სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოც შეიქმნება
ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოც შეიქმნება

ქო­ბუ­ლე­თის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის უკეთ წარ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით თე­მა­ტუ­რი ტუ­რე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მუ­შავ­დე­ბა. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა წიგნ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა ქო­ბუ­ლეთ­ში გა­მარ­თა, სა­დაც პრო­ექ­ტში ჩარ­თულ გი­დებ­თან და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად ტუ­რე­ბის პირ­ვე­ლა­დი ვა­რი­ან­ტე­ბი გა­ნი­ხი­ლა. ქო­ბუ­ლე­თის თე­მა­ტუ­რი ტუ­რე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში 5 და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტური შევა, სა­დაც ქა­ლაქთან ერ­თად ქო­ბუ­ლე­თის სა­ზღვაო ზოლს მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და ად­გი­ლე­ბი აი­სა­ხე­ბა. ქო­ბუ­ლე­თის ტუ­რე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ბა­თუ­მის მსგავ­სად სა­მე­ნო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად 5 ად­გი­ლობ­რი­ვი გი­დია ჩარ­თუ­ლი.

„ბა­თუ­მი­სა და ქო­ბუ­ლე­თის თე­მა­ტუ­რი ტუ­რე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი რე­გი­ონ­ში მოქ­მე­დი გი­დე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით იქ­მნე­ბა. მას­ში შე­სუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ტუ­რე­ბი თა­ვი­სი ელექტრო­ნუ­ლი რუ­კე­ბით, ფო­ტო­ე­ბი­თა და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით და­ეხ­მა­რე­ბა დამ­წყებ და მოქ­მედ გი­დებს უკეთ წარ­მო­ა­ჩი­ნონ ბა­თუ­მი და ქო­ბუ­ლე­თი. გარ­და ამი­სა, ის ხელს შე­უ­წყობს უკვე არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ტუ­რე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას. სა­მუ­შაო პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია. მას­ში 20-მდე გიდი და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტია ჩარ­თუ­ლი. ბა­თუ­მი­სა და ქო­ბუ­ლე­თის ტუ­რე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს უკვე წლის ბო­ლოს­თვის შე­ეძ­ლე­ბა,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე თა­მარ კა­ი­კა­ციშ­ვილ­მა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოც შეიქმნება

ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოც შეიქმნება

ქობულეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით თემატური ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელო მუშავდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წიგნთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ქობულეთში გამართა, სადაც პროექტში ჩართულ გიდებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად ტურების პირველადი ვარიანტები განიხილა. ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოში 5 დამუშავებული ტური შევა, სადაც ქალაქთან ერთად ქობულეთის საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობები, აქტივობები, ტრადიციები და ადგილები აისახება. ქობულეთის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელო ბათუმის მსგავსად სამენოვანი იქნება. მის შემუშავებაში დარგის სპეციალისტებთან ერთად 5 ადგილობრივი გიდია ჩართული.

„ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოები რეგიონში მოქმედი გიდების ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით იქმნება. მასში შესული პრაქტიკული ტურები თავისი ელექტრონული რუკებით, ფოტოებითა და ინფორმაციებით დაეხმარება დამწყებ და მოქმედ გიდებს უკეთ წარმოაჩინონ ბათუმი და ქობულეთი. გარდა ამისა, ის ხელს შეუწყობს უკვე არსებული პრაქტიკული ტურების გამრავალფეროვნებას და განვითარებას. სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია. მასში 20-მდე გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული. ბათუმისა და ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოებით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს უკვე წლის ბოლოსთვის შეეძლება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

NS

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 964 ახალი შემთხვევაა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა - რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს