალხმრავალ ადგილებში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არ არსებობს დადასტურებული კავშირი სხვადასხვა საკურორტო ზონებში დასვენებასა და გარკვეული დაავადებების განვითარების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. ამიტომ არაა აუცილებელი მაინცდამაინც მაღალბიუჯეტურ კურორტებზე ბავშვების წაყვანა. საქართვლოს მოსახლეობის შედარებით დიდი ნაწილს აქვს სოფელი, სადაც შეგიძლიათ თამამად ხანგრძლივად წაიყვანოთ ბავშვები. აკლიმატიზაციის გამო პრობლემები თავს იჩენს ხოლმე ძირითადად 2500-2700 მ ზღვის დონიდან სიმაღლეზე ასვლისას.

ზღვაზე ან სხვა საკურორტო ადგილებში წაყვანისას ერიდეთ ხალხმრავლობას და შეკრების ადგილებს, ვინაიდან მჭიდრო პოპულაციებში მარტივად ხდება ინფექციის სწრაფი გავრცელება.

რა ნიშნავს სითბური დარტყმა, რომელის შესახებაც ზაფხულში ხშირად გვესმის?

ე.წ. „სითბური დარტყმა“ ვითარდება ორგანიზმის გადახურების შედეგად, რაც გამოწვეულია მაღალ ტემპერატურაზე ხანგრძლივად ყოფნით. სითბური დარტყმის ნიშნებია:

  • სხეულის ტემპერატურა =/> 40 გრადუსზე
  • გახშირებული სუნთქვა და გულისცემის სიხშირე
  • გულისრევა, ღებინება, ტავის ტკივილი
  • შეცვლილი მენტალური სტატუსი
  • კანის ჰიპერემია-სიწითლე, გამონაყარი

სითბურ დარტყმაზე ეჭვის შემთხვევაში, ეცადეთ, მაშინვე დაუკავშირდეთ ექიმს ან გამოიძახოთ სსდ-ის ბრიგადა, მანამდე კი ბავშვი მოათავსეთ შედარებით გრილ ადგილას, გახადეთ ტანსაცმელი, ყველანაირი გზით ეცადეთ სხეულის გაგრილებას - გრილი წყლის საფენები, გრილი წყლის აბაზანა, ყინულების მოთავსება კისერზე, საზარდულის მიდამოში; სითხეებით დატვირთვა;

როგორ უნდა გამოიყურებოდეს პირველადი დახმარების ჩანთა საზაფხულო არდადეგების დროს?

ნებისმიერი ხანმოკლე თუ ხანგრძლივი პერიოდით დასვენებისთვის განკუთვნილი უნდა გქონდეთ წინასწარ, უშუალოდ თქვენი ოჯახის წევრებზე მორგებული პირველადი დახმარების ჩანთა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ საგნებსა და დამხმარე საშუალებებს:

  • ტემპერატურის საზომი ელექტრო თერმომეტრი.
  • სტერილური ბამბის და მარლის ბურთულები.
  • ანტისეპტიური საჭიროებისთვის სამედიცინო სპირტი ან იოდის ხსნარი.
  • დაზიანებულ კანზე დასაკრავი წებოვანი საფენები (პლასტირები).
  • ანტიპირეტული დახმარების საშუალებები - პარაცეტამოლი ან იბუპროფენი სხვადასხვა მისაღები ფორმით - სანთლები რექტალური გამოყენებისთვის, სიროფი ან აბები დასალევად.
  • ანტიჰისტამინური - ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები.
  • ყოველთვის იქონიეთ დექსამეტაზონი(ამპულირებული) სააფთიაქო ჩანთაში.
  • ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების შემთხვევაში, ხშირად მოხმარებული და ექიმის მიერ რეკომედირებული მედიკამენტები და საჭიროების მიხედვით დამატებითი აპარატურა - ნებულაიზერი, პულსოქსიმეტრი.
  • ორალური რეჰიდრატაციისთვის საჭირო ელექტროლიტების ნარევი.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190

„იმპექსი“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს “წლის ლიდერის“ (Leader of the Year) მფლობელი გახდა

რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა