სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისში ახალი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა - რა არის ცნობილი საფრთხის შესახებ (ვიდეო)
თბილისში ახალი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა - რა არის ცნობილი საფრთხის შესახებ (ვიდეო)

ლისი-მუ­ხა­თწყა­როს მო­ნაკ­ვეთ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და. რო­გორც მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა და­ვით ნო­ზა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­მარ­ტა, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი დღეს დი­ლით გა­აქ­ტი­ურ­და, რის შე­დე­გა­დაც ლისი-მუ­ხა­თწყა­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მცი­რე მო­ნაკ­ვე­თი და­ა­ზი­ა­ნა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე გზა სამი მხრი­დან ჩა­ი­კე­ტა.

"დი­ლი­დან­ვე ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ გე­ო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტე­ბი. ასე­ვე იყო ად­გილ­ზე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „ჯე­ოგ­რუ­პის“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­მაც ეს გზა და­ა­გო და რო­მელ­საც აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გზის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

დღეს და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ნაპ­რა­ლე­ბი, გა­ჩე­ნი­ლი ერო­ზი­ე­ბი, მოხ­და მათი რე­კო­მენ­და­ცი­ით გზის ჩა­კეტ­ვა აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე სამი მხრი­დან - ეს არის ლისი-მუ­ხა­თწყა­როს მხა­რეს, მსხალ­დი­დის მხა­რეს და ნა­ფეტვრე­ბი­დან ამო­სას­ვლე­ლი გზა. ხვალ კი­დევ უნდა მი­ვიდ­ნენ ექ­სპერ­ტე­ბი, რომ და­აკ­ვირ­დნენ, რად­გან ეს მოქ­მე­დი მე­წყე­რია. ხვალ უნდა გან­სა­ზღვრონ და დას­კვნა და­წე­რონ თუ რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და რა უნდა გა­კეთ­დეს, დას­კვნის შემ­დეგ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია შე­ი­მუ­შა­ვებს პრო­ექტს და და­ი­წყებს გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნო­ზა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
4

არა უშავს ნაპრალებს მიწით ამოავსებენ

გიორგი
2

საინტერესოა, კომუნისტების დროს ნაპრალები არ იყო? რაღა ეხლა მოუნდა ნაპრალებს გაფართოება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თბილისში ახალი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა - რა არის ცნობილი საფრთხის შესახებ (ვიდეო)

თბილისში ახალი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა - რა არის ცნობილი საფრთხის შესახებ (ვიდეო)

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა დავით ნოზაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, მეწყრული პროცესები დღეს დილით გააქტიურდა, რის შედეგადაც ლისი-მუხათწყაროს ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მცირე მონაკვეთი დააზიანა.

აქედან გამომდინარე, სპეციალისტების რეკომენდაციით აღნიშნულ მონაკვეთზე გზა სამი მხრიდან ჩაიკეტა.

"დილიდანვე ჩართულები იყვნენ გეოლოგიის სამსახურის სპეციალისტები და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. ასევე იყო ადგილზე სამშენებლო კომპანია „ჯეოგრუპის“ სპეციალისტები, რომელმაც ეს გზა დააგო და რომელსაც აქვს ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში გზის მოვლა-პატრონობაზე, შესაბამისად ისინიც იმყოფებოდნენ.

დღეს დაათვალიერეს დაზიანებები და ნაპრალები, გაჩენილი ეროზიები, მოხდა მათი რეკომენდაციით გზის ჩაკეტვა აღნიშნულ მონაკვეთზე სამი მხრიდან - ეს არის ლისი-მუხათწყაროს მხარეს, მსხალდიდის მხარეს და ნაფეტვრებიდან ამოსასვლელი გზა. ხვალ კიდევ უნდა მივიდნენ ექსპერტები, რომ დააკვირდნენ, რადგან ეს მოქმედი მეწყერია. ხვალ უნდა განსაზღვრონ და დასკვნა დაწერონ თუ რა პროცესები მიმდინარეობს და რა უნდა გაკეთდეს, დასკვნის შემდეგ სამშენებლო კომპანია შეიმუშავებს პროექტს და დაიწყებს გზის რეაბილიტაციას“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.