სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რუსებს სიმშვიდე ბრიტანული "დეფენდერის" შემდეგ, ჰოლანდიურმა "ევერტსენმა" დაურღვია - მორიგი ინციდენტი შავ ზღვაში
რუსებს სიმშვიდე ბრიტანული "დეფენდერის" შემდეგ, ჰოლანდიურმა "ევერტსენმა" დაურღვია - მორიგი ინციდენტი შავ ზღვაში

ბრი­ტა­ნულ­მა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია BBC-ის რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­სა­ლა შავ ზღვა­ში ამ დღე­ებ­ში მომ­ხდარ კი­დევ ერთ სამ­ხედ­რო ინ­ცი­დენტზე, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად უკვე ნი­დერ­ლან­დე­ბის ფლო­ტის ფრე­გატ "ევერტსენს“ ეხე­ბა. პუბ­ლი­კა­ცია ასეა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი: "ნი­დერ­ლან­დებ­მა ყი­რიმ­თან ახ­ლოს მყო­ფი თა­ვი­სი გე­მის­თვის რუ­სე­თი სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა“.

"რო­გორც ნი­დერ­ლან­დე­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი შავ ზღვა­ში მყოფ ნი­დერ­ლან­დე­ბის ფრე­გა­ტის უსაფრ­თხო­ე­ბას და­ე­მუქრნენ. ეს მოხ­და ბრი­ტა­ნულ ნაღ­მო­სან "დე­ფენ­დერ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი­დან მე­ო­რე დღეს. სა­მი­ნის­ტროს მტკი­ცე­ბით, ფრე­გა­ტი "ევერ­სტე­ნი“ იმ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბი­დან შორს იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლებ­საც რუ­სე­თი თა­ვი­სად მი­იჩ­ნევს.

  • რა "და­არ­ღვია“ ნი­დერ­ლან­დე­ბის გემ­მა...

ნი­დერ­ლან­დე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ანკ ბე­ი­ლე­ველ-სხა­უ­ტენ­მა სამ­შა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ 24 ივ­ნისს რუ­სულ­მა ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებ­მა "ევერ­სტენს“ "სა­ხი­ფა­თოდ დაბ­ლა და ახ­ლოს“ გა­და­უფ­რი­ნეს. მისი თქმით, რუ­სუ­ლი ავი­ა­ცია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში "აში­ნებ­და“ ჰო­ლან­დი­ურ ფრე­გატს, რის შემ­დე­გაც ხო­მალ­დის ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი აღი­ნიშ­ნა. სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი ბომ­ბე­ბით და რა­კე­ტე­ბით (კლა­სი "დე­და­მი­წა-ჰა­ე­რი“) იყ­ვნენ აღ­ჭურ­ვილ­ნი.

ანკ ბე­ი­ლე­ველ-სხა­უ­ტენ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის მოქ­მე­დე­ბას "უპა­ა­სუ­ხის­მგებ­ლო“ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ნი­დერ­ლან­დე­ბის გემს ჰქონ­და უფ­ლე­ბა იქ ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. "ასეთ აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს, ისი­ნი ინ­ცი­დენ­ტე­ბის რისკს ზრდი­ან. ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ნი­დერ­ლან­დე­ბი რუ­სეთს აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თავს“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ფრე­გა­ტი "ევერ­სტე­ნი“, ბრი­ტა­ნულ ხო­მალ­დებ­თან ერ­თად, შავ ზღვა­ში პატ­რუ­ლი­რებ­და. რო­გორც BBC-ის შე­ა­ტყო­ბი­ნეს ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ინ­ცი­დენ­ტი ყი­რი­მი­დან 14 მი­ლის და­შო­რე­ბით მოხ­და, რუ­სე­თი კი თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლე­ბად 12-მი­ლი­ან ზო­ნას თვლის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყი­რიმ­ზე რუ­სე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს არ აღი­ა­რებს და, შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის სა­ნა­პი­რო ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­საც უკ­რა­ი­ნის კუთ­ვნი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს.

რა­ტომ გა­ნა­ცხა­და სა­მი­ნის­ტრომ ინ­ცი­დენ­ტის თა­ო­ბა­ზე ასე დაგ­ვი­ა­ნე­ბით? რო­გორც ჰო­ლან­დი­ელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა გან­მარ­ტეს, ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და ხუთ­შა­ბათს გვი­ან სა­ღა­მოს, შტაბ­მა პა­ტა­კი პა­რას­კევს მი­ი­ღო, შემ­დეგ კი მომ­ხდა­რი ფაქ­ტის დე­ტა­ლურ­მა გარ­ჩე­ვამ დრო წა­ი­ღო.

შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში 28 ივ­ნისს სტარ­ტი აიღო სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო წრთვნებ­მა "სი ბრიზ“-ის (Sea Breeze) კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობს 32 საბ­რძო­ლო ხო­მალ­დი, 40 თვითმფრი­ნა­ვი და 5 ათა­სი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე რო­გორც ნა­ტოს 17 წევ­რი ქვეყ­ნი­დან, ასე­ვე ალი­ან­სის პარტნი­ო­რე­ბი­დან. "მაგ­რამ "ევერ­სტე­ნი“ ამ წრთვნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ იღებს“, - და­ა­ზუს­ტეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

  • ... და რით უპა­სუ­ხა მოს­კოვ­მა

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და­ა­დას­ტუ­რეს, რომ რუ­სულ სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ას ნი­დერ­ლან­დე­ბის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის გემ­თან ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბა ჰქონ­და. მოს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნე­იტ­რა­ლურ წყლებ­ში მცუ­რავ­მა "ევერ­სტენ­მა“ 24 ივ­ნისს გეზი შე­იც­ვა­ლა და ქერ­ჩის სრუ­ტი­სა­კენ გა­ე­მარ­თა, რო­მელ­საც კრემ­ლი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლე­ბად მი­იჩ­ნევს. "გე­მის მიერ სა­ზღვრის დარ­ღვე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით ჰა­ერ­ში აფ­რინ­დნენ "სუ-30“ ტი­პის ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი და "სუ-24“ ტი­პის ბომბდამ­შე­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ნი­დერ­ლან­დე­ბის ხო­მალ­დის ახ­ლოს, უსაფრ­თხო მან­ძილ­ზე, ფრე­ნე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს“, - აღ­ნიშ­ნეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

"დე­ფენ­დე­რი" და "ევერტსე­ნი" - სტამ­ბო­ლი, 2021 წლის 9 ივ­ნი­სი

რო­გორც რუ­სუ­ლი მხა­რე ამ­ტკი­ცებს, გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ ფრე­გატ­მა კურ­სი შე­იც­ვა­ლა. მოს­კო­ვი ასე­ვე აცხა­დებს, რომ ფრე­ნე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

რუ­სულ­მა მა­ს­მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­და­ცე­მუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა ნი­დერ­ლან­დე­ბის ფრე­გა­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ტექ­სტურ აღ­წე­რი­ლო­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "ევერ­სტე­ნი“ ქერ­ჩის სრუ­ტის­კენ მი­ცუ­რავ­დაო. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
226

ამ ნატუშკებს რამის თავი მაინც ქონდეთ, სანამ შავ ზღვას არ მოგვიწამლავენ საბოლოოდ, არ გაჩერდებიან. ისე ეს რომ ხდება კარგია, მიხვდებიან ბოლობოლო რომ ყირიმს რუსეთი არავის დაუთმობს

Zlatan straianovich
171

Ruseti dzlieri saxelmwifoa. Aqaurma trolebma ramdenic ar unda werot yazrobebi ruseti ufrodaufro dzlerdeba yovelwliurad sheiaragebit. Britanuli gemi hoo gaadzeva madliba utxran ro ar chadzira. Ra unda shav zgvashi britanul gems? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რუსებს სიმშვიდე ბრიტანული "დეფენდერის" შემდეგ, ჰოლანდიურმა "ევერტსენმა" დაურღვია - მორიგი ინციდენტი შავ ზღვაში

რუსებს სიმშვიდე ბრიტანული "დეფენდერის" შემდეგ, ჰოლანდიურმა "ევერტსენმა" დაურღვია - მორიგი ინციდენტი შავ ზღვაში

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსულენოვანმა სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა შავ ზღვაში ამ დღეებში მომხდარ კიდევ ერთ სამხედრო ინციდენტზე, რომელიც ამჯერად უკვე ნიდერლანდების ფლოტის ფრეგატ "ევერტსენს“ ეხება. პუბლიკაცია ასეა დასათაურებული: "ნიდერლანდებმა ყირიმთან ახლოს მყოფი თავისი გემისთვის რუსეთი სახიფათო სიტუაციის შექმნაში დაადანაშაულა“.

"როგორც ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რუსული სამხედრო თვითმფრინავები შავ ზღვაში მყოფ ნიდერლანდების ფრეგატის უსაფრთხოებას დაემუქრნენ. ეს მოხდა ბრიტანულ ნაღმოსან "დეფენდერთან“ დაკავშირებით მომხდარი ინციდენტიდან მეორე დღეს. სამინისტროს მტკიცებით, ფრეგატი "ევერსტენი“ იმ ტერიტორიული წყლებიდან შორს იმყოფებოდა, რომლებსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს.

  • რა "დაარღვია“ ნიდერლანდების გემმა...

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ანკ ბეილეველ-სხაუტენმა სამშაბათს განაცხადა, რომ 24 ივნისს რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა "ევერსტენს“ "სახიფათოდ დაბლა და ახლოს“ გადაუფრინეს. მისი თქმით, რუსული ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში "აშინებდა“ ჰოლანდიურ ფრეგატს, რის შემდეგაც ხომალდის ელექტრონულ მოწყობილობებში გარკვეული შეფერხებები აღინიშნა. სამინისტროს მონაცემებით, რუსული თვითმფრინავები ბომბებით და რაკეტებით (კლასი "დედამიწა-ჰაერი“) იყვნენ აღჭურვილნი.

ანკ ბეილეველ-სხაუტენმა რუსული ავიაციის მოქმედებას "უპაასუხისმგებლო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ნიდერლანდების გემს ჰქონდა უფლება იქ ყოფილიყო, სადაც ინციდენტი მოხდა. "ასეთ აგრესიულ ქმედებებს არავითარი გამართლება არ აქვს, ისინი ინციდენტების რისკს ზრდიან. ამ ფაქტთან დაკავშირებით ნიდერლანდები რუსეთს აუცილებლად მიმართავს“, - განაცხადა მინისტრმა.

ფრეგატი "ევერსტენი“, ბრიტანულ ხომალდებთან ერთად, შავ ზღვაში პატრულირებდა. როგორც BBC-ის შეატყობინეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში, ინციდენტი ყირიმიდან 14 მილის დაშორებით მოხდა, რუსეთი კი თავის ტერიტორიულ წყლებად 12-მილიან ზონას თვლის. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტს არ აღიარებს და, შესაბამისად, ნახევარკუნძულის სანაპირო ტერიტორიულ წყლებსაც უკრაინის კუთვნილებად მიიჩნევს.

რატომ განაცხადა სამინისტრომ ინციდენტის თაობაზე ასე დაგვიანებით? როგორც ჰოლანდიელმა სამხედროებმა განმარტეს, ინციდენტი მოხდა ხუთშაბათს გვიან საღამოს, შტაბმა პატაკი პარასკევს მიიღო, შემდეგ კი მომხდარი ფაქტის დეტალურმა გარჩევამ დრო წაიღო.

შავი ზღვის აკვატორიაში 28 ივნისს სტარტი აიღო სამხედრო-საზღვაო წრთვნებმა "სი ბრიზ“-ის (Sea Breeze) კოდური სახელწოდებით. მასში მონაწილეობს 32 საბრძოლო ხომალდი, 40 თვითმფრინავი და 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე როგორც ნატოს 17 წევრი ქვეყნიდან, ასევე ალიანსის პარტნიორებიდან. "მაგრამ "ევერსტენი“ ამ წრთვნებში მონაწილეობას არ იღებს“, - დააზუსტეს სამინისტროში.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Armed Russian military jets caused a dangerous situation in the Black Sea near HNLMS Evertsen last Thursday. The aircraft repeatedly flew dangerously low over and close to the ship and carried out mock attacks. HNLMS Evertsen was in international waters during these harassments. <a href="https://t.co/fcY1nH392V">pic.twitter.com/fcY1nH392V</a></p>&mdash; Ministerie van Defensie (@Defensie) <a href="https://twitter.com/Defensie/status/1409879467628040202?ref_src=twsrc%5Etfw">June 29, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
  • ... და რით უპასუხა მოსკოვმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ რუსულ სამხედრო ავიაციას ნიდერლანდების სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემთან ურთიერთმოქმედება ჰქონდა. მოსკოვმა განაცხადა, რომ ნეიტრალურ წყლებში მცურავმა "ევერსტენმა“ 24 ივნისს გეზი შეიცვალა და ქერჩის სრუტისაკენ გაემართა, რომელსაც კრემლი რუსეთის ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს. "გემის მიერ საზღვრის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით ჰაერში აფრინდნენ "სუ-30“ ტიპის ავიაგამანადგურებლები და "სუ-24“ ტიპის ბომბდამშენები, რომლებმაც ნიდერლანდების ხომალდის ახლოს, უსაფრთხო მანძილზე, ფრენები განახორციელეს“, - აღნიშნეს სამინისტროში.

"დეფენდერი" და "ევერტსენი" - სტამბოლი, 2021 წლის 9 ივნისი

როგორც რუსული მხარე ამტკიცებს, გაფრთხილების შემდეგ ფრეგატმა კურსი შეიცვალა. მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ ფრენები ხორციელდებოდა საერთაშორისო წესების შესაბამისად.

რუსულმა მასმედიამ გაავრცელა თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული ვიდეომასალა ნიდერლანდების ფრეგატის გადაადგილების შესახებ. ვიდეოჩანაწერის ტექსტურ აღწერილობაში ნათქვამია, რომ "ევერსტენი“ ქერჩის სრუტისკენ მიცურავდაო. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შემაშფოთებელი მოვლენები გრძელდება" - მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

ავღანეთში Reuters-ის ფოტოჟურნალისტი მოკლეს

"ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით მქონდა" - ბუშის თქმით, საუბარი NATO-ს შეეხებოდა